ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს 800-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს 800-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს 800-მდე თანამშრომელი გაიფიცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ხაშურიდან იუწყება, გაფიცული მუშა-მოსამსახურეები ხელფასების მომატებას და წლების წინ არსებული შეღავათების აღდგენას ითხოვენ.

აღნიშნული სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული ზესტაფონი - გორის მონაკვეთი ამ დროისთის მუშა-მოსამსახურეების გარეშეა დარჩენილი.

გაფიცულები ავარიულ შემთხვევებს არ გამორიცხავენ, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნიან და აცხადებენ, რომ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე დეპარტამენტს და სამმართველოს ხელმძღვანელობას უკვე აცნობეს.

ხაშურის სამმართველოს უფროს ზაზა ჭყოიძის თქმით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაფიცულებთან შეხვედრას პარასკევამდე ვერ შეძლებს. ამიტომ იგი თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. გაფიცულებისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია და მათი აქცია ხაშურის რკინიგზის სადგურთან გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა