მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს
დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სის­ტე­მა­ტუ­რად ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, პრე­სა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე რა­ტომ არ გა­კეთ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა H1N1-ის ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­გან სამი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სის­ტე­მა­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­მოდ­გო­მის, ზამ­თრის და გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და გა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბა.

სერ­გე­ენ­კომ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის ხუთი დონე გა­აჩ­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - რო­გორ უნდა მოხ­დეს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში პან­დე­მი­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, თუ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში H1N1 ტი­პის ვირუ­სის პან­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით H1N1 და მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ გაზ­რდი­ლა. სერ­გე­ენ­კოს ცნო­ბით, შარ­შან 53 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სის შე­დე­გად, ხოლო წელს - 3.

"მე ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. ეს დიდი ტრა­გე­დი­აა, თუმ­ცა იმა­საც ვი­ტყვი, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა, თუ გა­იზ­რდე­ბა ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­როს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სის­ტე­მა­ტი­უ­რად უნდა და­ი­ბა­ნონ ხელი და სვე­ლი თმე­ბით ქუ­ჩა­ში არ გა­ვიდ­ნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­ნისტრს კო­მენ­ტა­რი მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის და­კი­თხვის შე­სა­ხე­ბაც სთხო­ვეს. და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, ამ კი­თხვებ­ზე შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა პა­სუ­ხიც უნდა მი­ი­ღოს.

"და­კი­თხვა­ში დრა­მა­ტიზმს ვერ ვხე­დავ და როცა ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, მათ უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი არის დამ­ნა­შა­ვე და აუ­ცი­ლებ­ლად არ­სე­ბობს კო­რუფ­ცია. მეც 2012 წელს არა­ერ­თხელ მოვ­ხვდი და­კი­თხვა­ზე და სა­ა­თო­ბით მი­წევ­და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში ყოფ­ნა, თუმ­ცა მე ეს ტრა­გი­კუ­ლად არ აღ­მიქ­ვია", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს

დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისტემატურად ავრცელებდა ინფორმაციას ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, პრესაში ინფორმაციის გავრცელებამდე რატომ არ გაკეთდა ოფიციალური განცხადება H1N1-ის ვირუსის შემთხვევების შესახებ, რომელთაგან სამი ლეტალური შედეგით დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისტემატიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შემოდგომის, ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში შესაძლებელია მწვავე რესპირატორული ვირუსების გავრცელება და გაციების შემთხვევაში, ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესება.

სერგეენკომ ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოსახლეობის გაფრთხილების ხუთი დონე გააჩნია და შესაბამისად, არსებობს რეგულაციები - როგორ უნდა მოხდეს კონკრეტულ შემთხვევებში პანდემიების ლიკვიდაცია, თუ პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მისივე თქმით, საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საშიშროება არ არის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით H1N1 და მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელების მაჩვენებლები არ გაზრდილა. სერგეენკოს ცნობით, შარშან 53 პაციენტი გარდაიცვალა მწვავე რესპირატორული ვირუსის შედეგად, ხოლო წელს - 3.

"მე ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, თუ გაიზრდება ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, მოქალაქეებმა სისტემატიურად უნდა დაიბანონ ხელი და სველი თმებით ქუჩაში არ გავიდნენ.

ჟურნალისტებმა მინისტრს კომენტარი მისი წინამორბედის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვის შესახებაც სთხოვეს. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თუ ჩნდება კითხვები, ამ კითხვებზე შესაბამისმა უწყებებმა პასუხიც უნდა მიიღოს.

"დაკითხვაში დრამატიზმს ვერ ვხედავ და როცა ჩნდება კითხვები, მათ უნდა გაეცეს პასუხი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის დამნაშავე და აუცილებლად არსებობს კორუფცია. მეც 2012 წელს არაერთხელ მოვხვდი დაკითხვაზე და საათობით მიწევდა შესაბამის უწყებებში ყოფნა, თუმცა მე ეს ტრაგიკულად არ აღმიქვია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"