სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად ახალაიას, მერაბიშვილს, მესხელსა და თარგამაძეს ასახელებს
ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად ახალაიას, მერაბიშვილს, მესხელსა და თარგამაძეს ასახელებს

ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი მის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მედ მთა­ვარ პი­რე­ბად დათა ახა­ლა­ი­ას, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ამი­რან მეს­ხელ­სა და გივი თარ­გა­მა­ძეს ასა­ხე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ 8-წლი­ა­ნი ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გო­ბი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბით ხდე­ბო­და, მას დევ­ნიდ­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"სა­უ­ბა­რია კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში კუდ-ის მიერ მი­მაგ­რე­ბულ ე.წ მრჩევ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­საც ჰყავ­და. ხში­რია, რო­დე­საც ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის­კენ მი­დის, სხვა პარ­ტი­ის წევ­რებს ან და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნებს დევ­ნის. სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტში ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ხდე­ბო­და ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი, რაც მე ავ­კრძა­ლე. ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი ჩა­ქუ­ჩის ქვეშ ტყე­ე­ბის გას­ხვი­სე­ბა­საც, რის გა­მოც კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან არა­ერ­თხელ მქონ­და მძი­მე სა­უ­ბა­რი. მისი არა­ე­თი­კუ­რი ლექ­სი­კა კი კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ზე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გივი თარ­გა­მა­ძის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით გა­მო­ცხად­და, რა­მაც "გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ურ­თუ­ლა".

რო­გორც გი­ორ­გო­ბი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლი­დან სამ დღე­ში, მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­უ­რე­კა.

"მი­თხრა, რა­ტომ არ მი­თხა­რი ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც მი­მარ­თვა­ში სა­უბ­რო­ბო. ვუ­თხა­რი, რომ მალე მათი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ­დი, რის შემ­დე­გაც ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და და სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად 6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­და", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას და დო­კუ­მენ­ტებს არ ფლობს, თუმ­ცა აქვს ჟვა­ნი­ას "ძა­ლა­დო­ბით მოკ­ვდი­ნე­ბის" ვა­რა­უ­დი.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ჟვა­ნია ჩემ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე, რომ ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­თან გა­უ­ცხო­ე­ბა და­ე­წყო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად ახალაიას, მერაბიშვილს, მესხელსა და თარგამაძეს ასახელებს

ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად ახალაიას, მერაბიშვილს, მესხელსა და თარგამაძეს ასახელებს

ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, ამირან მესხელსა და გივი თარგამაძეს ასახელებს, - ამის შესახებ 8-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის თანხმობით ხდებოდა, მას დევნიდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და კონტროლის პალატის წარმომადგენლები.

"საუბარია კონტროლის პალატაში კუდ-ის მიერ მიმაგრებულ ე.წ მრჩევლებზე, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროსაც ჰყავდა. ხშირია, როდესაც ერთი დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლების უზურპაციისკენ მიდის, სხვა პარტიის წევრებს ან დამოუკიდებელ ადამიანებს დევნის. სატყეო დეპარტამენტში ყალბი დოკუმენტაციით ხდებოდა ფინანსური მაქინაციები, რაც მე ავკრძალე. ვეწინააღმდეგებოდი ჩაქუჩის ქვეშ ტყეების გასხვისებასაც, რის გამოც კახა ბენდუქიძესთან არაერთხელ მქონდა მძიმე საუბარი. მისი არაეთიკური ლექსიკა კი კარგად მოგეხსენებათ", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე ინფორმაციით, მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გივი თარგამაძის უშუალო მითითებით გამოცხადდა, რამაც "გერმანიაში ცხოვრება ძალიან გაურთულა".

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ემიგრაციაში წასვლიდან სამ დღეში, მისი სატელევიზიო მიმართვის გავრცელების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დაურეკა.

"მითხრა, რატომ არ მითხარი ის ყველაფერი, რაზეც მიმართვაში საუბრობო. ვუთხარი, რომ მალე მათი უკანონო ქმედებების დამადასტურებელ დოკუმენტებს გამოვაქვეყნებდი, რის შემდეგაც ჩვენი საუბარი საბოლოოდ დასრულდა და სასამართლომ დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა შემიფარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას, მისი თქმით, ამ საკითხზე გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას და დოკუმენტებს არ ფლობს, თუმცა აქვს ჟვანიას "ძალადობით მოკვდინების" ვარაუდი.

"გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჟვანია ჩემთან პირად საუბარში აღნიშნავდა ხოლმე, რომ ყოფილ პარტნიორებთან გაუცხოება დაეწყო", - აღნიშნა გიორგობიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა