მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს
სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და დათო ქა­ცა­რა­ვა ელ­ტონ ჯო­ნის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას დათო ქა­ცა­რა­ვამ გა­ნა­ხა­და, 18 იან­ვარს, 08.32 სა­ათ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი ელ­ტონ ჯო­ნი­სა და მისი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვეს, რა­მაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბას" აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და დათო ქა­ცა­რა­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა?

დათო ქა­ცა­რა­ვა: ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი ელ­ტონ ჯო­ნის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სი­უ­ჟე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­და­პირ ეთერ­ში ვთქვი, რომ "მე გულ­წრფე­ლად მე­ცო­დე­ბა ელ­ტონ ჯო­ნის სუ­რო­გა­ტი შვი­ლე­ბი", - ხოლო სა­ლო­მემ თქვა: "მეც ნამ­დვი­ლად არ მშურს ამ ბავ­შვე­ბის, ვი­ნა­ი­დან როცა გა­იზ­რდე­ბი­ან მათ ორი მამა ეყო­ლე­ბა­თო". სწო­რედ ეს გახ­და ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი. აღარ მახ­სოვს, რა ქვია ამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, "იდენ­ტო­ბა.კომ" თუ "იდენ­ტო­ბა.გე", მოკ­ლედ, ამ არა­სამ­თავ­რო­ბოს ჰქონ­და რე­აქ­ცია და "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა დრო­საც ხში­რად გა­მო­უთ­ქვამთ სა­კუ­თა­რი აზრი ამა თუ იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან არა­ვის გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი: ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი ელ­ტონ ჯო­ნის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს კი ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი გახ­და. ასე­ვე მოხ­და დათო ქა­ცა­რა­ვას შემ­თხვე­ვა­შიც. მე ჩემს კო­ლე­გებ­თან, მე­გობ­რებ­თან, სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­და­ვა­მოწ­მე, აფიქ­სი­რებ­დნენ თუ არა სა­კუ­თარ აზრს კონ­კრე­ტულ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­მი­დას­ტუ­რეს, რომ ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან ისი­ნი არა­ვის გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს

სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა ელტონ ჯონის მიმართ გამოთქმული პირადი მოსაზრებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას დათო ქაცარავამ განახადა, 18 იანვარს, 08.32 საათზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა სიუჟეტი ელტონ ჯონისა და მისი შვილების შესახებ.

ტელეწამყვანებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვეს, რამაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობას” აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ კი სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა სამსახურიდან დაითხოვა.

- რამ განაპირობა თქვენი სამსახურიდან დათხოვნა?

დათო ქაცარავა: ეთერში გავიდა სიუჟეტი ელტონ ჯონის ოჯახთან დაკავშირებით. სიუჟეტის დასრულების შემდეგ, პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ "მე გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის სუროგატი შვილები", -  ხოლო სალომემ თქვა: "მეც ნამდვილად არ მშურს ამ ბავშვების, ვინაიდან როცა გაიზრდებიან მათ ორი მამა ეყოლებათო". სწორედ ეს გახდა ჩვენი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. აღარ მახსოვს, რა ქვია ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, "იდენტობა.კომ" თუ "იდენტობა.გე", მოკლედ, ამ არასამთავრობოს ჰქონდა რეაქცია და "იმედის" ხელმძღვანელობამაც ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

"ამბები.გე"-სთან სალომე გოგიაშვილმა განაცხადა, რომ სხვა დროსაც ხშირად გამოუთქვამთ საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია.

სალომე გოგიაშვილი: ჩემი აზრი გამოვთქვი ელტონ ჯონის ოჯახთან დაკავშირებით. ეს კი ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა. ასევე მოხდა დათო ქაცარავას შემთხვევაშიც. მე ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან გადავამოწმე, აფიქსირებდნენ თუ არა საკუთარ აზრს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და დამიდასტურეს, რომ ამის გამო სამსახურიდან ისინი არავის გაუთავისუფლებია.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები