მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე ძველ ისტორიას იხსენებს
გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე ძველ ისტორიას იხსენებს

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რს გოგა ხა­ჩი­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში კობა და­ვი­თაშ­ვილ­სა და სერ­გო რა­ტი­ანს შო­რის მომ­ხდარ­მა ფი­ზი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ 2004 წელს მომ­ხდა­რი ის­ტო­რია გა­ახ­სე­ნა, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს:

"ერთი "სა­სა­ცი­ლო" ამ­ბა­ვი მინ­და მო­გიყ­ვეთ. გუ­შინ გა­მახ­სენ­და...

2004 წელს, მე და კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით. და­ვი­თაშ­ვი­ლი, ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო ოპო­ზი­ცი­ა­ში და მე, რო­გორც გა­მო­უც­დელ პო­ლი­ტი­კოსს, გარ­კვე­უ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და მის­და­მი. თა­ნაც, ხომ გსმე­ნი­ათ ეგე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ დი­დე­ბი და მსუქ­ნე­ბი ზო­გა­დად კე­თი­ლე­ბი არი­ან...

მოხ­და ისე, რომ "იმედ­ზე" ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით დე­ბა­ტებ­ზე, მაგ­და ანი­კაშ­ვილ­თან.

ეთე­რის და­წყე­ბამ­დე და­ა­ხო­ე­ბით 15 წუ­თით ადრე მი­ვე­დი. და­ვი­თაშ­ვი­ლი უკვე იქ იყო.

გა­მარ­ჯო­ბათ ბ-ნო კობა - მი­ვე­სალ­მე მე.

ოო, გო­გას გა­უ­მარ­ჯოს, რო­გორ ხარ? - გულ­თბი­ლად მო­მი­კი­თხა მან.

მად­ლო­ბა კარ­გად - ვუ­პა­სუ­ხე და ასე ტკბი­ლად და მე­გობ­რუ­ლად გა­ვაგ­რძე­ლეთ ერთი-ერ­თზე სა­უ­ბა­რი. გა­ვიხ­სე­ნეთ რა­ღა­ცე­ე­ბი, ვი­ღა­ცე­ე­ბი, ვი­ცი­ნეთ... ერთი სი­ტყვით, ეთე­რამ­დე რაც დრო გვქონ­და, ჯიგ­რულ ჭუ­კ­ჭუკ­ში გა­ვა­ტა­რეთ.

მახ­სოვს, გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ­დი, რა კარ­გი კა­ცია და რა ცუ­დია, რომ ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი აღარ არის/თქო...

ასე მე­გობ­რუ­ლად, გა­ღი­მე­ბუ­ლე­ბი შე­ვე­დით სტუ­დი­ა­ში. დავ­სხე­დით, მიკრო­ფო­ნე­ბი დაგ­ვი­მაგ­რეს და ეთე­რიც და­ი­წყო...

მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს მი­ე­სალ­მა, ზო­გა­დი შე­სა­ვა­ლი გა­ა­კე­თა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის და პირ­ვე­ლი კი­თხვით კობა და­ვი­თაშ­ვილ­თან გა­და­ვი­და...

მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კო­ბამ შემ­ზა­რა­ვი სა­ხით, და­ქა­ჩუ­ლი თვა­ლე­ბით, ხელი მთე­ლი სიგ­რძით ჩემ­სკენ გა­მო­იშ­ვი­რა და იყ­ვი­რა: აი, ამის­თა­ნა გა­რე­წა­რი და ნა­ძი­რა­ლა ხალ­ხი რომ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იმი­ტომ მი­დის ჩვე­ნი საქ­მე კარ­გა­დო და და­ი­წყო... გამ­ლან­ძღა, გამ­თა­თხა, სულ ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რი და ბან­დი­ტი მე­ძა­ხა...

სა­კუ­თარ თვა­ლებს და ყუ­რებს ვერ ვუ­ჯე­რებ­დი... ეგე­თი რამე (მა­შინ) ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა... :) ჩემი სი­ტყვის დრო რომ მო­ვი­და, ხმა ვერ ამო­ვი­ღე, რა­ღა­ცას ვლუღ­ლუ­ღებ­დი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი...

სულ მინ­დო­და ამ ამ­ბის მო­ყო­ლა და მგო­ნი ამა­ზე უკე­თეს დროს ვერ შე­ვარ­ჩევ­დი:)", - წერს ხა­ჩი­ძე.

გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "არ­გუ­მენ­ტებ­ში" უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ კობა და­ვი­თაშ­ვილ­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ სერ­გო რა­ტი­ანს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­ცე­მა­ში ორი ლი­დე­რის დე­ბა­ტებს მოჰ­ყვა, რომ­ლის დრო­საც კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა რა­ტი­ანს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. რა­ტი­ან­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ჭიქა და­ამ­სხვრია და გა­და­ცე­მის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, რო­დე­საც და­ვი­თაშ­ვი­ლი მას­თან მი­ვი­და, რაც სა­ბო­ლო­ოდ ხელ­ჩარ­თულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და.

სტუ­დი­ი­დან ორი­ვე მათ­გა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე ძველ ისტორიას იხსენებს

გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე ძველ ისტორიას იხსენებს

უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის მომხდარმა ფიზიკურმა დაპირისპირებამ 2004 წელს მომხდარი ისტორია გაახსენა, რომელსაც პარლამენტარი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

"ერთი "სასაცილო" ამბავი მინდა მოგიყვეთ. გუშინ გამახსენდა...

2004 წელს, მე და კობა დავითაშვილი პარლამენტის წევრები ვიყავით. დავითაშვილი, ახალი გადასული იყო ოპოზიციაში და მე, როგორც გამოუცდელ პოლიტიკოსს, გარკვეული სენტიმენტები და დამოკიდებულება მქონდა მისდამი. თანაც, ხომ გსმენიათ ეგეთი მოსაზრება, რომ დიდები და მსუქნები ზოგადად კეთილები არიან...

მოხდა ისე, რომ "იმედზე" ერთად აღმოვჩნდით დებატებზე, მაგდა ანიკაშვილთან.

ეთერის დაწყებამდე დაახოებით 15 წუთით ადრე მივედი. დავითაშვილი უკვე იქ იყო.

გამარჯობათ ბ-ნო კობა - მივესალმე მე.

ოო, გოგას გაუმარჯოს, როგორ ხარ? - გულთბილად მომიკითხა მან.

მადლობა კარგად - ვუპასუხე და ასე ტკბილად და მეგობრულად გავაგრძელეთ ერთი-ერთზე საუბარი. გავიხსენეთ რაღაცეები, ვიღაცეები, ვიცინეთ... ერთი სიტყვით, ეთერამდე რაც დრო გვქონდა, ჯიგრულ ჭუკჭუკში გავატარეთ.

მახსოვს, გულწრფელად ვფიქრობდი, რა კარგი კაცია და რა ცუდია, რომ ჩვენი თანაგუნდელი აღარ არის/თქო...

ასე მეგობრულად, გაღიმებულები შევედით სტუდიაში. დავსხედით, მიკროფონები დაგვიმაგრეს და ეთერიც დაიწყო...

მაგდა ანიკაშვილი მაყურებელს მიესალმა, ზოგადი შესავალი გააკეთა არსებული სიტუაციის და პირველი კითხვით კობა დავითაშვილთან გადავიდა...

მოულოდნელად, კობამ შემზარავი სახით, დაქაჩული თვალებით, ხელი მთელი სიგრძით ჩემსკენ გამოიშვირა და იყვირა: აი, ამისთანა გარეწარი და ნაძირალა ხალხი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმიტომ მიდის ჩვენი საქმე კარგადო და დაიწყო... გამლანძღა, გამთათხა, სულ ქვეყნის დამაქცევარი და ბანდიტი მეძახა...

საკუთარ თვალებს და ყურებს ვერ ვუჯერებდი... ეგეთი რამე (მაშინ) ვერ წარმომედგინა... :) ჩემი სიტყვის დრო რომ მოვიდა, ხმა ვერ ამოვიღე, რაღაცას ვლუღლუღებდი გაოგნებული...

სულ მინდოდა ამ ამბის მოყოლა და მგონი ამაზე უკეთეს დროს ვერ შევარჩევდი:)", - წერს ხაჩიძე.

გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს