კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების სპეციალისტი ლია ბეგლარაშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 4 იანვარს 2 თვიანი ხელშეკრულებები ფსიქოლოგიური წნეხით დაადებინეს. მას სამუშაოზე ყოფნის ვადა 4 მარტს ეწურება და შიშობს, რომ სამსახურს დაკარგავს. ლია ბეგლარაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოლეგ იაძეს ერთწლიანი ხელშეკრულების დადებას სთხოვს.
"ჩვენ არავინ გაგვითავისუფლებია. მართალია, სხვადასხვა სამსახურში გვინდა რამდენიმე სპეციალისტის გათავისუფლება, მაგალითად სპორტის სფეროში, თუმცა მათ 4 მარტამდე არაფერი ემუქრებათ. ამის შემდეგ სამსახური იმსჯელებს, რა გააკეთოს. ჩვენ გვყავს კარგი აქტივი. არ არის გამორიცხული, რომ ჩანაცვლება მათით მოხდეს", - განაცხადა ოლეგ იაძემ.
სრული ვერსია