რეპერი ემინემი 2013 წელს ახალ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ლეიბლ Shady Records-ის პრეზიდენტის პოლ როზენბერგის განცხადებით, რეპერი მორიგ ალბომზე დიდი ხანია მუშაობს. მიუხედავად ამისა, მას ოფიცილური სახელი ჯერ არ აქვს. გამოსვლის ზუსტი თარიღიც უცნობია.
ახალი დისკი ემინემის დისკოგრაფიაში მერვე სოლო ალბომი იქნება. ბოლო ალბომი Recovery რეპერმა 2010 წლის ივნისში გამოუშვა. დისკი ბრიტანული და სხვა მრავალი ქვეყნის ჩარტების ლიდერი გახდა.
მომზადებულია Billboard-ის მიხედვით.