კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან
როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

გა­ზა­ფხუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სე­ზო­ნია, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ალერ­გი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ­ტი­ურ­დე­ბა. რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ალერ­გი­უ­ლი ფონი, კი­თხვებს ალერ­გო­ლო­გი და­ვით თე­ლია პა­სუ­ხობს.

ქეთი ანა­ნი­ძე:

ბავ­შვო­ბი­დან მაქვს ალერ­გია, (ცხო­ვე­ლის ბეწ­ვზე და ფრინ­ვე­ლის ბუმ­ბულ­ზე), ძა­ლი­ან ბევ­რი ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი წა­მა­ლი მი­ვი­ღე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ, რო­გორ ვიმ­კურ­ნა­ლო.

-ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი, ეს არის ელი­მი­ნა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის რა­დი­კა­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი. უნდა იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ეჭვი, რომ მას აქვს ალერ­გია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის ეპი­დერ­მა­ლურ ალერ­გე­ნებ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გზით. ყო­ველ­თვის უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. თუ ეს და­დას­ტურ­და, მა­შინ რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა პა­ცი­ენტს რომ იყოს ელი­მი­ნი­რე­ბუ­ლი ანუ ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი უნდა იყოს მო­ცი­ლე­ბუ­ლი. არის მე­ო­რე გზა, რომ ჩვენ, ისევ და ისევ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის შემ­დგომ, ჩა­ვი­ტა­როთ ამ ალერ­გე­ნე­ბით იმუ­ნო­თე­რა­პია. უბ­რა­ლო ენით რომ ვთქვათ, ჩა­ვი­ტა­როთ აცრა. აც­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გახ­ლავთ ის რომ პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში ვი­თარ­დე­ბა ტო­ლე­რან­ტო­ბა ანუ ამ­ტა­ნო­ბა ამ ალერ­გე­ნე­ბის მი­მართ და პა­ცი­ენტს შემ­დგომ ეს ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი ეკარ­გე­ბა. არის კი­დევ მე­სა­მე გზა, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თია. ეს არის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ანუ რო­დე­საც პა­ცი­ენტს აქვს გამ­წვა­ვე­ბე­ბი ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მა­ტო­ლო­გი­ის, მა­შინ ჩა­ტარ­დეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა.

ანა­ნო პა­ი­ჭა­ძე:

6 წლის ბავ­შვს აქვს მა­ღა­ლი კლა­სის (6-ზე მეტი) ალერ­გია მტვერ­ზე და შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ( მე3-კლ) ნესტზე. ჩვენ ამ­ჟა­მად გავ­დი­ვართ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. მა­ინ­ტე­რე­სებს არის თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად ( ჩვენ ვცხოვ­რობთ ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში)და რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა მტვე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის 3 წლი­ა­ნი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა ბავ­შვზე. რა უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ აც­რებ­მა.

-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ნა­ი­დან ტე­ნი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია, აქ გან­სა­კუთ­რე­ბიტ მა­ღა­ლია ტკი­პე­ბი­სა და სო­კო­ვან ალერ­გე­ნებ­თან ექ­სპო­ზი­ცია ანუ პა­ცი­ენ­ტის კონ­ტაქ­ტი და ასეთ პა­ცი­ენ­ტებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძა­ლი­ან ხში­რად ემარ­თე­ბათ ზემო და ქვე­მო სა­სუნ­თქი გზე­ბის ალერ­გო­ზე­ბი, მათ შო­რის ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, რი­ნი­ტე­ბი და ა.შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ალერ­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო და არ­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი გახ­ლავთ ალერ­გე­ნის მო­ცი­ლე­ბა, ალერ­გენ­თან კონ­ტაქ­ტის სე­წყვე­ტა. თუ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი ალერ­გე­ნი არის ერთი, ორი და ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. თუ პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია შე­წყვი­ტოს კონ­ტაქ­ტი და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­ა­ლუ­რად, მა­შინ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი გახ­ლავთ ეს. ყვე­ლა­ზე უფრო რენ­ტა­ბე­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტუ­რი. სხვა სემ­თხვე­ვა­ში ისევ და ისევ გახ­ლავთ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ანუ მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა სიმპტო­მუ­რი და მე­ო­რე ისევ და ისევ აც­რე­ბი. აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ანუ იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა ასე­ვე ეფექ­ტუ­რია.

გია პა­ი­ჭა­ძე:

ჩემს 16 წლის ქა­ლიშ­ვილს აქვს ალერ­გია მტვერ­ზე, შე­საძ­ლე­ბა­ლია თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა ისე, რომ ამ ტან­ჯვის­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­თავ­სი­უფ­ლდეს? რო­გორ მოვხდეთ თქვენ­თან კონსლუ­ტა­ცი­ა­ზე?

-ჩვე­ნი ცენ­ტრი გახ­ლავთ ალერ­გო­ლო­გი­ი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცენ­ტრი. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი სამ­კურ­ნა­ლო კომ­ბი­ნა­ტის შე­ნო­ბა­ში. ეს გახ­ლავთ შ.პ.ს დეკა. ალერ­გია გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში არ ინ­კურ­ნე­ბა, მაგ­რამ ალერ­გი­ას­თან შე­იზ­ლე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მისი მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა. ამა­ვე დროს უნდა ით­ქვას, რომ არის ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სპონ­ტა­ნუ­რად ინ­კურ­ნე­ბა. ანუ თა­ვის­თა­ვად ინ­კურ­ნე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ასაკ­ში.

ქეთი კა­პა­ნა­ძე:

ბავ­შვო­ბი­დან ალერ­გი­უ­ლი ვარ: მტვერ­ზე, მცე­ნა­რე­ებ­ზე (პო­მიდვ­რის ნერ­გე­ბი, გოგ­რას ფოთ­ლე­ბი, გვი­რი­ლა ყვა­ვი­ლი), ნესტზე, ცხო­ვე­ლის ბეწ­ვზე და ფრინ­ვე­ლის ბუმ­ბულ­ზე, კა­რად­ში შე­ნა­ხუ­ლი ტან­საც­მლის გა­მო­რე­ბა­ზეც კი, ასე­ვე საბ­ნის (რო­დე­საც "ლო­გი­ონს" ვამ­ზე­უ­რებ). წლე­ბია სხვადსხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვცდი­ლობ ამ ალერ­გი­ის და­მარ­ცხბას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. მირ­ჩი­ეთ ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი (ოღონდ ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვარ, სა­შუ­ა­ლო ფი­ნან­სე­ბით თუ არ­სე­ბობს შან­სი რომ გან­ვი­კურ­ნო).

-გოგ­რის ფო­თოლ­თან და პო­მიდვ­რის ნერ­გებ­თან პა­ცი­ენ­ტის შე­ხე­ბის აღ­კვე­თა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია. არის ალერ­გე­ნე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა­ნაც პა­ცი­ენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ცალ­სა­ხად გა­წყვი­ტოს კონ­ტაქ­ტი. ეს არის ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი და ა.შ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბიტ გა­ცი­ლე­ბიტ უფრო ად­ვი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ოთა­ხის მტვერს, ის რა­ზეც არის მტვე­რი და რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ოთა­ხის მტვე­რი და მათ შო­რის ოთა­ხის მტვრის ტკი­პა მას­თან უნდა მოხ­დეს იზო­ლი­რე­ბა. სახ­ლში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ღია წიგ­ნის კა­რა­დე­ბი, სა­დაც წიგ­ნე­ბია. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სახ­ლში სა­რე­ცხის გაშ­რო­ბა, რაც ტე­ნი­ა­ნო­ბას საკ­მა­ოდ მაღ­ლა წევს. ონ­კა­ნე­ბი უნდა იყოს შე­კე­თე­ბუ­ლი, ესეც მაღ­ლა წევს ტე­ნი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტი , რო­მე­ლიც ტე­ნი­ა­ნო­ბას ზო­მავს. კი­დევ უფრო კარ­გია როცა ტე­ნი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის აპა­რა­ტი გვაქვს სახ­ლში. ანუ 50 პრო­ცენტზე დაბ­ლა ტე­ნი­ა­ნო­ბის ჩა­მო­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ოთა­ხის მტვრის ტკი­პე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იღუ­პე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ექ­სპო­ზი­ცია ამ ალერ­გე­ნებ­თან უფრო ნაკ­ლე­ბია. რო­გორც ვხე­დავთ, თით­ქოს ად­ვი­ლია ყვე­ლაფ­რის ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­ას­რუ­ლოს და ამით შე­იზ­ლე­ბა მი­ნი­მუ­მა­დე მოხ­დეს ალერ­გენ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა. თუ პა­ცი­ენ­ტი გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუ პა­ცი­ენტს აქვს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შე­ტე­ვე­ბი და ა.შ. მა­შინ რა საკ­ვირ­ვე­ლია, მან სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მი­მარ­თოს, ვი­ნა­ი­დან თვით­მკურ­ნა­ლო­ბით ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­ლო­მე ქავ­თა­რა­ძე:

მაქვს ალერ­გია წლის ნე­ბის­მი­ერ დროს. დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბისთნა­ვე ცე­მი­ნე­ბა მე­წყე­ბა და რამ­დე­ნი­მე წუთს გრძელ­დე­ბა, ასე­ვე მაქვს თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი და წვა. ეს ალერ­გია გა­ზა­ფხულ­ზე უფრო მძი­მე სა­ხეს იღებს, სა­ხის ქა­ვი­ლიც ემა­ტე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს.. მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ალერ­გია მხო­ლოდ და­სავ­ლეთ­ში მაქვს, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არც ერთი სიმპტო­მი არ აღ­მე­ნიშ­ნე­ბა... გთხოვთ მი­პა­სუ­ხოთ, არის თუ არა ეს გან­კურ­ნე­ბა­დი და სად შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა?

-ვი­ნა­ი­დან პა­ცი­ენ­ტი ვერ აკონ­კრე­ტებს, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბიტ ვერ აფიქ­სი­რებს კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ალერ­გენ­ზეა ეს გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, სიმპტო­მა­ტი­კა, ალ­ბათ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია რომ ჩა­ტარ­დეს ერთხელ მა­ინც ანა­ლი­ზი, რომ ჩვენ ზუს­ტად და­ვად­გი­ნოთ პა­ცი­ენტს რის მი­მართ აქვს ალერ­გია. იმი­ტომ რომ ეს ალერ­გე­ნე­ბი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ არის უხი­ლა­ვი. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ ხში­რად პა­ცი­ენ­ტმა და­ა­ფიქ­სი­როს რა­ზეა. მაგ­რამ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ალერ­გია არის ხოლ­მე ერთ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ალერ­გენ­ზე. თუ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ პა­ცი­ენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ რო­მელ კონ­კრე­ტულ ალერ­გენ­ზე აქვს მას ეს გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, მა­შინ უფრო ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს პა­ცი­ენტს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ მო­ი­ცი­ლოს, რო­გორ იმ­კურ­ნა­ლოს და ა.შ. არ არის კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო, რომ ეს არის არა­სე­ზო­ნუ­რი ალერ­გია, ანუ მთე­ლი წლის მან­ძილ­ზეა. რო­დე­საც მთე­ლი წლის მან­ძილ­ზეა ალერ­გია, მა­შინ მცე­ნა­რის მტვე­რი ნაკ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად მისი სპონ­ტა­ნუ­რი გან­კურ­ნე­ბის პროგ­ნო­ზი უფრო არა­კე­თილ­სა­ი­მე­დოა.

მკი­თხვე­ლი ნანა:

სა­ლო­მეს მსგავ­სად მეც იგი­ვე პრობ­ლე­მა მაქვს. ცე­მი­ნე­ბა, ცრემ­ლდე­ნა, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი. 18 წელი ვცხოვ­რობ­დი და­სავ­ლეთ­ში. წე­ლი­წა­დის რო­მელ დრო­საც არ უნდა ჩა­ვი­დე, იგი­ვე პრობ­ლე­მა მაქვს. მირ­ჩი­ეთ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი.

-ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს ცოტა უფრო მარ­ტი­ვად არის საქ­მე, ვი­ნა­ი­დან ალერ­გი­უ­ლი პრო­ცე­სი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია და მო­ი­ცავს ზემო სა­სუნ­თქ გზებს. ეს არის თვა­ლე­ბი, ცხვი­რი, პი­რის ღრუ და ა.შ. ამას ეძა­ხი­ან ე.წ. ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის ალერ­გო­ზებს. ანუ ეს არის ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, კო­ნუქ­ტი­ვი­ტი და ა.შ. თუ ეს ისევ და ისევ არა­სე­ზო­ნუ­რია და მუდ­მი­ვად მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ეს არის ისევ და ისევ ტკი­პე­ბი და შიდა გა­რე­მოს ალერ­გე­ნე­ბი. თუ პა­ცი­ენტს ემარ­თე­ბა დი­ლა­ო­ბით, ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ ეს იყოს ტკი­პის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ალერ­გია. თუმ­ცა ამა­ვე დროს შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სა­წო­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­ნიშ­ნოთ მას სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც რო­გორც პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ასე­ვე გამ­წვა­ვე­ბის დროს შე­იზ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­ცი­ლე­ბიტ უფრო უკე­თე­სი ეფექ­ტე­ბი არის ხოლ­მე, ვიდ­რე ბრონ­ქუ­ლი ას­თმის დროს.

ეკა კვა­ჭა­ძე:

დი­ლა­ო­ბით მაქვს უჰა­ე­რო­ბის შე­ტე­ვე­ბი. სა­ნამ ჰის­ტა­მი­ნურ წა­მალს არ მი­ვი­ღებ მა­ნამ ვერ ვწყნარ­დე­ბი. ადრე მსგავ­სი არა­ფე­რი მქო­ნია. ვარ 36 წლის. 4 თვეა ვმუ­შა­ობ ბავ­შვთა ცენ­ტრში და შე­საზ­ლე­ბა­ლი, თუ არა ეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს მტვერს?

-თუ პა­ცი­ენტს აქვს, სულ­ხუთ­ვა მა­შინ მან რა­საკ­ვირ­ვე­ლია უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ჩა­სა­სუნ­თქი პრე­პა­რა­ტი. ეს გახ­ლავთ ე.წ. ბრონ­ქო­დი­ლე­ტა­ტო­რე­ბი, რო­მელ­საც ას­თმი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი ხმა­რო­ბენ. ეს პრე­პა­რა­ტი უნდა ჩა­ი­სუნ­თქოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით და და­ა­ფიქ­სი­როს ამ პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა. თუ ამ პრე­პა­რატ­მა ეს ქო­ში­ნი ცალ­სა­ხად მოხ­სნა, მა­შა­სა­და­მე რა­საკ­ვირ­ვე­ლია ეს არის ბრონ­ქუ­ლი ას­თმა. თუ პა­ცი­ენტს უხ­სნის ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტი ამ ქო­შინს აქ შე­იძ­ლე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძა­ლი­ან და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით რომ ეს იყოს ალერ­გი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი ხსნი­დეს. ასე­ვე უფრო დიდი ვა­რა­უ­დით შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ისევ და ისევ ე.წ. ნევ­რო­ზუ­ლი ტი­პის ქო­ში­ნი.

ნინა მეტ­რე­ვე­ლი:

ორი თვის წინ ვი­ყა­ვი თქვენ­თან, დი­აგ­ნო­ზი: ალერ­გი­უ­ლი დერ­მა­ტი­ტი-მკურნ­ლო­ბა და­მი­ნიშ­ნეთ 10 დღი­ა­ნი. წამ­ლე­ბი მი­ვი­ღე, დი­ე­ტას არას­რუ­ლად ვი­ცავ, არ გა­მი­ა­რა ხე­ლის თი­თებ­ზე გა­მო­ნა­ყარ­მა და ფხა­ნამ, რო­გორ მო­ვიქ­ცე?

-ქალ­ბა­ტონ­მა უნდა და­იც­ვას ორ­კვი­რი­ა­ნი, უმ­ჯო­ბე­სია სამ­კვი­რი­ა­ნი ელი­მი­ნა­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ანუ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ზღუ­დოს კონ­ტაქ­ტი. სხვა­თა­შო­რის ძა­ლი­ან ხში­რად ხელ­თათ­მა­ნებ­ზეც არის ხოლ­მე. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად ხელ­თათ­მა­ნებს იკე­თე­ბენ, რე­ზი­ნის, ე.წ. ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნებს და თვი­თონ ხელ­თათ­მა­ნი იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ხში­რად. ლა­ტექ­სის ალერ­გია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი ალერ­გი­აა კონ­ტაქ­ტურ ალერ­გი­ებს შო­რის და ამი­ტომ ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნის ჩაც­მის წინ სა­ჭი­როა ადა­მი­ან­მა ჩა­იც­ვას ქსო­ვი­ლის ხელ­თათ­მა­ნი, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ასე ვთქვათ კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტი. კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტის დროს პირ­ვე­ლი ეტა­პი გახ­ლავთ სა­ეჭ­ვო ნივ­თი­ე­რე­ბას­თან ანუ სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბას­თან კონ­ტაქ­ტის შე­წყვე­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვად ინიშ­ნე­ბა მა­ლა­მო­ე­ბი, ე.წ. სტე­რო­ი­დუ­ლი მა­ლა­მო­ე­ბი. თუ ხელ­ზე არის სიმ­შრა­ლე მან მუდ­მი­ვად უნდა და­ი­ტე­ნი­ა­ნოს ხელი. სიმ­შრა­ლე, კა­ნის მუდ­მი­ვი სიმ­შრა­ლე კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ხოლ­მე სი­ტუ­ა­ცი­ას. ყო­ვე­ლი ხე­ლის დას­ვე­ლე­ბის შემ­დეგ, 2-3 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­იმ­შრა­ლოს ხელი სწრა­ფად და შემ­დგომ წა­ის­ვას რო­მე­ლი­მე და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზე­ი­თუ­ნის ზე­თიც იყოს, კარ­გი ხა­რის­ხის ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვა­ზე­ლი­ნი.

შო­რე­ნა ბე­რი­ძე:

მე ალერ­გი­ის უც­ნა­უ­რი ფორ­მა მაქვს, მა­ცე­მი­ნებს კლი­მა­ტის შეც­ვლა­ზე, დი­ლით, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე. ასე­ვე ცივ ჰა­ერ­ზე და პი­რი­ქით ცხე­ლი ჰა­ე­რის შე­სუნ­თქვის­თა­ნა­ვე მე­წყე­ბა ცე­მი­ნე­ბა,იგი­ვე მე­მარ­თე­ბა მტვერ­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გად­მო­ვე­დი ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და მას შემ­დეგ და­მე­მარ­თა.ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ცე­მი­ნე­ბა ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ნერ­ვებ­ზე. თუ შე­გიძ­ლი­ათ მირ­ჩი­ეთ რამე.

-პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ვარ­კვი­ოთ რა ტი­პის ბი­ნა­ში გად­მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი და რო­გო­რი გა­რე­მოა ამ ბი­ნა­ში. ვი­ნა­ი­დან თბი­ლის­ში გა­ცი­ლე­ბიტ ნაკ­ლე­ბია ტე­ნი­ა­ნო­ბა , შე­საძ­ლოა ამ ბი­ნა­ში იყოს კონ­კრე­ტუ­ლი ალერ­გე­ნი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს აძ­ლევს ალერ­გი­ას. ეს უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა უნდა ვე­ძე­ბოთ სა­ძი­ნე­ბელ­ში, ლო­გინ­ში და სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში და შემ­დგომ სხვა გა­რე­მო­ში. ეს ერთი, ეს ცალ­სა­ხად ასე უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, პა­ცი­ენ­ტმა ალ­ბათ ერთხელ მა­ინც უნდა მი­მარ­თოს ექიმს, რომ ასე ვთქვათ შე­მოწ­მდეს მისი ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბი, კერ­ძოდ კი ჰა­ი­მო­რის და შუბ­ლის წი­ა­ღე­ბი. ძა­ლი­ან ხში­რად ასეთ ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ხში­რად ემარ­თე­ბათ ასე­თი სიმპტო­მე­ბი, აქვთ ხოლ­მე სი­ნუ­სის წი­ა­ღებ­ში რა­ღა­ცა პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო არის ხოლ­მე ხში­რად ღრმა გა­მო­რე­ცხვე­ბის გა­კე­თე­ბა სი­ნუ­სის წი­ა­ღე­ბის და ამის შემ­დეგ ქრე­ბა.

ნა­თია ბაქ­რა­ძე:

მაქვს ალერ­გი­უ­ლი ას­თმა. ასე­ვე ზა­ფხულ­ში მაქვს გა­მო­ნა­ყა­რე­ბი ტან­ზე, ვი­ღებ ან­ტი­ა­ლერ­გი­ულ აბებს, ვი­ყე­ნებ მა­ლა­მო­ებს, მაგ­რამ შე­დე­გი არ არის, გთხოვთ მირ­ჩი­ოთ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი ( სპე­ცი­ა­ლუ­რი აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს)

-თუ პა­ცი­ენტს ტან­ზე აყ­რის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­დან 2-3 სა­ა­თის შემ­დეგ, მა­შინ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით უფრო ხში­რად ამას იწ­ვევს რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი სიძ­ლი­ე­რის არ არის. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს არის თევ­ზი, თხი­ლი, ნი­გო­ზი, არა­ხი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით. ხი­ლი­დან - ციტ­რუ­სი, ბოსტნე­უ­ლი­დან - პო­მი­დო­რი და ა.შ. ამი­ტომ აქაც გა­სარ­კვე­ვია კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ას­თმას, აქ უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და რამ­დე­ნად სწო­რად ღე­ბუ­ლობს პა­ცი­ენ­ტი ან­ტი­ას­თმურ მკურ­ნა­ლო­ბას, ღე­ბუ­ლობს თუ არა ის იმ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ასე ვთქვათ ეფექ­ტუ­რი არის, რო­გო­რი ტექ­ნი­კით ღე­ბუ­ლობს. რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე ხში­რი შეც­დო­მა გახ­ლავთ ამ ან­ტი­ას­თმუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის ტექ­ნი­კუ­რად არას­წო­რი მი­ღე­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბი არ არი­ან კმა­ყო­ფი­ლი ხოლ­მე ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბით. ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი ე.წ ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მუდ­მი­ვი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მი­ღე­ბა არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­მარ­თლე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ას­თმის დროს. ას­თმის დროს მა­ინც პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა ე.წ. სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო პრე­პა­რა­ტებს. ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, ამ პა­ცი­ენ­ტმაც უნდა ჩა­ი­ტა­როს, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბაა რა­ღაც მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, თუ არა­და ერთხელ მა­ინც მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც ასე ვთქვათ, მას ზუსტ მკურ­ნა­ლო­ბის გზამ­კვლევს მის­ცემს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

გაზაფხული წლის ყველაზე რთული სეზონია, რადგან ამ პერიოდში ალერგიები ყველაზე მეტად აქტიურდება. როგორ ავიცილოთ თავიდან ალერგიული ფონი, კითხვებს ალერგოლოგი დავით თელია პასუხობს.

ქეთი ანანიძე:

ბავშვობიდან მაქვს ალერგია, (ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე), ძალიან ბევრი ანტიალერგიული წამალი მივიღე, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ  ვიმკურნალო.

-ორი შესაძლებლობა არსებობს ამ მიმართულებით. პირველი, ეს არის ელიმინაციური მკურნალობა, რომელიც არის რადიკალური და ყველაზე ეფექტური. უნდა იყოს დადასტურებული პაციენტის ეჭვი, რომ მას აქვს ალერგია შინაური ცხოველებისა და ფრინველების ეპიდერმალურ ალერგენებზე ლაბორატორიული გზით. ყოველთვის უნდა გამოირიცხოს სუბიექტური შეხედულებები. თუ ეს დადასტურდა, მაშინ რეკომენდაცია ეძლევა პაციენტს რომ იყოს ელიმინირებული ანუ ცხოველები და ფრინველები უნდა იყოს მოცილებული. არის მეორე გზა, რომ ჩვენ, ისევ და ისევ ჩატარებული სპეციფიკური დიაგნოსტიკის შემდგომ, ჩავიტაროთ ამ ალერგენებით იმუნოთერაპია. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩავიტაროთ აცრა. აცრის დანიშნულება გახლავთ ის რომ პაციენტის ორგანიზმში ვითარდება ტოლერანტობა ანუ ამტანობა ამ ალერგენების მიმართ და პაციენტს შემდგომ ეს ალერგიული სიმპტომები ეკარგება. არის კიდევ მესამე გზა, რომელიც დროებითია. ეს არის სიმპტომური მკურნალობა, ანუ როდესაც პაციენტს აქვს გამწვავებები ალერგიული სიმპტომატოლოგიის, მაშინ ჩატარდეს მედიკამენტებით მკურნალობა.

ანანო პაიჭაძე:

6 წლის ბავშვს აქვს მაღალი კლასის (6-ზე მეტი) ალერგია მტვერზე და შედარებით დაბალი ( მე3-კლ) ნესტზე. ჩვენ ამჟამად გავდივართ მკურნალობის კურსს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდეთ საცხოვრებლად ( ჩვენ ვცხოვრობთ ზღვისპირა ქალაქში)და რამდენად უსაფრთხოა მტვერის საწინააღმდეგო აცრების 3 წლიანი კურსის ჩატარება ბავშვზე. რა უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს ამ აცრებმა.

-დასავლეთ საქართველოში ვინაიდან ტენიანობა მაღალია, აქ განსაკუთრებიტ მაღალია ტკიპებისა და სოკოვან ალერგენებთან ექსპოზიცია ანუ პაციენტის კონტაქტი და ასეთ პაციენტებს, რასაკვირველია ძალიან ხშირად ემართებათ ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის ბრონქული ასთმა, რინიტები და ა.შ. რასაკვირველია ალერგიების მკურნალობის დროს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და არდიკალური მეთოდი გახლავთ ალერგენის მოცილება, ალერგენთან კონტაქტის სეწყვეტა. თუ რასაკვირველია, ასეთი ალერგენი არის ერთი, ორი და ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თუ პაციენტს შეუძლია შეწყვიტოს კონტაქტი და ეს შესაძლებელია რეალურად, მაშინ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი გახლავთ ეს. ყველაზე უფრო რენტაბელური და ყველაზე უფრო ეფექტური. სხვა სემთხვევაში ისევ და ისევ გახლავთ ორი მიმართულება, მედიკამენტებით მკურნალობა ანუ მდგომარეობის შემსუბუქება სიმპტომური და მეორე ისევ და ისევ აცრები. აცრების ჩატარება ანუ იმუნოთერაპიის ჩატარება ასევე ეფექტურია.

გია პაიჭაძე:

ჩემს 16 წლის ქალიშვილს აქვს ალერგია მტვერზე, შესაძლებალია თუ არა მკურნალობა ისე, რომ ამ ტანჯვისგან საბოლოოდ გათავსიუფლდეს? როგორ მოვხდეთ თქვენთან კონსლუტაციაზე?

-ჩვენი ცენტრი გახლავთ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრი. სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული, რომელიც განთავსებულია ყოფილი სამკურნალო კომბინატის შენობაში. ეს გახლავთ შ.პ.ს დეკა. ალერგია გახლავთ დაავადება, რომელიც პრინციპში არ ინკურნება, მაგრამ ალერგიასთან შეიზლება თანაცხოვრება, მისი მართვა შეიძლება. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ არის ალერგიული დაავადებების გარკვეული ნაწილი, რომელიც სპონტანურად ინკურნება. ანუ თავისთავად ინკურნება სქესობრივი მომწიფების ასაკში.

ქეთი კაპანაძე:

ბავშვობიდან ალერგიული ვარ: მტვერზე, მცენარეებზე (პომიდვრის ნერგები, გოგრას ფოთლები, გვირილა ყვავილი),  ნესტზე, ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე, კარადში შენახული ტანსაცმლის გამორებაზეც კი, ასევე საბნის (როდესაც "ლოგიონს" ვამზეურებ). წლებია სხვადსხვა საშუალებებით ვცდილობ ამ ალერგიის დამარცხბას, მაგრამ უშედეგოდ. მირჩიეთ ეფექტური მკურნალობის მეთოდი (ოღონდ ფინანსურ შესაძლებლობებში შეზღუდული ვარ, საშუალო ფინანსებით თუ არსებობს შანსი რომ განვიკურნო).

-გოგრის ფოთოლთან და პომიდვრის ნერგებთან პაციენტის შეხების აღკვეთა შედარებით ადვილია. არის ალერგენების ნაწილი, რომელთანაც პაციენტმა შეიძლება ცალსახად გაწყვიტოს კონტაქტი. ეს არის ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და ა.შ. ამ მიმართულებიტ გაცილებიტ უფრო ადვილია. რაც შეეხება ოთახის მტვერს, ის რაზეც არის მტვერი და რაზეც შეიძლება მოხვდეს ოთახის მტვერი და მათ შორის ოთახის მტვრის ტკიპა მასთან უნდა მოხდეს იზოლირება. სახლში არ არის რეკომენდებული ღია წიგნის კარადები, სადაც წიგნებია. არ არის რეკომენდებული სახლში სარეცხის გაშრობა, რაც ტენიანობას საკმაოდ მაღლა წევს. ონკანები უნდა იყოს შეკეთებული, ესეც მაღლა წევს ტენიანობას. ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, როდესაც პაციენტს აქვს სპეციალური აპარატი , რომელიც ტენიანობას ზომავს. კიდევ უფრო კარგია როცა ტენიანობის რეგულირების აპარატი გვაქვს სახლში. ანუ 50 პროცენტზე დაბლა ტენიანობის ჩამოწევის შემთხვევაში, ოთახის მტვრის ტკიპების ძალიან დიდი რაოდენობა იღუპება და შესაბამისად ექსპოზიცია ამ ალერგენებთან უფრო ნაკლებია. როგორც ვხედავთ, თითქოს ადვილია ყველაფრის ამის გაკეთება, მაგრამ ამავე დროს პაციენტი განსაკუთრებულად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ ყველაფერი ეს შეასრულოს და ამით შეიზლება მინიმუმადე მოხდეს ალერგენთან კონტაქტის დამყარება. თუ პაციენტი გაუსაძლის მდგომარეობაშია, თუ პაციენტს აქვს ძალიან ძლიერი შეტევები და ა.შ. მაშინ რა საკვირველია, მან სპეციალისტს უნდა მიმართოს, ვინაიდან თვითმკურნალობით ასეთი სერიოზული პრობლემების დაძლევა შეუძლებელია.

სალომე ქავთარაძე:

მაქვს ალერგია წლის ნებისმიერ დროს. დილით გაღვიძებისთნავე ცემინება მეწყება და რამდენიმე წუთს გრძელდება, ასევე მაქვს თვალების ქავილი და წვა. ეს ალერგია გაზაფხულზე უფრო მძიმე სახეს იღებს, სახის ქავილიც ემატება ამ ყველაფერს.. მინდა აღვნიშნო რომ ალერგია მხოლოდ დასავლეთში მაქვს, ხოლო აღმოსავლეთში არც ერთი სიმპტომი არ აღმენიშნება... გთხოვთ მიპასუხოთ, არის თუ არა ეს განკურნებადი და სად შეიძლება მკურნალობა?

-ვინაიდან პაციენტი ვერ აკონკრეტებს, თავისი გამოცდილებიტ ვერ აფიქსირებს კონკრეტულად რომელ ალერგენზეა ეს გამოვლინებები, სიმპტომატიკა, ალბათ მიზანშეწონილია რომ ჩატარდეს ერთხელ მაინც ანალიზი, რომ ჩვენ ზუსტად დავადგინოთ პაციენტს რის მიმართ აქვს ალერგია. იმიტომ რომ ეს ალერგენები, როგორც მოგეხსენებათ არის უხილავი. ძალიან რთულია, რომ ხშირად პაციენტმა დააფიქსიროს რაზეა. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ალერგია არის ხოლმე ერთ რომელიმე კონკრეტულ ალერგენზე. თუ პირველი ნაბიჯი გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ პაციენტი დაინტერესდება თუ რომელ კონკრეტულ ალერგენზე აქვს მას ეს გამოვლინებები, მაშინ უფრო ზუსტად შეიძლება მიეცეს პაციენტს რეკომენდაციები, როგორ მოიცილოს, როგორ იმკურნალოს და ა.შ. არ არის კარგი და სასიამოვნო, რომ ეს არის არასეზონური ალერგია, ანუ მთელი წლის მანძილზეა. როდესაც მთელი წლის მანძილზეა ალერგია, მაშინ მცენარის მტვერი ნაკლებად მოიაზრება და შესაბამისად მისი სპონტანური განკურნების პროგნოზი უფრო არაკეთილსაიმედოა.

მკითხველი ნანა:

სალომეს მსგავსად მეც იგივე პრობლემა მაქვს. ცემინება, ცრემლდენა, თვალების ქავილი. 18 წელი ვცხოვრობდი დასავლეთში. წელიწადის რომელ დროსაც არ უნდა ჩავიდე, იგივე პრობლემა მაქვს. მირჩიეთ მკურნალობის მეთოდი.

-ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ცოტა უფრო მარტივად არის საქმე, ვინაიდან ალერგიული პროცესი კონცენტრირებულია და მოიცავს ზემო სასუნთქ გზებს. ეს არის თვალები, ცხვირი, პირის ღრუ და ა.შ. ამას ეძახიან ე.წ. ზემო სასუნთქი გზების ალერგოზებს. ანუ ეს არის ალერგიული რინიტი, კონუქტივიტი და ა.შ. თუ ეს ისევ და ისევ არასეზონურია და მუდმივად მთელი წლის განმავლობაშია, რასაკვირველია ეს არის ისევ და ისევ ტკიპები და შიდა გარემოს ალერგენები. თუ პაციენტს ემართება დილაობით, ასევე ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს იყოს ტკიპის განპირობებული ალერგია. თუმცა ამავე დროს შეიძლება იყოს განპირობებული საწოლი აქსესუარებით. ჩვენ შეიძლება დავუნიშნოთ მას სიმპტომური მკურნალობა მედიკამენტების საშუალებით, რომელიც როგორც პროფილაქტიკული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს ასევე გამწვავების დროს შეიზლება დაინიშნოს მედიკამენტები. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია გაცილებიტ უფრო უკეთესი ეფექტები არის ხოლმე, ვიდრე ბრონქული ასთმის დროს.

ეკა კვაჭაძე:

დილაობით მაქვს უჰაერობის შეტევები. სანამ ჰისტამინურ წამალს არ მივიღებ მანამ ვერ ვწყნარდები. ადრე მსგავსი არაფერი მქონია. ვარ 36 წლის.  4 თვეა ვმუშაობ ბავშვთა ცენტრში და შესაზლებალი, თუ არა ეს უკავშირდებოდეს  მტვერს?

-თუ პაციენტს აქვს, სულხუთვა მაშინ მან რასაკვირველია უნდა გამოიყენოს ჩასასუნთქი პრეპარატი. ეს გახლავთ ე.წ. ბრონქოდილეტატორები, რომელსაც ასთმიანი პაციენტები ხმარობენ. ეს პრეპარატი უნდა ჩაისუნთქოს შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით და დააფიქსიროს ამ პრეპარატის ეფექტურობა. თუ ამ პრეპარატმა ეს ქოშინი ცალსახად მოხსნა, მაშასადამე რასაკვირველია ეს არის ბრონქული ასთმა. თუ პაციენტს უხსნის ანტიჰისტამინური პრეპარატი ამ ქოშინს აქ შეიძლება, რასაკვირველია ძალიან დაბალი პროცენტით რომ ეს იყოს ალერგიული მდგომარეობა და ანტიჰისტამინური ხსნიდეს. ასევე უფრო დიდი ვარაუდით შეიძლება ეს იყოს ისევ და ისევ ე.წ. ნევროზული ტიპის ქოშინი.

ნინა მეტრეველი:

ორი თვის წინ ვიყავი თქვენთან, დიაგნოზი: ალერგიული დერმატიტი-მკურნლობა დამინიშნეთ 10 დღიანი. წამლები მივიღე, დიეტას არასრულად ვიცავ, არ გამიარა ხელის თითებზე გამონაყარმა და ფხანამ, როგორ მოვიქცე?

-ქალბატონმა უნდა დაიცვას ორკვირიანი, უმჯობესია სამკვირიანი ელიმინაციური ღონისძიებები ანუ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს კონტაქტი. სხვათაშორის ძალიან ხშირად ხელთათმანებზეც არის ხოლმე. ქალბატონები ხშირად ხელთათმანებს იკეთებენ, რეზინის, ე.წ. ლატექსის ხელთათმანებს და თვითონ ხელთათმანი იძლევა ძალიან ხშირად. ლატექსის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიაა კონტაქტურ ალერგიებს შორის და ამიტომ ლატექსის ხელთათმანის ჩაცმის წინ საჭიროა ადამიანმა ჩაიცვას ქსოვილის ხელთათმანი, რომ გამოირიცხოს ასე ვთქვათ კონტაქტური დერმატიტი. კონტაქტური დერმატიტის დროს პირველი ეტაპი გახლავთ საეჭვო ნივთიერებასთან ანუ სარეცხ საშუალებასთან კონტაქტის შეწყვეტა. ადგილობრივად ინიშნება მალამოები, ე.წ. სტეროიდული მალამოები. თუ ხელზე არის სიმშრალე მან მუდმივად უნდა დაიტენიანოს ხელი. სიმშრალე, კანის მუდმივი სიმშრალე კიდევ უფრო ამძაფრებს ხოლმე სიტუაციას. ყოველი ხელის დასველების შემდეგ, 2-3 წუთის განმავლობაში უნდა შეიმშრალოს ხელი სწრაფად და შემდგომ წაისვას რომელიმე დამატენიანებელი საშუალება. შეიძლება ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთიც იყოს, კარგი ხარისხის ან ჩვეულებრივი ვაზელინი.

შორენა ბერიძე:

მე ალერგიის უცნაური ფორმა მაქვს, მაცემინებს კლიმატის შეცვლაზე, დილით, გაღვიძებისთანავე. ასევე ცივ ჰაერზე და პირიქით ცხელი ჰაერის შესუნთქვისთანავე მეწყება ცემინება,იგივე მემართება მტვერზე. რამდენიმე წლის წინ გადმოვედი ბათუმიდან თბილისში საცხოვრებლად და მას შემდეგ დამემართა.ეს გაუთავებელი ცემინება ძალიან მოქმედებს ნერვებზე. თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე.

-პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა ტიპის ბინაში გადმოვიდა ქალბატონი და როგორი გარემოა ამ ბინაში. ვინაიდან თბილისში გაცილებიტ ნაკლებია ტენიანობა , შესაძლოა ამ ბინაში იყოს კონკრეტული ალერგენი, რომელიც პაციენტს აძლევს ალერგიას. ეს უპირველესყოვლისა უნდა ვეძებოთ საძინებელში, ლოგინში და საძინებელ ოთახში და შემდგომ სხვა გარემოში. ეს ერთი, ეს ცალსახად ასე უნდა იყოს. გარდა ამისა, პაციენტმა ალბათ ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმს, რომ ასე ვთქვათ შემოწმდეს მისი ზემო სასუნთქი გზები, კერძოდ კი ჰაიმორის და შუბლის წიაღები. ძალიან ხშირად ასეთ ალერგიულ პაციენტებს, რომლებსაც ხშირად ემართებათ ასეთი სიმპტომები, აქვთ ხოლმე სინუსის წიაღებში რაღაცა პრობლემები და საჭირო არის ხოლმე ხშირად ღრმა გამორეცხვების გაკეთება სინუსის წიაღების და ამის შემდეგ ქრება.

ნათია ბაქრაძე:

მაქვს ალერგიული ასთმა. ასევე ზაფხულში მაქვს გამონაყარები ტანზე, ვიღებ ანტიალერგიულ აბებს, ვიყენებ მალამოებს, მაგრამ შედეგი არ არის, გთხოვთ მირჩიოთ მკურნალობის მეთოდი ( სპეციალური აცრების ჩატარების საშუალება არ მაქვს)

-თუ პაციენტს ტანზე აყრის საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, მაშინ ეს განსაკუთრებით უფრო ხშირად ამას იწვევს რომელიმე საკვები პროდუქტი. საკვები პროდუქტები ყველა ერთნაირი სიძლიერის არ არის. ყველაზე ხშირად ეს არის თევზი, თხილი, ნიგოზი, არახისი განსაკუთრებით. ხილიდან - ციტრუსი, ბოსტნეულიდან - პომიდორი და ა.შ. ამიტომ აქაც გასარკვევია კანის პრობლემები. რაც შეეხება ასთმას, აქ უბრალოდ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა რამდენად სწორად ღებულობს პაციენტი ანტიასთმურ მკურნალობას, ღებულობს თუ არა ის იმ საშუალებას, რომელიც ასე ვთქვათ ეფექტური არის, როგორი ტექნიკით ღებულობს. როგორც წესი, ყველაზე ხშირი შეცდომა გახლავთ ამ ანტიასთმური პრეპარატების ტექნიკურად არასწორი მიღება და პაციენტები არ არიან კმაყოფილი ხოლმე ამ პრეპარატების მიღებით. ანტიალერგიული ე.წ ანტიჰისტამინური მედიკამენტების მუდმივი გაუთავებელი მიღება არ არის მაინცდამაინც გამართლებული, განსაკუთრებით ასთმის დროს. ასთმის დროს მაინც პრიორიტეტი ენიჭება ე.წ. საინჰალაციო პრეპარატებს. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ პაციენტმაც უნდა ჩაიტაროს, თუ შესაძლებლობაა რაღაც მინიმალური გამოკვლევები, თუ არადა ერთხელ მაინც მიმართოს სპეციალისტს, რომელიც ასე ვთქვათ, მას ზუსტ მკურნალობის გზამკვლევს მისცემს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას