ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება. ის საკუთარი პროექტით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ინგა გრიგოლია: - ვადასტურებ ამ ინფორმაციას. მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და ჩემ შორის, ტელევიზიის ხელმძღვანელ გიორგი ბარათაშვილს და ჩემი გადაცემის მომავალ სტუმრებსაც შევხვდი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ტელევიზიაში ჯერ არ მიუღიათ. ეს იქნება დიდი გადაცემა მრავალრიცხოვანი აუდიტორიით, რომელიც კვირაში ორჯერ გავა ეთერში. გია ჭანტურიას ხელმძღვანელობის დროსაც მქონდა შეტანილი პროექტი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", მაგრამ იმხანად მითხრეს, ბიუჯეტში ახალი გადაცემისთვის საკმარისი თანხა არ გვაქვსო...
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)