გიორგი მარგველაშვილი: "ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა"

გიორგი მარგველაშვილი: "ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა"

უპრიანი იქნებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილთან საუბარი განათლების თემით დაგვეწყო, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ჩვენი საუბრის შინაარსზეც აისახა:

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელისუფლება კი არა, ხალხი წამოაგეს პროვოკაციაზე და ქვეყანა აზარალეს.

- თუმცა ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის ორგანიზატორი ახალი ხელისუფლება იყო. ეს ე. წ. პოლიტპატიმრები (და სინამდვილეში კრიმინალები) ჩვენთან დასაპირისპირებლად გამოუშვა ხელისუფლებამ ციხიდანო.

- ახალი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი იმის ორგანიზატორი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაქანებული ხტებოდნენ ციხიდან ახლახან გამოსული გამწარებული პოლიტპატიმრების რიგებში? ბიბლიოთეკასთან შეკრებილები იყვნენ არა კრიმინალები, არამედ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები.

"ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის გია ბარამიძე, ძალიან მშვიდად შევიდნენ ალტერნატიული შესასვლელებით, რომელსაც თურმე არ კადრულობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უმრავლესობა. იქნებ გამოვაცხადოთ, - ფრთხილად, ქალაქში პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობაა", კომენდანტის საათი შემოვიღოთ და ხალხი შევიყვანოთ სადარბაზოებში, რომ ემანდ ვინმეს შემთხვევით ხელი არ წაუცდეს "ნაციონალებზე".

"ნაციონალური მოძრაობა" ძალზე დისკრედიტირებულია. იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულა დაიწერონ ქვეყნის გარეთ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდონ, პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ. იმედოვნებენ, რომ შეხლა-შემოხლის ხარჯზე თავს მოგვაჩვენებენ ჩაგრულებად, დიქტატურის მსხვერპლებად და პოლიტიკურ ამნისტიას მიიღებენ, მაგრამ როგორ გამოუვათ ეს, ვერ ვხვდები. ეგენი რომ უსაფრთხოდ იყონ, ღარიბაშვილს მოუწევს თითოეულს 30 კაცი მაინც დაუყენოს დაცვად.

- ვანო მერაბიშვილმა შს მინისტრს მუშაობა დაუწუნა, - 9 წლის მერე პირველად დავინახე დაბნეული პოლიცია და შიში შს მინისტრის სახეზეო.

- მერაბიშვილის პოლიციისგან განსხვავებით, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ უნდა მოეკლა, ეწამებინა, პერიმეტრი ისე შეეკრა, რომ ხალხი ჩაეჩეხათ და ეცემათ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მობილიზებული პოლიცია ცდილობდა ადამიანები დაეცვა. პირიქით, პოლიცია ძალიან ორგანიზებული იყო.

იმ მომენტში, როდესაც შენი მოქალაქეები ერთმანეთთან შეხლა-შემოხლაში არიან, რა თქმა უნდა, პოლიციაც და მინისტრიც შეწუხებული იქნებოდნენ. თორემ მერაბიშვილს რა შეაწუხებდა? მან მხოლოდ ის იცოდა, როგორ ერტყა, ესროლა ხალხისთვის.

მინდა ყოფილ შს მინისტრს შევახსენო, რომ როდესაც თავშეყრის ადგილებში ადამიანების ჯანმრთელობას ეხება საქმე, განსაკუთრებით შს მინისტრი უნდა იყოს შეწუხებული და არა ისეთი კმაყოფილი, როგორიც თავად დადიოდა რუსთაველზე 7 ნოემბრის აქციის დაშლის ან ტელევიზიების დარბევის მერე. ეს კმაყოფილება არის დიქტატორის კმაყოფილება, ღარიბაშვილის შეწუხება კი დემოკრატი შს მინისტრის მდგომარეობაა.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს პიარში მოგვიგოს. უნდათ, მთავარი თემა - საკონსტიტუციო ცვლილებები დაგვავიწყონ, დაგვავიწყონ პრეზიდენტის ის ამბიციები, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, იგი არც ხალხს უნდა დაეკითხოს არაფერს და არც პარლამენტს. აი, ასეთი ტიპის ინციდენტებით უნდათ მთავარი თემის მიჩქმალვა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საზიზღარი ქმედებებით მოახერხეს, რომ ერთი დღით გაგვქცეოდნენ მთავარი პოლიტიკური თემიდან, - ამბობს თუ არა პრეზიდენტი უარს დიქტატორობაზე და თანხმდება თუ არა კონსტიტუციაში დიქტატორული ჩანაწერის გაუქმებას, უბრუნებს თუ არა ხალხს უზურპირებულ უფლებებს, მაგრამ ჩვენ მათ ისევ დავაბრუნებთ მთავარ თემასა და ამ მთავარ კითხვასთან. მთავარი კითხვა ეს არის და არა ის, რატომ არ მოინდომა "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრმა კორიდორით სარგებლობა.

- მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულწილად დაჩაგრულის როლში ჩაიყენა თავი, - გინახავთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს რეზიდენციიდან გასვლას უკრძალავდნენო?

- ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და გაარკვიეთ, სად დადის და როგორ დადის პრეზიდენტი. ვინ უკრძალავს გადაადგილებას? ჩართავ "რუსთავი 2"-ს და დაინახავ, რომ სააკაშვილი სადღაც ხან გადაყრილ მანდარინს პოულობს და ხანაც არმატურას. სააკაშვილი 24 საათი ხან ერთ კაფეშია, ხან მეორეში. კაცი მთელ საქართველოს არის მოდებული.

ერთი ეს ვიცი, რომ მათ ძალიან ცუდისკენ მიჰყავთ პროცესები. წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობს, მართლა გადააყენა მთავრობა და პრემიერ-მინისტრად დააბრუნა მერაბიშვილი და დანარჩენები. თვითონაც იციან, ამას რა შეიძლება მოჰყვეს და ისეთი მარტივებიც არა მგონიან, ეს გააკეთონ, თუმცა რაღაც ბოროტულს რომ ფიქრობენ, ცხადია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა