პოლიტიკა
საზოგადოება

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური
მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური

ფსი­ქო­ლო­გებ­მა გაც­ნო­ბის სა­ი­ტის Twoo-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ, რო­გო­რი გა­რეგ­ნო­ბის ქა­ლე­ბი ხიბ­ლავთ ყვე­ლა­ზე მე­ტად კა­ცებს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქა­ლის ქერა თმა მა­მა­კა­ცებ­ში მხი­ა­რულ ხა­სი­ათ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ფიქ­რო­ბენ, რომ ქერა ქა­ლე­ბი ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი არი­ან. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ქალი ბუ­ნებ­რი­ვად ქე­რაა, თუ შე­ღე­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც ვერ ხვდე­ბა, შე­ღე­ბი­ლი აქვს თუ არა გო­გო­ნას თმა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე მო­დის, რო­მელ­თაც სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვთ. მა­მა­კაც­თა 27% ამ­ბობს, რომ პა­ე­მან­სა და სა­ჩუ­ქარ­ში ნა­ხე­ვარ ქო­ნე­ბა­საც კი და­ხარ­ჯა­ვენ, თუკი ქალს ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი ექ­ნე­ბა. გა­მო­კი­თხუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის მხო­ლოდ 2%-ს სურს სუ­პერ­მო­დე­ლის გა­რეგ­ნო­ბის ქალი. მათი თქმით, კეიტ მო­სის, მი­რან­და კე­რი­სა და სხვა მო­დე­ლე­ბის ფორ­მა პო­დი­უ­მის მიღ­მა არა­ბუ­ნებ­რი­ვია. კა­ცე­ბის აზ­რით, პო­დი­უ­მის პა­რა­მეტ­რე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი ქალი მხო­ლოდ მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. მა­მა­კა­ცე­ბის 22% ამ­ბობს, რომ იბ­ნე­ვა, რო­დე­საც ქალს ლა­მა­ზი თვა­ლის ჭრი­ლი, თვა­ლის ფერი და ტუჩი აქვს.

თუკი ქერა თმა მხი­ა­რუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის შავი თმა სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის სიმ­ბო­ლოა. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზე შავგვრე­მა­ნი ქა­ლე­ბის პრო­ფილს უფრო ხში­რად ნა­ხუ­ლო­ბენ, ვიდ­რე ქე­რათ­მი­ა­ნე­ბის. ეს გა­საკ­ვი­რი არაა, გა­რუ­ჯუ­ლი ტანი და გრძე­ლი შავი თმა გულ­გრილს ვე­რა­ვის ტო­ვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური

მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური

ფსიქოლოგებმა გაცნობის საიტის Twoo-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კვლევა ჩაატარეს და დაინტერესდნენ, როგორი გარეგნობის ქალები ხიბლავთ ყველაზე მეტად კაცებს.

როგორც აღმოჩნდა, ქალის ქერა თმა მამაკაცებში მხიარულ ხასიათთან ასოცირდება და ფიქრობენ, რომ ქერა ქალები ხალისიანები არიან. უცნაურია, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ბუნებრივად ქერაა, თუ შეღებილი. ზოგიერთი მათგანი იმასაც ვერ ხვდება, შეღებილი აქვს თუ არა გოგონას თმა.

რასაკვირველია, დიდი პროცენტული მაჩვენებელი იმ ქალბატონებზე მოდის, რომელთაც სექსუალური გარეგნობა აქვთ. მამაკაცთა 27% ამბობს, რომ პაემანსა და საჩუქარში ნახევარ ქონებასაც კი დახარჯავენ, თუკი ქალს ქალური ფორმები ექნება. გამოკითხული მამაკაცების მხოლოდ 2%-ს სურს სუპერმოდელის გარეგნობის ქალი. მათი თქმით, კეიტ მოსის, მირანდა კერისა და სხვა მოდელების ფორმა პოდიუმის მიღმა არაბუნებრივია. კაცების აზრით, პოდიუმის პარამეტრები ყოველდღიურ ცხოვრებაში მომაბეზრებელია და მაღალი, გამხდარი ქალი მხოლოდ მოდის ჟურნალებისთვის არის საჭირო. მამაკაცების 22% ამბობს, რომ იბნევა, როდესაც ქალს ლამაზი თვალის ჭრილი, თვალის ფერი და ტუჩი აქვს.

თუკი ქერა თმა მხიარულებასთან ასოცირდება, მამაკაცებისთვის შავი თმა სექსუალურობის სიმბოლოა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გაცნობის საიტებზე შავგვრემანი ქალების პროფილს უფრო ხშირად ნახულობენ, ვიდრე ქერათმიანების. ეს გასაკვირი არაა, გარუჯული ტანი და გრძელი შავი თმა გულგრილს ვერავის ტოვებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"