პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გუგავა: "ჭორვილაში ივანიშვილის პინგვინი უფრო უზრუნველად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი..."
გიორგი გუგავა: "ჭორვილაში ივანიშვილის პინგვინი უფრო უზრუნველად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი..."

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ახა­ლი ძა­ლე­ბი­თა და შემ­ცი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვლილ­მა ასმა დღემ აჩ­ვე­ნა, რომ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა... თუ ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ოფის­ში მი­ა­კი­თხავთ, შე­იძ­ლე­ბა გა­გი­მარ­თლოთ და გა­ღი­მე­ბუ­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტიც" კი ნა­ხოთ. მე გა­მი­მარ­თლა, - "სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რაც უნდა სა­ავდრო ღურ­ბლე­ბი ირე­ო­დეს ჩვენს თავ­ზე, არც მას­პინ­ძლო­ბა გვეშ­ლე­ბა და არც სა­უ­ბა­რი," - მი­თხრა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა გი­ორ­გი გუ­გა­ვამ.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა "ლე­ი­ბო­რის­ტმა" და პარ­ტი­ის დამ­რტყმელ­მა ძა­ლამ და­ტო­ვა პარ­ტი­ის რი­გე­ბი. პარ­ტია ხომ არ იშ­ლე­ბა?

- არა, რას ამ­ბობთ, ფუი ეშ­მაკს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს საფრ­თხე მა­ინც არ ემუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ძა­ლი­ან მი­ჭირს ლა­პა­რა­კი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ, ზო­გა­დად ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ დღე­ში არ იღე­ბენ. ეტყო­ბა, მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ა­ფა­სეს და ასე მოქ­ცე­ვა არ­ჩი­ეს. რო­გორც გა­ვი­გე, ახა­ლი პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აპი­რე­ბენ. ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოთ. სხვა არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ, გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ.

- რო­გორ შეხ­ვდა მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბა­ტო­ნი შალ­ვა?

- რო­გორ გი­თხრათ, სი­ა­მოვ­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რია. ის ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბო­და "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის" გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა­სა და მე­ხამ­რი­დად გა­მო­ყე­ნე­ბას. დიახ, ჩვე­ნი რი­გე­ბი შემ­ცირ­და, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას არა­ვის ვურ­ჩევ...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ით­ქვა, რომ ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფი­ნან­სებ­და და მათი პა­უ­ზა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი...

- დიახ, ვიცი, ავ­ყია ენე­ბი რომ იტყოდ­ნენ. ბედი გვაქვს ასე­თი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დიც არის, რომ ყვე­ლა­ზე ოპო­ზი­ცი­ურ, ჭეშ­მა­რი­ტად ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას სა­ზი­ზღა­რი ტყუ­ი­ლი და­აბ­რა­ლო.

რო­დე­საც ე.წ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, მა­ში­ნაც ვაკ­რი­ტი­კებ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­დის, შე­ვარ­დნა­ძე გვა­ფი­ნან­სებ­და?.. ჩვენ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ ყვე­ლა­ფე­რი და ვი­წყებთ ბრძო­ლას ახა­ლი შე­მარ­თე­ბით. რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, დამ­რტყმე­ლი ძა­ლის გა­რე­შე. ისე კი, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ გუნდთან ერ­თად ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ და მათი წას­ვლის შემ­დეგ ცეკ­ვა-თა­მა­შის ხა­სი­ათ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვართ, მაგ­რამ პა­ტივს ვცემთ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ა­სა და მის ლი­დერს, ჩვენ ძვე­ლი შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით, ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ა­ბი­ტი­რე­ბულ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ახლა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით გვებ­რძვი­ან, მივ­მარ­თავ, რომ ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბა არ გა­მო­უ­ვათ... ისი­ნი ისე­ვე გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან, რო­გორც წყლის ორი წვე­თი. მარ­თვის სტი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რით ზედ­მი­წევ­ნით ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ერ­თია, სა­ა­კაშ­ვი­ლი უფრო მოსხლე­ტით იტყუ­ე­ბა, ივა­ნიშ­ვილს კი სი­ტყვე­ბის­თვის თა­ვის მოყ­რა უჭირს. ტყუ­ი­ლის­თვის კი არა, სი­ტყვე­ბის­თვის... ორი­ვე ცდი­ლობს, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მი ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. ამ ფონ­ზე კი ჩვენ, ერ­თა­დერთ და ნამ­დვილ ოპო­ზი­ცი­ას, რა უფ­ლე­ბა გვაქვს, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნა დავ­ტო­ვოთ?.. მით უმე­ტეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ოც­ნე­ბა მი­რა­ჟად გა­და­იქ­ცა და იმ ქვა­ბი­დან, სა­ი­და­ნაც სას­წა­უ­ლის ამოს­ვლას მო­ვე­ლო­დით, ოხ­ში­ვა­რი ამო­ვი­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბი­დან ასი დღის შემ­დეგ შიშ­ველ რე­ა­ლო­ბას შე­ვე­ჯა­ხეთ, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო მძი­მეა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

- რა გაძ­ლევთ ამის თქმის უფ­ლე­ბას? ყო­ველ­დღე გვეს­მის, რომ ფა­სე­ბი იკ­ლებს, საწ­ვა­ვი და პური გა­ი­აფ­და...

- ვინ­მემ იგ­რძნო ეს გა­ი­ა­ფე­ბა სა­კუ­თარ მხრებ­ზე?.. თქვენ ალ­ბათ ხუმ­რობთ. ივა­ნიშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე ანეკ­დო­ტი მო­ვის­მი­ნე და მინ­და გი­თხრათ, რომ იუ­მორ­ზე ბევ­რად უკე­თე­სი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს... საწ­ვავ­ზე 5 თეთ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც იკ­ლებ­და და მათი გათ­ვლე­ბით, 1,50-1,60 უნდა გამ­ხდა­რი­ყო ბენ­ზი­ნის ფასი. აქე­დან დას­კვნა, ჭორ­ვი­ლა­ში ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის პინგვი­ნი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად და უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 600 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მაა და მათი რი­გე­ბი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა... ასე რომ, თუ არ ჩავ­თვლით პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­კა­ვე­ბებს, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ეს არ არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ფა­სა­დუ­რი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, თო­რემ პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­დან მოკ­ლე ხან­ში ვნა­ხეთ და­კა­ვე­ბე­ბის სე­რია, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბის თა­მა­ში მო­მა­გო­ნა. რო­დე­საც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ისეთ ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­დნენ, თმა ყალ­ყზე და­უდ­გე­ბო­და ადა­მი­ანს და იმი­ტომ და­ა­კა­ვეს, რომ ერთ ჯა­რის­კაცს და­სას­ჯე­ლად "ატ­ჟი­მა­ნი­ე­ბი" გა­ა­კე­თე­ბი­ნა, ხოლო მე­ო­რეს თავ­ში და­ნის ტარი ჩა­არ­ტყა. ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ერ­თა­დერთ მი­ზანს, წინა რე­ჟი­მის "გაპ­რა­ვე­ბას" ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათ რომ ნა­მუ­სის ძარ­ღვი არ ჰქონ­დეთ გა­წყვე­ტი­ლი, უნდა რცხვე­ნო­დეთ, იმი­ტომ, რომ სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ­ბობ­დნენ, ყვე­ლა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი და იმ­ქვეყ­ნი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ახა­ლა­ია იყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. მე იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არ ვი­ცავ, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მაგ­რამ ახლა ისე­თი სი­სუ­ლე­ლის გამო სჯი­ან, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია... რას ეუბ­ნე­ბი­ან ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არც ისე­თი ურჩხუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, რო­გორც წარ­მოგ­ვედ­გი­ნაო?.. ოქ­რუ­აშ­ვილს თა­ვის დრო­ზე ხმა­შე­წყო­ბი­ლად ეძახ­დნენ კა­ცი­ჭა­მი­ას, ახლა ამ­ბო­ბენ, რომ რე­ჟი­მის მსხვერ­პლი იყო? ვინ შექ­მნა ის რე­ჟი­მი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არ იყო იმ დიქ­ტა­ტუ­რის შექ­მნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე? რას ნიშ­ნავს ეს, მა­შინ გა­ტყუ­ებ­დით და ახლა გა­ვი­გეთ, რომ დამ­ნა­შა­ვე არ ყო­ფი­ლაო?.. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან ტყუვ­დე­ბა, ან თავს იტყუ­ებს.

- თქვენ რომ­ლის გჯე­რათ?

- რა გი­თხრათ, ჩვენს ხალ­ხს 2003 წელ­საც ეგო­ნა, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ცა გა­იხ­სნე­ბო­და და ცი­უ­რი მა­ნა­ნე­ბი გად­მოც­ვივ­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ რე­ჟი­მი. ახ­ლაც იგი­ვე მოხ­დე­ბა. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ამის­თვის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო სა­ჭი­რო, ზღაპ­რე­ბის შე­თხზვით კი არა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბით უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი, რათა ერთხელ მა­ინც შექ­მნი­ლი­ყო პრე­ცე­დენ­ტი. რა­ტომ არ დად­გა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი? მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვი­ჯე­რებ­დით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის გაგ­რძე­ლე­ბა არ არის... რო­დემ­დე უნდა კვე­ბონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა "გულ­წრფე­ლის" გულ­წრფე­ლი გა­მოს­ვლე­ბი­თა და მი­მარ­თვე­ბით. ან სად არის გულ­წრფე­ლო­ბა, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მო­თხეს ჰპირ­დე­ბი და პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით იწყებ.

მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­სა­ჯეს, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე "ქარ­თუ ბანკს" პრობ­ლე­მებს უქ­მნიდ­ნენ. მაშ, რა გან­სხვა­ვე­ბაა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­სა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის?!. სა­მარ­თა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი კლა­სის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუ ვცდე­ბი, კი ბა­ტო­ნო, და­მარ­წმუ­ნოს ვინ­მემ... ჰკი­თხეთ ნე­ბის­მი­ერ გამ­ვლელს ქუ­ჩა­ში, შე­უმ­სუ­ბუქ­დაG თუ არა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ზუს­ტად ისე გა­მო­უ­ვი­დათ, გა­მოთ­ქმა რომ არის, ბევ­რი ვე­ცა­დე თქვენ­თვი­სო, ძლივს გა­ვა­ხერ­ხე ჩემ­თვი­სო. თვე­ში ორ­ჯერ, ამ "და­უ­ღა­ლა­ვი" მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, პრე­მი­ე­ბი გა­მო­ი­წე­რა ყვე­ლამ, კი­თხვა "რო­გო­რი" რომ და­ეს­მის, იმ გვა­რის კა­ცის თა­მა­დო­ბით... რამ­დენ ხანს გაჰ­კი­ოდ­ნენ, სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­თვი­თო, კი ბა­ტო­ნო, ასეც უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნია, ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის­თვის უკე­თე­სი რომ იყი­და?

- იქ­ნებ, სა­კუ­თა­რი ფუ­ლით იყი­და?

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ რი­გით მო­ქა­ლა­ქეს რა შე­ღა­ვა­თი ამით, რამე უკე­თე­სო­ბა იგ­რძნო მისი მოს­ვლის შემ­დეგ?.. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი რე­გი­ო­ნის შე­მოვ­ლამ მო­მი­წია და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. იმე­დია, ახლა მა­ინც გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ მგე­ლი შე­ჭამს თუ მგლის­ფე­რი ტურა, ეს მათ­თვის შე­ღა­ვა­თი არ იქ­ნე­ბა. გაჰ­კი­ოდ­ნენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ნაც­ნო­ბო­ბით ინიშ­ნე­ბო­და ხალ­ხიო და ახლა რომ გა­და­ხე­დოთ, ყვე­ლა სფე­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მათი ნა­თე­სა­ვე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამ ბოლო ხა­ნებ­ში ნე­პო­ტიზ­მის იმ­დე­ნი მა­გა­ლი­თი გა­მოვ­ლინ­და, მგო­ნი, ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი სა­ახ­ლობ­ლოს ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გახ­და.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სან­დო­ო­ბას თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით სა­ზღვრავს...

- სა­ო­ცა­რია პირ­და­პირ, რაღა სულ მის ნა­თე­სა­ვებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ სა­ი­მე­დო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი. თუ მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ნა­თე­სა­ვო­ში და­ი­ბად­ნენ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­ღაც სას­წა­ულ მოვ­ლე­ნას­თან გვქო­ნია საქ­მე. რა­ტომ, რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი აქვთ?.. სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ასე, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს მხო­ლოდ სა­ნა­თე­სა­ვო­სა და პარ­ტი­ა­ში არ­ჩევ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფოა თუ კერ­ძო კორ­პო­რა­ცია? იქაც არის გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ასე აკე­თებ­და და მაშ, რით სჯო­ბი­ან ესე­ნი იმათ. პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლიც ერ­თნა­ი­რი აქვთ. ისე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მა­შინ ივა­ნიშ­ვილს ერთი ქარ­ხა­ნა მა­ინც გა­ეხ­სნა, ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას საჩ­ვე­ნებ­ლად მა­ინც გა­მო­ად­გე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­ვალ, ასეთ ქარ­ხნებს ავა­შე­ნე­ბო...

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ახლა თქვენ და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" ოპო­ზი­ცი­ა­ში ხართ. ეს უჩ­ვე­უ­ლო არ არის თქვენ­თვის?

- არა, ჩვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ნუ გვა­და­რებთ. მათი ლი­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გი ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისი­ნი ელა­ზღან­და­რე­ბი­ან კი­დეც ერ­თმა­ნეთს და ამას მოწ­მობს პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი. ჩვენ, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია ვართ. მათ კო­ა­ბი­ტა­ცია კი არ აქვთ, შე­უღ­ლე­ბუ­ლი არი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ნა­ხა­ვად, შე­იძ­ლე­ბა, მწა­რე სი­ტყვე­ბიც უთხრან ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თლა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი არი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად კო­ა­ბი­ტა­ცი­ო­ბენ. ახლა ორ­თა­ვი­ან გვე­ლე­შა­პთან გვაქვს საქ­მე და წინ დიდი ბრძო­ლე­ბი გვე­ლის.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი გუგავა: "ჭორვილაში ივანიშვილის პინგვინი უფრო უზრუნველად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი..."

გიორგი გუგავა: "ჭორვილაში ივანიშვილის პინგვინი უფრო უზრუნველად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი..."

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ახალი ძალებითა და შემცირებული რაოდენობით ემზადებიან, რადგან არჩევნების შემდეგ განვლილმა ასმა დღემ აჩვენა, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა... თუ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ოფისში მიაკითხავთ, შეიძლება გაგიმართლოთ და გაღიმებული "ლეიბორისტიც" კი ნახოთ. მე გამიმართლა, - "სხვებისგან განსხვავებით, რაც უნდა საავდრო ღურბლები ირეოდეს ჩვენს თავზე, არც მასპინძლობა გვეშლება და არც საუბარი," - მითხრა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

- ბატონო გიორგი, რამდენიმე წამყვანმა "ლეიბორისტმა" და პარტიის დამრტყმელმა ძალამ დატოვა პარტიის რიგები. პარტია ხომ არ იშლება?

- არა, რას ამბობთ, ფუი ეშმაკს... საბედნიეროდ, ეს საფრთხე მაინც არ ემუქრება საქართველოს. თუმცა ამ თემაზე ძალიან მიჭირს ლაპარაკი. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ, ზოგადად ასეთ გადაწყვეტილებებს ადამიანები ერთ დღეში არ იღებენ. ეტყობა, მათ ღირებულებები გადააფასეს და ასე მოქცევა არჩიეს. როგორც გავიგე, ახალი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებენ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ, გულწრფელად ვწუხვარ.

- როგორ შეხვდა მათ გადაწყვეტილებას ბატონი შალვა?

- როგორ გითხრათ, სიამოვნებით არ შეხვედრია. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველანაირად შეეცდებოდა "ლეიბორისტების" გაუვნებელყოფასა და მეხამრიდად გამოყენებას. დიახ, ჩვენი რიგები შემცირდა, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ...

- საზოგადოებაში ითქვა, რომ ლეიბორისტულ პარტიას წინა ხელისუფლება აფინანსებდა და მათი პაუზა პოლიტიკური ცვლილებით იყო განპირობებული...

- დიახ, ვიცი, ავყია ენები რომ იტყოდნენ. ბედი გვაქვს ასეთი და აპრობირებული მეთოდიც არის, რომ ყველაზე ოპოზიციურ, ჭეშმარიტად ოპოზიციურ პარტიას საზიზღარი ტყუილი დააბრალო.

როდესაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა, მაშინაც ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, გამოდის, შევარდნაძე გვაფინანსებდა?.. ჩვენ ნათლად დავინახეთ ყველაფერი და ვიწყებთ ბრძოლას ახალი შემართებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დამრტყმელი ძალის გარეშე. ისე კი, ამ ხნის განმავლობაში იმ გუნდთან ერთად ბევრი წინააღმდეგობა გამოვიარეთ და მათი წასვლის შემდეგ ცეკვა-თამაშის ხასიათზე ნამდვილად არ ვართ, მაგრამ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებთ. რაც შეეხება პარტიასა და მის ლიდერს, ჩვენ ძველი შემართებითა და ენერგიით, ჩვენთვის ჩვეული ბრძოლისუნარიანობით ვაგრძელებთ მუშაობას.

რაც შეეხება კოაბიტირებულ სააკაშვილსა და ივანიშვილს, რომლებიც ახლა გაორმაგებული ძალებით გვებრძვიან, მივმართავ, რომ ჩვენი დამარცხება არ გამოუვათ... ისინი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც წყლის ორი წვეთი. მართვის სტილიდან დაწყებული, ყველაფრით ზედმიწევნით ჰგვანან ერთმანეთს. განსხვავება მხოლოდ ერთია, სააკაშვილი უფრო მოსხლეტით იტყუება, ივანიშვილს კი სიტყვებისთვის თავის მოყრა უჭირს. ტყუილისთვის კი არა, სიტყვებისთვის... ორივე ცდილობს, პოლიტიკური რეჟიმი ანტიეროვნული ქმედებებით ჩამოაყალიბოს. ამ ფონზე კი ჩვენ, ერთადერთ და ნამდვილ ოპოზიციას, რა უფლება გვაქვს, პოლიტიკური არენა დავტოვოთ?.. მით უმეტეს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა, რომ ოცნება მირაჟად გადაიქცა და იმ ქვაბიდან, საიდანაც სასწაულის ამოსვლას მოველოდით, ოხშივარი ამოვიდა. ხელისუფლების დამტკიცებიდან ასი დღის შემდეგ შიშველ რეალობას შევეჯახეთ, რომელიც ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოგვედგინა.

- რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას? ყოველდღე გვესმის, რომ ფასები იკლებს, საწვავი და პური გაიაფდა...

- ვინმემ იგრძნო ეს გაიაფება საკუთარ მხრებზე?.. თქვენ ალბათ ხუმრობთ. ივანიშვილის რამდენიმე ანეკდოტი მოვისმინე და მინდა გითხრათ, რომ იუმორზე ბევრად უკეთესი წარმოდგენა მაქვს... საწვავზე 5 თეთრი სააკაშვილის დროსაც იკლებდა და მათი გათვლებით, 1,50-1,60 უნდა გამხდარიყო ბენზინის ფასი. აქედან დასკვნა, ჭორვილაში ბატონი ივანიშვილის პინგვინი უფრო კომფორტულად და უზრუნველად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის 600 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა და მათი რიგები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება... ასე რომ, თუ არ ჩავთვლით პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე განხორციელებულ დაკავებებს, არაფერი შეცვლილა. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. რეალურად მხოლოდ ფასადური ცვლილება განხორციელდა, თორემ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ხელისუფლების შეცვლიდან მოკლე ხანში ვნახეთ დაკავებების სერია, რომელმაც ბავშვების თამაში მომაგონა. როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წევრები ოპოზიციაში იყვნენ, ბაჩო ახალაიას ისეთ ბრალდებებს უყენებდნენ, თმა ყალყზე დაუდგებოდა ადამიანს და იმიტომ დააკავეს, რომ ერთ ჯარისკაცს დასასჯელად "ატჟიმანიები" გააკეთებინა, ხოლო მეორეს თავში დანის ტარი ჩაარტყა. ასეთი ბრალდებები ამ ხელისუფლების მხრიდან ერთადერთ მიზანს, წინა რეჟიმის "გაპრავებას" ემსახურება. მათ რომ ნამუსის ძარღვი არ ჰქონდეთ გაწყვეტილი, უნდა რცხვენოდეთ, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, ყველა ამქვეყნიური და იმქვეყნიური უბედურების სათავე ახალაია იყო და ეს ყველაფერი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად გამოიყენეს. მე იმ ხელისუფლებას კი არ ვიცავ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ახლა ისეთი სისულელის გამო სჯიან, ღიმილის მომგვრელია... რას ეუბნებიან ამით საზოგადოებას, არც ისეთი ურჩხულები ყოფილან, როგორც წარმოგვედგინაო?.. ოქრუაშვილს თავის დროზე ხმაშეწყობილად ეძახდნენ კაციჭამიას, ახლა ამბობენ, რომ რეჟიმის მსხვერპლი იყო? ვინ შექმნა ის რეჟიმი, ოქრუაშვილი არ იყო იმ დიქტატურის შექმნის თანამონაწილე? რას ნიშნავს ეს, მაშინ გატყუებდით და ახლა გავიგეთ, რომ დამნაშავე არ ყოფილაო?.. ქართველი საზოგადოება ან ტყუვდება, ან თავს იტყუებს.

- თქვენ რომლის გჯერათ?

- რა გითხრათ, ჩვენს ხალხს 2003 წელსაც ეგონა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ცა გაიხსნებოდა და ციური მანანები გადმოცვივდებოდა, მაგრამ მივიღეთ რეჟიმი. ახლაც იგივე მოხდება. ასე რომ არ მომხდარიყო, ამისთვის რეალური ცვლილებები იყო საჭირო, ზღაპრების შეთხზვით კი არა, წინა ხელისუფლების სამართლებრივი შეფასებით უნდა დაწყებულიყო ყველაფერი, რათა ერთხელ მაინც შექმნილიყო პრეცედენტი. რატომ არ დადგა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი? მხოლოდ ამის შემდეგ დავიჯერებდით, რომ ივანიშვილი სააკაშვილის გაგრძელება არ არის... როდემდე უნდა კვებონ საზოგადოება "გულწრფელის" გულწრფელი გამოსვლებითა და მიმართვებით. ან სად არის გულწრფელობა, როდესაც მოსახლეობას სამოთხეს ჰპირდები და პოლიტიკურ მოღვაწეობას პირადი ანგარიშსწორებით იწყებ.

მხოლოდ ის ადამიანები დასაჯეს, რომლებიც თავის დროზე "ქართუ ბანკს" პრობლემებს უქმნიდნენ. მაშ, რა განსხვავებაა სააკაშვილის რეჟიმსა და ამ ხელისუფლებას შორის?!. სამართალი ამ შემთხვევაშიც გაბატონებული კლასის ინტერესებს ემსახურება. თუ ვცდები, კი ბატონო, დამარწმუნოს ვინმემ... ჰკითხეთ ნებისმიერ გამვლელს ქუჩაში, შეუმსუბუქდაG თუ არა სოციალური ცხოვრება. ზუსტად ისე გამოუვიდათ, გამოთქმა რომ არის, ბევრი ვეცადე თქვენთვისო, ძლივს გავახერხე ჩემთვისო. თვეში ორჯერ, ამ "დაუღალავი" მუშაობის შემდეგ, პრემიები გამოიწერა ყველამ, კითხვა "როგორი" რომ დაესმის, იმ გვარის კაცის თამადობით... რამდენ ხანს გაჰკიოდნენ, სააკაშვილს პირადი თვითმფრინავი ჩამოვართვითო, კი ბატონო, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ სამართლიანია, ივანიშვილმა თავისთვის უკეთესი რომ იყიდა?

- იქნებ, საკუთარი ფულით იყიდა?

- კი ბატონო, მაგრამ რიგით მოქალაქეს რა შეღავათი ამით, რამე უკეთესობა იგრძნო მისი მოსვლის შემდეგ?.. არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი რეგიონის შემოვლამ მომიწია და უამრავი ადამიანის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. იმედია, ახლა მაინც გაიგებს საზოგადოება, რომ მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ტურა, ეს მათთვის შეღავათი არ იქნება. გაჰკიოდნენ, სააკაშვილის დროს ნაცნობობით ინიშნებოდა ხალხიო და ახლა რომ გადახედოთ, ყველა სფეროს ხელმძღვანელობა მათი ნათესავებით არის დაკომპლექტებული. ამ ბოლო ხანებში ნეპოტიზმის იმდენი მაგალითი გამოვლინდა, მგონი, ივანიშვილისა და მისი საახლობლოს ყველა ნათესავი მაღალჩინოსანი გახდა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი სანდოობას თავისი კრიტერიუმებით საზღვრავს...

- საოცარია პირდაპირ, რაღა სულ მის ნათესავებში შეიკრიბნენ საიმედო, პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები. თუ მხოლოდ ივანიშვილის სანათესავოში დაიბადნენ სახელმწიფო მოხელის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რაღაც სასწაულ მოვლენასთან გვქონია საქმე. რატომ, რამე განსაკუთრებული გენეტიკური კოდი აქვთ?.. სად, რომელ ქვეყანაში ხდება ასე, რომ საჯარო მოხელეს მხოლოდ სანათესავოსა და პარტიაში არჩევდნენ, სახელმწიფოა თუ კერძო კორპორაცია? იქაც არის გარკვეული სტანდარტები. წინა ხელისუფლებაც ასე აკეთებდა და მაშ, რით სჯობიან ესენი იმათ. პოლიტიკური წარსულიც ერთნაირი აქვთ. ისე, კარგი იქნებოდა, მაშინ ივანიშვილს ერთი ქარხანა მაინც გაეხსნა, ოპოზიციაში ყოფნისას საჩვენებლად მაინც გამოადგებოდა, ხელისუფლებაში რომ მოვალ, ასეთ ქარხნებს ავაშენებო...

- ბატონო გიორგი, ახლა თქვენ და "ნაციონალებიც" ოპოზიციაში ხართ. ეს უჩვეულო არ არის თქვენთვის?

- არა, ჩვენ "ნაციონალებს" ნუ გვადარებთ. მათი ლიდერების რეიტინგი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ისინი ელაზღანდარებიან კიდეც ერთმანეთს და ამას მოწმობს პატრიარქთან შეხვედრის ცნობილი კადრები. ჩვენ, მათგან განსხვავებით, ნამდვილი ოპოზიცია ვართ. მათ კოაბიტაცია კი არ აქვთ, შეუღლებული არიან. საზოგადოების დასანახავად, შეიძლება, მწარე სიტყვებიც უთხრან ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა დაპირისპირებული არიან, სინამდვილეში შეხმატკბილებულად კოაბიტაციობენ. ახლა ორთავიან გველეშაპთან გვაქვს საქმე და წინ დიდი ბრძოლები გველის.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა