სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"
კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"

ნიუ-იორკში ფილმ "გვერ­დი­თი ეფექ­ტის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი თრი­ლე­რი გვი­ამ­ბობს ქა­ლის ამ­ბავს, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, რო­გორც კი ექიმ­მა ახა­ლი აბე­ბი გა­მო­უ­წე­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილმში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი რუნი მა­რამ (ის პა­ცი­ენ­ტის როლს ას­რუ­ლებს) და ჯუდ ლოუმ (ფსი­ქი­ატ­რი) ითა­მა­შეს, პრე­მი­ე­რა­ზე ყვე­ლა დაჩ­რდი­ლა კეტ­რინ ზეტა-ჯონსმა. პრე­სი­სა და მა­ყუ­რებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბაც უფრო მის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. კეტ­რი­ნი იმ დღეს ბრწყი­ნავ­და. მის ფონ­ზე კი­დევ უფრო ასა­კო­ვა­ნი ჩან­და მისი მე­უღ­ლე - უკვე ხან­დაზ­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­იკლ დუ­გ­ლა­სი.

კეტ­რინს ბრწყინ­ვა­ლე სა­ღა­მოს კაბა ეცვა, თმა გა­ე­შა­ლა. 43 წლის მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი 68 წლის მე­უღ­ლის გვერ­დით უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. ცოტა ხნის წინ წყვი­ლი ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დაბ­რუნ­და. გარ­და ამი­სა, მათ ცხოვ­რე­ბა­ში მძი­მე პე­რი­ო­დიც რა ხა­ნია დას­რულ­და - მა­იკლმა შეძ­ლო ყე­ლის სიმ­სივ­ნის და­მარ­ცხე­ბა, კეტ­რინ­მა კი დაძ­ლია დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც ქმრის ავად­მყო­ფო­ბის გამო და­ე­მარ­თა.

- ჩვენ ეს გა­მოც­დე­ბი სა­გან­გე­ბოდ გვეძ­ლე­ვა, რომ გა­ვი­ა­როთ, გა­ვუძ­ლოთ, დავძლი­ოთ და უფრო გავძლი­ერ­დეთ. ჩვენ არა მხო­ლოდ ის წყვი­ლი ვართ, რო­მელ­მაც ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­ი­ა­რა, ჩვენ ვართ წყვი­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლაფ­რი­დან გაკ­ვე­თი­ლი გა­მო­ი­ტა­ნა და კი­დევ უფრო მყა­რი და ბრძე­ნი გახ­და, - უთხრა კეტ­რინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, - ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა. ჩვენ ვცხოვ­რობთ და სი­ცო­ცხლით ვტკბე­ბით.

Los Angeles Times

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"

კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"

ნიუ-იორკში ფილმ "გვერდითი ეფექტის" პრემიერა გაიმართა. ფსიქოანალიტიკური თრილერი გვიამბობს ქალის ამბავს, რომლის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როგორც კი ექიმმა ახალი აბები გამოუწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მთავარი როლები რუნი მარამ (ის პაციენტის როლს ასრულებს) და ჯუდ ლოუმ (ფსიქიატრი) ითამაშეს, პრემიერაზე ყველა დაჩრდილა კეტრინ ზეტა-ჯონსმა. პრესისა და მაყურებლების ყურადღებაც უფრო მისკენ იყო მიმართული. კეტრინი იმ დღეს ბრწყინავდა. მის ფონზე კიდევ უფრო ასაკოვანი ჩანდა მისი მეუღლე - უკვე ხანდაზმული მსახიობი მაიკლ დუგლასი.

კეტრინს ბრწყინვალე საღამოს კაბა ეცვა, თმა გაეშალა. 43 წლის მსახიობი თავისი 68 წლის მეუღლის გვერდით უზომოდ ბედნიერი ჩანდა. ცოტა ხნის წინ წყვილი ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდიც რა ხანია დასრულდა - მაიკლმა შეძლო ყელის სიმსივნის დამარცხება, კეტრინმა კი დაძლია დეპრესია, რომელიც ქმრის ავადმყოფობის გამო დაემართა.

- ჩვენ ეს გამოცდები საგანგებოდ გვეძლევა, რომ გავიაროთ, გავუძლოთ, დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ არა მხოლოდ ის წყვილი ვართ, რომელმაც ბევრი სირთულე გაიარა, ჩვენ ვართ წყვილი, რომელმაც ყველაფრიდან გაკვეთილი გამოიტანა და კიდევ უფრო მყარი და ბრძენი გახდა, - უთხრა კეტრინმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დროს, - ყველაფერი შესანიშნავადაა. ჩვენ ვცხოვრობთ და სიცოცხლით ვტკბებით.

Los Angeles Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება