პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"
გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"

მინ­და მო­ვუ­წო­დო თინა ხი­და­შელს, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრებს და­ი­ბა­რებს, და­უს­ვას კი­თხვე­ბი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით , - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა გურ­ჯა­ან­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც ხი­და­შე­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ამ დრომ­დე ეს საქ­მე რა­ტომ არ არის გახ­სნი­ლი? მე არ­ჩევ­ნე­ბის ღა­მეს, ჩემ­მა კონ­კუ­რენ­ტმა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა და­მაბ­რა­ლა. დღეს ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძელ­ში ნე­ბივ­რად კეკ­ლუ­ცობს და რა­ტომ ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ არ უჩ­ნდე­ბათ კი­თხვე­ბი. იმე­დი მაქვს, როცა ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი აგებს პა­სუხს ჩემს მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­თვის",-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი მის­ვლას არ აპი­რე­ბენ.

"მზად ვარ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლო გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ყვე­ლა კი­თხვას გავ­ცემ პა­სუხს, ოღონდ ეს უნდა მოხ­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში. ოთხი წელი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ვი­ყა­ვი. ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის გარ­და, სხვა საქ­მე­ებ­მაც გა­ი­ა­რა ჩემს ხელ­ში და ყვე­ლა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მაქვს პა­სუ­ხი",-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

გუ­შინ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დერ­მა თინა ხი­და­შელ­მა გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ თუ კი­დევ დიდი ხანი არ და­ი­კი­თხა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ხვალ და ზეგ მო­ი­თხოვს პარ­ლა­მენ­ტში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მოს­ვლას.

მისი თქმით, უნდა დად­გინ­დეს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი აფა­რებ­და თუ არა ხელს ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლებს.

"მთე­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად ვამ­ბობ­დით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა იყო მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ამ ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა იყო ის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აყალ­ბებ­და საქ­მე­ებს, ხელს აფა­რებ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს და ა.შ. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ მთა­ვა­რი ჯგუ­ფი­დან იყო გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ბუტა რო­ბა­ქი­ძის და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, სხვას აღარ ვე­ხე­ბი. აქამ­დე, რომ არ იყო გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ბა­რე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მე ამა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. რაც უფრო დიდი ხანი არ და­კი­თხავს პრო­კუ­რა­ტუ­რა მას, მით უფრო დიდი პრე­ტენ­ზია მექ­ნე­ბა და ხვალ და ზეგ, მე თვი­თონ მო­ვი­თხოვ პარ­ლა­მენ­ტში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მოს­ვლას თუ ეს საქ­მე არ გაგ­რძელ­და და თუ არ გა­მო­იკ­ვე­თა ამ საქ­მე­ში ამ კაცს რამე ბრა­ლი მი­უ­ძღვის თუ არ მი­უ­ძღვის და აფა­რებ­და თუ არა ის ხელს ბუ­ტას მკვლე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"

გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"

მინდა მოვუწოდო თინა ხიდაშელს, როდესაც პარლამენტში მინისტრებს დაიბარებს, დაუსვას კითხვები ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ხიდაშელის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"ამ დრომდე ეს საქმე რატომ არ არის გახსნილი? მე არჩევნების ღამეს, ჩემმა კონკურენტმა მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა. დღეს ის მინისტრის მოადგილის სავარძელში ნებივრად კეკლუცობს და რატომ ამ ადამიანის მიმართ არ უჩნდებათ კითხვები. იმედი მაქვს, როცა ეს საქმე გაიხსნება, მანანა ბერიკაშვილი აგებს პასუხს ჩემს მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვის",-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საგამოძიებო ორგანოებში საპარლამენტო უცირესობის წევრები მისვლას არ აპირებენ.

"მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას გავცემ პასუხს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში, ან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ოთხი წელი თბილისის მთავარი პროკურორი ვიყავი. ბუტა რობაქიძის საქმის გარდა, სხვა საქმეებმაც გაიარა ჩემს ხელში და ყველა საქმესთან დაკავშირებით მაქვს პასუხი",-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მოითხოვს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს გიორგი ღვინიაშვილი აფარებდა თუ არა ხელს ბუტა რობაქიძის მკვლელებს.

"მთელი 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაზე მეტად ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში. ჩვენ მთავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ მთავარი ჯგუფიდან იყო გიორგი ღვინიაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვას აღარ ვეხები. აქამდე, რომ არ იყო გიორგი ღვინიაშვილი დაბარებული პროკურატურაში, მე ამაზე მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან. რაც უფრო დიდი ხანი არ დაკითხავს პროკურატურა მას, მით უფრო დიდი პრეტენზია მექნება და ხვალ და ზეგ, მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას თუ ეს საქმე არ გაგრძელდა და თუ არ გამოიკვეთა ამ საქმეში ამ კაცს რამე ბრალი მიუძღვის თუ არ მიუძღვის და აფარებდა თუ არა ის ხელს ბუტას მკვლელებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა