სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე - ევრონესტის დელეგაციას პროცესებზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს
დავით საგანელიძე - ევრონესტის დელეგაციას პროცესებზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს

მე იმ ქა­ლაქ­ში და ისეთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­ი­და­ნაც კარ­გად ვიცი, მე­ზობ­ლო­ბა რა არის, რომ მე­ზო­ბელ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გქონ­დეს, - ასე­თი შე­და­რე­ბა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსსა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­ნეს­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რის შე­დე­გად დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ევ­რო­ნეს­ტის დე­ლე­გა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის პი­არ­მან­ქა­ნის გამო აქვს.

"ასე­თი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა ჩვენ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მათ­თვის სწო­რი, ობი­ექ­ტუ­რი და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რად­გან მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ვი­ტა­ნე დას­კვნა, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ. ეს არ მიკ­ვირს, რად­გან ის პი­არ­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და და დღე­ვან­დელ უმ­ცი­რე­სო­ბას აქვს, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. ამით უცხო­ეთ­ში ჯერ კი­დევ გარ­კვე­უ­ლი ილუ­ზია იქ­მნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ევ­რო­ნეს­ტის" წევრთა კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და იმას, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

"მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და კარ­გად მეს­მის, ეს რამ­დე­ნად რთუ­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან საქ­მი­ა­ნი და ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს", - აცხა­დებს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პელ სტუმ­რებს ასე­ვე აინ­ტე­რე­სებ­დათ, სა­ქარ­თვე­ლომ სა­გა­რეო კურ­სი ევ­რო­პი­დან ჩრდი­ლო­ე­თის­კენ შეც­ვა­ლა თუ არა.

"არა­ერ­თხელ მით­ქვამს და შეხ­ვედ­რა­ზეც გა­ვი­მე­ო­რე, რომ მათი ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა არას­წო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გია. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ორი­ენ­ტა­ცია არის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცია, რო­დე­საც ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტი გა­ი­მარ­თა, მე ხმა ნატო-ში ქვეყ­ნის მო­მა­ვალს მი­ვე­ცი, რაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ უნდა გვქონ­დეს. ის, რომ დღეს მე­ზო­ბელ­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს, ჩემი აზ­რით, დიდი შეც­დო­მაა. მე იმ ქა­ლაქ­ში და ისეთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­ი­და­ნაც კარ­გად ვიცი, მე­ზობ­ლო­ბა რა არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ მე­ზო­ბელ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გქონ­დეს", - აცხა­დებს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით საგანელიძე - ევრონესტის დელეგაციას პროცესებზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს

დავით საგანელიძე - ევრონესტის დელეგაციას პროცესებზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს

მე იმ ქალაქში და ისეთ ეზოში გავიზარდე, საიდანაც კარგად ვიცი, მეზობლობა რა არის, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, - ასეთი შედარება დავით საგანელიძემ ქვეყნის საგარეო კურსსა და საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ევრონესტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, შეხვედრის შედეგად დარჩა შთაბეჭდილება, რომ ევრონესტის დელეგაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაზვიადებული წარმოდგენა სააკაშვილის გუნდის პიარმანქანის გამო აქვს.

"ასეთი დელეგაციების მიღება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე მთავარია მათთვის სწორი, ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, რადგან მათი რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, გამოვიტანე დასკვნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდათ. ეს არ მიკვირს, რადგან ის პიარმანქანა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა და დღევანდელ უმცირესობას აქვს, საკმაოდ სერიოზულად მუშაობს. ამით უცხოეთში ჯერ კიდევ გარკვეული ილუზია იქმნება", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, "ევრონესტის" წევრთა კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, თუ როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას საპარლამენტო უმცირესობასთან ურთიერთობა.

"მე ვუპასუხე, რომ წლების განმავლობაში ოპოზიციაში ვიყავი და კარგად მესმის, ეს რამდენად რთულია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან საქმიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიერთობა გვქონდეს", - აცხადებს დავით საგანელიძე.

მისივე თქმით, ევროპელ სტუმრებს ასევე აინტერესებდათ, საქართველომ საგარეო კურსი ევროპიდან ჩრდილოეთისკენ შეცვალა თუ არა.

"არაერთხელ მითქვამს და შეხვედრაზეც გავიმეორე, რომ მათი ასეთი წარმოდგენა არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ორიენტაცია არის ევროპასთან ინტეგრაცია, როდესაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე პლებისციტი გაიმართა, მე ხმა ნატო-ში ქვეყნის მომავალს მივეცი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს. ის, რომ დღეს მეზობელთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. მე იმ ქალაქში და ისეთ ეზოში გავიზარდე, საიდანაც კარგად ვიცი, მეზობლობა რა არის. აქედან გამომდინარე ვიცი, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს", - აცხადებს დავით საგანელიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა