პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"
გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"

პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში გიგ­ლა ბა­რა­მი­ძე 9-წლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ვიდ­რე გვი­ამ­ბობ­დეს, სად და რო­გორ გა­ა­ტა­რა ეს პე­რი­ო­დი, მა­ნამ­დე მის მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­გაც­ნობთ: და­ი­ბა­და აკა­დე­მი­კო­სე­ბის ოჯახ­ში. არის ფი­ლო­ლო­გი-აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, არ­მე­ნო­ლო­გი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი. იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტთა სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დევ­ნი­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს და ატა­რებ­და სე­მი­ნა­რებს ად­რე­ულ და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლურ ქრის­ტი­ა­ნულ კულ­ტუ­რა­ზე. იყო აღ­მო­სავ­ლურ სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კი - პირ­ვე­ლი სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სომ­ხეთ­ში. 1995 წელს სწო­რედ მან გახ­სნა სომ­ხე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, 2004 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ქვე­ყა­ნა იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდს ეროვ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არა­სო­დეს უფიქ­რია. ყო­ველ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ, სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ჩემი 7-წლი­ა­ნი რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი გვიშ­ლი­და ხელს. იქ მარ­თლაც და­სამ­ყა­რე­ბე­ლი იყო წეს­რი­გი, რად­გან მოქ­მე­დებ­დნენ პა­ტარ-პა­ტა­რა ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სი­და­ნაც კი არა­ვის უშ­ვებ­დნენ გა­უ­ჩხრე­კა­ვად. რო­დე­საც წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა და­ვი­წყე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ ლო­ზუნ­გებს იყ­ვნენ ამო­ფა­რე­ბუ­ლი და პირ­და­პირ კავ­ში­რი ჰქონ­დათ "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" გარ­კვე­ულ ფრთას­თან, შემ­დეგ კი - ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებ­თან. რო­გორც კი მათ და­ვუ­პი­რის­პირ­დი, კლან­ჭე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნეს. ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ მოს­წონ­დათ ამ რე­გი­ონ­ში ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის ყოფ­ნა, აგ­რეთ­ვე, კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, რად­გან ამ ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­ლაც ნაც­მოძ­რა­ო­ბის რი­გებ­ში ირი­ცხე­ბი­ან - არა­ქე­ლი­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, პო­ღო­სი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მალე შე­ვახ­სე­ნებ სა­ა­კაშ­ვილს თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მატ­გა­და­კი­დე­ბუ­ლი დარ­ბოდ­ნენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ტყე­ებ­ში. ამ ყვე­ლაფ­რის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ჩვენ მოგ­ვიხ­და. ამი­ტო­მაც არ მოს­წონ­დათ ახალ­ცი­ხე­ში თა­მა­რის ძეგლის, გრი­გოლ ხანძთე­ლის თუ შოთა რუს­თა­ვე­ლის ბი­უს­ტის დად­გმა, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა... თუმ­ცა იმ­ხა­ნად ნაც­მოძ­რა­ო­ბამ ამ მხა­რე­ში და­საყ­რდე­ნი ვერ პოვა. იმი­ტო­მაც და­მი­პი­რის­პირ­დნენ, რად­გან სურ­დათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნათ ახა­ლი, უე­როვ­ნე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბის ტიპი, ბრძა­ნე­ბე­ბი უსი­ტყვოდ რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. ვინც არ ნებ­დე­ბო­და, მათი მტე­რი ხდე­ბო­და. სწო­რედ ამის გამო და­მე­ტაკ­ნენ, თო­რემ არას­დროს მქო­ნია არც ფული და არც ბიზ­ნე­სი. 2004 წელს გა­მიხ­სე­ნეს 2000 წელს მე­გო­ბარ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ამის გამო მო­ი­სურ­ვეს ჩემი გა­სა­მარ­თლე­ბა. სურ­დათ, ჩემი ცი­ხე­ში ჩაგ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ცო­ცხალს არ გა­მო­მიშ­ვებ­დნენ. არა­და, ეგე­ნი რომ სწავ­ლობ­დნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას, მე უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და და ამათ ცხვა­რი­ვით ვერ ჩავ­ბარ­დე­ბო­დი. გარ­და ამი­სა, მა­მა­ჩე­მი, აკა­დე­მი­კო­სი რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი იყო, ვინც კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბით და­უ­პი­რის­პირ­და სო­რო­სის გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, ამ­ბობ­და, რომ ეს რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბას და მეც­ნი­ე­რე­ბას და­ღუ­პავ­და და ასეც მოხ­და...

2004 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, როცა ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე და შინ ცუდ გუ­ნე­ბა­ზე დავ­ბრუნ­დი, ამე­რი­კი­დან და­მი­რე­კა მე­გო­ბარ­მა, და მი­თხრა, 20 წუთი გაქვს დრო, "სპეც­ნა­ზი" მო­დის შენს ასაყ­ვა­ნა­დო. დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია, შემ­ჩნე­უ­ლი მქონ­და, მან­ქა­ნე­ბით რომ დამ­ყვე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც შოკი მი­ვი­ღე. სა­მო­სი გა­მო­ვიც­ვა­ლე, აივ­ნი­დან გა­დავ­ძვე­რი და მა­მი­დას­თან მი­ვე­დი, 2 დღის შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო დავ­ტო­ვე. ში­ნი­დან გას­ვლის­თა­ნა­ვე ჩემს ბი­ნა­ში "სპეც­ნა­ზი" შე­ვარ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის კა­მე­რე­ბით, გა­და­ჩხრი­კეს იქა­უ­რო­ბა და, რა თქმა უნდა, ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს, გარ­და ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რად მქონ­და შე­ძე­ნი­ლი. 2004 წლის ბო­ლოს კი გა­ქურ­დეს ჩემი სახ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ტა­ნეს. მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნა­ქებ­მა პო­ლი­ცი­ამ ეს საქ­მე რა­ტომ არ გა­მო­ი­ძია? იმი­ტომ, რომ მო­ე­წო­ნათ ჩემი ია­რა­ღის კო­ლექ­ცია და თვი­თონ­ვე წა­ი­ღეს. ჩემი წას­ვლი­დან ერთი თვის თავ­ზე დად­გეს სპექ­ტაკ­ლი, ვი­თომ იმ დღეს მო­მად­გნენ პირ­ვე­ლად ტე­ლე­კა­მე­რე­ბით და შინ არ დავ­ხვდი. მე კი ამ სპექ­ტაკლს სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვუ­ყუ­რე. ვერ წარ­მო­იდ­გი­ნეს, რომ ასე მალე დავ­ტო­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს და მერე გა­მო­ა­ცხა­დეს ძებ­ნა... მოკ­ლედ, თვა­ლის ახ­ვე­ვის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დავ­დი­ო­დი, მქონ­და რთუ­ლი დღე­ე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვი და ხდე­ბი მგე­ლი, გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობს. იმ­ხა­ნად არა­ერთ პო­ლი­ტი­კოსს შევ­ხვდი, სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტი მქონ­და ცხო­ნე­ბულ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თა­ნაც. მახ­სოვს, რო­გო­რი გულ­ნატ­კე­ნი იყო ერთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც უღა­ლა­ტა...

- ვის გუ­ლის­ხმობთ?

- რა მიხ­ვედ­რა უნდა? ლა­პა­რა­კია წარ­სულ­ში ჟურ­ნა­ლისტზე, ახლა რომ პო­ლი­ტი­კო­სობს... მი­თხრა, ბევ­რმა მი­ღა­ლა­ტა, მაგ­რამ მხო­ლოდ მას­ზე მწყდე­ბა გული, რად­გან ლახ­ვა­რი ჩამ­ცაო...

პა­რიზ­სა და ბერ­ლინ­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რი. ევ­რო­პე­ლებს ვუ­ამ­ბობ­დით, რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მო­მიხ­და შეხ­ვედ­რა ემ­ზარ კვი­ცი­ან­სა და ლე­ვან მა­მა­ლა­ძეს­თან. მა­მა­ლა­ძე ძლივს ვი­ცა­ნი, სათ­ვა­ლით, გრძე­ლი თმით, ბა­კენ­ბარ­დე­ბი­თა და ბუ­ლან­ჟე­თი გა­მო­მე­ცხა­და (იღი­მის). მას 2008 წელს ჩე­ხეთ­ში შევ­ხვდი. იმე­დია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნი­ლო­ბის სა­კითხს და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტენ, რად­გან ნაც­მოძ­რა­ო­ბამ მათ ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცა და მხო­ლოდ ბინ­ძუ­რი პი­ა­რი აუ­გო­რა. კვი­ცი­ა­ნი ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და დაწ­ვრი­ლე­ბით მოჰ­ყვე­ბა, რო­გორ გა­ი­ყი­და კო­დო­რი თა­ვის ია­რა­ღი­ა­ნად. სა­ა­კაშ­ვილს კო­დო­რი­ვით სურ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გა­ყიდ­ვა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - "ჯა­ვა­ხუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი". 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ დარ­ბო­და და ქე­ი­ფობ­და ჯა­ვა­ხეთ­ში, მა­შინ არ იყო სე­პა­რა­ტიზ­მი?! ჯა­ვა­ხეთ­ში სე­პა­რა­ტიზ­მი კი არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­გობ­რო ბო­გი­ნობს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. იქ რა ხდე­ბა, ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იცის. სა­ა­კაშ­ვილს ჯა­ვა­ხეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის აწეწ­ვა სურს, მერე რომ თქვას, ჩემს დროს სი­წყნა­რე იყო და რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სი­ტუ­ა­ცია აი­რი­აო. ამი­ტო­მაც აი­ჩე­მა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ჩა­ხა­ლი­ა­ნი და გმი­რი გა­ხა­და. ჩა­ხა­ლი­ა­ნი ვინც არის, ზე­პი­რად ვიცი და ტყუ­ი­ლად ნუ აწ­მენ­დს ხელს. სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი უნდა დას­პირ­ტონ და ზო­ო­მუ­ზე­უმ­ში და­დონ, ექ­სკურ­სი­ა­ზე მიყ­ვა­ნილ ბავ­შვებს რომ აჩ­ვე­ნონ, რო­გო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი! სა­ა­კაშ­ვი­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წი­ნა­შე უნდა და­ემ­ხოს და სთხო­ვოს, იზო­ლი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნი გა­მო­უ­ყოს. გო­რის კად­რე­ბი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­ა­კაშ­ვილს დამ­ხო­ბა და ჩამ­ხო­ბა არ უჭირს, მაგ­რამ ისე­თი კურ­დღე­ლია, დი­ლეგ­ში შე­სუ­ლი არ იქ­ნე­ბა, დაჯ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს და­წერს და ბევ­რს ჩა­ით­რევს. ამი­ტო­მაც არ აძ­ლევს ხელს ზო­გი­ერთ ევ­რო­პელ ლი­დერს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა, რად­გან იცი­ან, რომ მა­შინ­ვე ალა­პა­რაკ­დე­ბა "ატ­კა­ტებ­ზე", მრა­ვალ­კა­რა­ტი­ან ბრი­ლი­ან­ტებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც მათ ცო­ლებს ასა­ჩუქ­რებ­და. ცდი­ლობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, თავი კა­ნონ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს, მაგ­რამ ავი­წყდე­ბა, რომ ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლის გამო მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ლი­დერს პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვათ და ვერც ის გა­და­ურ­ჩე­ბა პა­სუ­ხის­გე­ბას. არ არ­სე­ბობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში მძი­მე მუხ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბას რომ არ მი­ე­სა­და­გოს. რა­ტომ და­ხო­ცა ამ­დე­ნი ხალ­ხი, რა­ტომ და­ბომ­ბა, რა­ტომ მო­ი­ტა­ცა, რა­ტომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა?..

- სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდარს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- ეს პრო­ვო­კა­ცია იყო. პო­ლი­ტი­კუ­რი ბან­დის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი უგუ­ლა­ვა ათახ­თა­ხე­ბუ­ლი რომ მი­ვი­და გამ­წა­რე­ბულ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ხალ­ხთან, რა ეგო­ნა? იმ მე­რი­სა რა ვთქვი, თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს თავს რომ გა­ა­ლახ­ვი­ნებს და გა­ა­თა­თხვი­ნებს. ან რა უფ­ლე­ბა აქვს უგუ­ლა­ვას, მერი იყოს? ნაც­მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­ი­ბა­როს და და­უს­ვას კი­თხვე­ბი. ოღონდ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მოგ­ვარ­დეს სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა. სა­ა­კაშ­ვილს სურ­და ქარ­თვე­ლი ხა­ლის ბრბოდ გა­დაქ­ცე­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლი კი მოქ­მე­დებს ხალ­ხის მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ამას ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა. შე­ვახ­სე­ნებ ჩვენს მე­გო­ბარ ელ­ჩებს: ახლა რომ ლა­პა­რა­კო­ბენ ბევ­რს, რა­ღაც არ მახ­სოვს, ხმა ამო­ე­ღოთ, როცა უამ­რა­ვი ბიჭი ჩა­ხო­ცეს. ან სად იყ­ვნენ მა­შინ, 26 მა­ისს სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი რომ და­ა­ყე­ნა ამ მუც­ლით მე­ზღაპ­რემ? რა, იმ დროს დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი არ ირ­ღვე­ო­და?!

- ახალ­ცი­ხე­ში თა­მარ მე­ფის ძეგლის გახ­სნის ინი­ცი­ა­ტო­რი თქვენ ბრძან­დე­ბით...

- ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1991 წელს ავიხ­დი­ნე. ეს არის თა­მა­რის პირ­ვე­ლი ძეგლი, თეთ­რი, სპე­ტა­კი, რო­მე­ლიც ეკ­ლა­რის ქვის­გან გა­მო­თა­ლეს ახალ­გაზ­რდა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა და მო­ქან­და­კე­ებ­მა ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. ერ­თა­დერ­თი ძეგლია, რო­მელ­ზეც ერთი თეთ­რი არ და­ხარ­ჯუ­ლა ბი­უ­ჯე­ტი­დან. ეს მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი საქ­მე მხო­ლოდ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით გა­კეთ­და. ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში კვერ­ცხებ­ზე ფოს­ტლებს და­დებ­და, ჩვენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში გრი­გოლ ხანძთე­ლის ძეგლი და შოთა რუს­თა­ვე­ლის ბი­უს­ტი დავ­დგით.

- რას აპი­რებთ სა­მო­მავ­ლოდ?

- სამ­შობ­ლოს­თან 9-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ცოტა გონს უნდა მო­ვი­დე, მერე კი ვნა­ხოთ...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"

გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში გიგლა ბარამიძე 9-წლიანი იძულებითი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ვიდრე გვიამბობდეს, სად და როგორ გაატარა ეს პერიოდი, მანამდე მის მოკლე ბიოგრაფიას გაგაცნობთ: დაიბადა აკადემიკოსების ოჯახში. არის ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე, არმენოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იყო უნივერსიტეტის ასპირანტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. დევნილობის პერიოდშიც კი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს და ატარებდა სემინარებს ადრეულ და შუა საუკუნეების აღმოსავლურ ქრისტიანულ კულტურაზე. იყო აღმოსავლურ საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი, დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში კი - პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 1995 წელს სწორედ მან გახსნა სომხეთის საელჩო საქართველოში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის სექტემბერში, ქვეყანა იძულებით დატოვა.

- სააკაშვილის გუნდს ეროვნული პოზიციებიდან გამომდინარე არასოდეს უფიქრია. ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ, სამხრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები სათავისოდ გამოეყენებინათ. სამცხე-ჯავახეთში ჩემი 7-წლიანი რწმუნებულობის პერიოდში, სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებაში სააკაშვილის გუნდი გვიშლიდა ხელს. იქ მართლაც დასამყარებელი იყო წესრიგი, რადგან მოქმედებდნენ პატარ-პატარა ბანდფორმირებები, რომლებიც თბილისიდანაც კი არავის უშვებდნენ გაუჩხრეკავად. როდესაც წესრიგის დამყარება დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ეს კრიმინალური ელემენტები პოლიტიკურ ლოზუნგებს იყვნენ ამოფარებული და პირდაპირ კავშირი ჰქონდათ "მოქალაქეთა კავშირის" გარკვეულ ფრთასთან, შემდეგ კი - ნაცმოძრაობის ლიდერებთან. როგორც კი მათ დავუპირისპირდი, კლანჭები გამოაჩინეს. ნაციონალებს არ მოსწონდათ ამ რეგიონში ქართველი მესაზღვრეების ყოფნა, აგრეთვე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ამ ძალების წარმომადგენლები სააკაშვილის მეგობრები იყვნენ. ეს ადამიანები ახლაც ნაცმოძრაობის რიგებში ირიცხებიან - არაქელიანიდან დაწყებული, პოღოსიანით დამთავრებული. ძალიან მალე შევახსენებ სააკაშვილს თანაგუნდელების სახელებსა და გვარებს, რომლებიც ავტომატგადაკიდებული დარბოდნენ სამცხე-ჯავახეთის ტყეებში. ამ ყველაფრის განეიტრალება ჩვენ მოგვიხდა. ამიტომაც არ მოსწონდათ ახალციხეში თამარის ძეგლის, გრიგოლ ხანძთელის თუ შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა, მართლმადიდებლობის მხარდაჭერა... თუმცა იმხანად ნაცმოძრაობამ ამ მხარეში დასაყრდენი ვერ პოვა. იმიტომაც დამიპირისპირდნენ, რადგან სურდათ, საქართველოში ჩამოეყალიბებინათ ახალი, უეროვნებო ადამიანების ტიპი, ბრძანებები უსიტყვოდ რომ შეესრულებინათ. ვინც არ ნებდებოდა, მათი მტერი ხდებოდა. სწორედ ამის გამო დამეტაკნენ, თორემ არასდროს მქონია არც ფული და არც ბიზნესი. 2004 წელს გამიხსენეს 2000 წელს მეგობართან შელაპარაკება და ამის გამო მოისურვეს ჩემი გასამართლება. სურდათ, ჩემი ციხეში ჩაგდება, საიდანაც ცოცხალს არ გამომიშვებდნენ. არადა, ეგენი რომ სწავლობდნენ ორგანიზაციულ-ოპერატიულ მუშაობას, მე უკვე დავიწყებული მქონდა და ამათ ცხვარივით ვერ ჩავბარდებოდი. გარდა ამისა, მამაჩემი, აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე, საქართველოში პირველი იყო, ვინც კრიტიკული წერილებით დაუპირისპირდა სოროსის განათლების რეფორმას, ამბობდა, რომ ეს რეფორმა საქართველოში განათლებას და მეცნიერებას დაღუპავდა და ასეც მოხდა...

2004 წლის 27 სექტემბერს, როცა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სააკაშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული მეგობრები მოვინახულე და შინ ცუდ გუნებაზე დავბრუნდი, ამერიკიდან დამირეკა მეგობარმა, და მითხრა, 20 წუთი გაქვს დრო, "სპეცნაზი" მოდის შენს ასაყვანადო. დიდად არ გამკვირვებია, შემჩნეული მქონდა, მანქანებით რომ დამყვებოდნენ, მაგრამ მაინც შოკი მივიღე. სამოსი გამოვიცვალე, აივნიდან გადავძვერი და მამიდასთან მივედი, 2 დღის შემდეგ კი საქართველო დავტოვე. შინიდან გასვლისთანავე ჩემს ბინაში "სპეცნაზი" შევარდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კამერებით, გადაჩხრიკეს იქაურობა და, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნახეს, გარდა იარაღის კოლექციისა, რომელიც კანონიერად მქონდა შეძენილი. 2004 წლის ბოლოს კი გაქურდეს ჩემი სახლი და ყველაფერი გაიტანეს. მერაბიშვილის ნაქებმა პოლიციამ ეს საქმე რატომ არ გამოიძია? იმიტომ, რომ მოეწონათ ჩემი იარაღის კოლექცია და თვითონვე წაიღეს. ჩემი წასვლიდან ერთი თვის თავზე დადგეს სპექტაკლი, ვითომ იმ დღეს მომადგნენ პირველად ტელეკამერებით და შინ არ დავხვდი. მე კი ამ სპექტაკლს სხვა ქვეყანაში ვუყურე. ვერ წარმოიდგინეს, რომ ასე მალე დავტოვებდი საქართველოს და მერე გამოაცხადეს ძებნა... მოკლედ, თვალის ახვევის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გადავდიოდი, მქონდა რთული დღეები, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ეჩვევი და ხდები მგელი, გადაულახავი პრობლემა აღარ არსებობს. იმხანად არაერთ პოლიტიკოსს შევხვდი, სატელეფონო კონტაქტი მქონდა ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთანაც. მახსოვს, როგორი გულნატკენი იყო ერთ ადამიანზე, რომელმაც უღალატა...

- ვის გულისხმობთ?

- რა მიხვედრა უნდა? ლაპარაკია წარსულში ჟურნალისტზე, ახლა რომ პოლიტიკოსობს... მითხრა, ბევრმა მიღალატა, მაგრამ მხოლოდ მასზე მწყდება გული, რადგან ლახვარი ჩამცაო...

პარიზსა და ბერლინში ჩამოვაყალიბეთ ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო კავშირი. ევროპელებს ვუამბობდით, რა ხდებოდა საქართველოში. ამ პერიოდში მომიხდა შეხვედრა ემზარ კვიციანსა და ლევან მამალაძესთან. მამალაძე ძლივს ვიცანი, სათვალით, გრძელი თმით, ბაკენბარდებითა და ბულანჟეთი გამომეცხადა (იღიმის). მას 2008 წელს ჩეხეთში შევხვდი. იმედია, ამ ადამიანების დევნილობის საკითხს დადებითად გადაწყვეტენ, რადგან ნაცმოძრაობამ მათ ვერაფერი დაუმტკიცა და მხოლოდ ბინძური პიარი აუგორა. კვიციანი ჩამოვა საქართველოში და დაწვრილებით მოჰყვება, როგორ გაიყიდა კოდორი თავის იარაღიანად. სააკაშვილს კოდორივით სურდა სამცხე-ჯავახეთის გაყიდვა, მაგრამ არ გამოუვიდა. აღმაშფოთებელია მის მიერ დამკვიდრებული ტერმინი - "ჯავახური სეპარატიზმი". 9 წლის განმავლობაში რომ დარბოდა და ქეიფობდა ჯავახეთში, მაშინ არ იყო სეპარატიზმი?! ჯავახეთში სეპარატიზმი კი არ არის, სააკაშვილის სამეგობრო ბოგინობს, რომლებიც პოლიტიკურ მოტივებს თავიანთი ბიზნესინტერესებისთვის იყენებენ. იქ რა ხდება, ჩემზე უკეთ არავინ იცის. სააკაშვილს ჯავახეთში სიტუაციის აწეწვა სურს, მერე რომ თქვას, ჩემს დროს სიწყნარე იყო და რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, სიტუაცია აირიაო. ამიტომაც აიჩემა გაჭირვებული ჩახალიანი და გმირი გახადა. ჩახალიანი ვინც არის, ზეპირად ვიცი და ტყუილად ნუ აწმენდს ხელს. სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები უნდა დასპირტონ და ზოომუზეუმში დადონ, ექსკურსიაზე მიყვანილ ბავშვებს რომ აჩვენონ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი! სააკაშვილი თეა წულუკიანის წინაშე უნდა დაემხოს და სთხოვოს, იზოლირებული საკანი გამოუყოს. გორის კადრებიდან თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილს დამხობა და ჩამხობა არ უჭირს, მაგრამ ისეთი კურდღელია, დილეგში შესული არ იქნება, დაჯდება, ყველაფერს დაწერს და ბევრს ჩაითრევს. ამიტომაც არ აძლევს ხელს ზოგიერთ ევროპელ ლიდერს სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან იციან, რომ მაშინვე ალაპარაკდება "ატკატებზე", მრავალკარატიან ბრილიანტებზე, რომლებითაც მათ ცოლებს ასაჩუქრებდა. ცდილობს სააკაშვილი, თავი კანონზე მაღლა დააყენოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ამგვარი საქციელის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერს პასუხი მოეთხოვათ და ვერც ის გადაურჩება პასუხისგებას. არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მძიმე მუხლი, სააკაშვილის ქმედებას რომ არ მიესადაგოს. რატომ დახოცა ამდენი ხალხი, რატომ დაბომბა, რატომ მოიტაცა, რატომ გააუპატიურა?..

- საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარს როგორ შეაფასებთ?

- ეს პროვოკაცია იყო. პოლიტიკური ბანდის მიერ დაქირავებული პროვოკატორი უგულავა ათახთახებული რომ მივიდა გამწარებულ და გაუბედურებულ ხალხთან, რა ეგონა? იმ მერისა რა ვთქვი, თავის მოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს და გაათათხვინებს. ან რა უფლება აქვს უგულავას, მერი იყოს? ნაცმოძრაობის პირველი პირები პროკურატურამ უნდა დაიბაროს და დაუსვას კითხვები. ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს სასამართლოს რეფორმა. სააკაშვილს სურდა ქართველი ხალის ბრბოდ გადაქცევა, ივანიშვილი კი მოქმედებს ხალხის მოსაზრებების გათვალისწინებით და ამას ხელშეწყობა სჭირდება. შევახსენებ ჩვენს მეგობარ ელჩებს: ახლა რომ ლაპარაკობენ ბევრს, რაღაც არ მახსოვს, ხმა ამოეღოთ, როცა უამრავი ბიჭი ჩახოცეს. ან სად იყვნენ მაშინ, 26 მაისს სისხლის გუბეები რომ დააყენა ამ მუცლით მეზღაპრემ? რა, იმ დროს დემოკრატიის პრინციპები არ ირღვეოდა?!

- ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის გახსნის ინიციატორი თქვენ ბრძანდებით...

- ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, რომელიც 1991 წელს ავიხდინე. ეს არის თამარის პირველი ძეგლი, თეთრი, სპეტაკი, რომელიც ეკლარის ქვისგან გამოთალეს ახალგაზრდა არქიტექტორებმა და მოქანდაკეებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ერთადერთი ძეგლია, რომელზეც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. ეს მამულიშვილური საქმე მხოლოდ შემოწირულობებით გაკეთდა. ვიდრე სააკაშვილი ბათუმში კვერცხებზე ფოსტლებს დადებდა, ჩვენ სამცხე-ჯავახეთში გრიგოლ ხანძთელის ძეგლი და შოთა რუსთაველის ბიუსტი დავდგით.

- რას აპირებთ სამომავლოდ?

- სამშობლოსთან 9-წლიანი განშორების შემდეგ ცოტა გონს უნდა მოვიდე, მერე კი ვნახოთ...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა