მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ცისკარიშვილი: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"
სოსო ცისკარიშვილი: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"

კო­ჰა­ბი­ტა­ცია, რო­გორც ჩანს, ნა­ად­რე­ვად "გარ­და­იც­ვა­ლა", მაგ­რამ ამის აღი­ა­რე­ბა არც ჩვენ გვსურს და არც ჩვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს. სა­ხე­ზეა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის სე­რი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ერთი ნა­ბი­ჯია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ზი­სამ­დე. სა­გან­გა­შო 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი კი არ არის, არა­მედ ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ არც ერთ ძა­ლას დი­დად არ მო­უკ­ლავს თავი ცემა-ტყე­პის ასა­რი­დებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად ვი­და­ოთ იმა­ზე, იყო თუ არა ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის პო­ლი­ცი­ე­ლი ან ას­რუ­ლებ­დნენ თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გიგი უგუ­ლა­ვას თა­მა­დო­ბით პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის როლს, რო­დე­საც მა­ინ­ცდა­მა­ინც გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის მა­სის გავ­ლით მო­ინ­დო­მეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა. მთა­ვა­რი და სა­გან­გა­შო ის არის, რომ მხა­რე­ე­ბი მზად არი­ან, ასეთ გამ­წვა­ვე­ბებ­ზე წა­ვიდ­ნენ. თუ ბიბ­ლი­ო­თე­კის ეპი­ზო­დი ტენ­დენ­ცი­ად იქცა, ყვე­ლა­ფე­რი უკან მოგ­ვრჩე­ბა. ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მეტი თავ­შე­კა­ვე­ბა და­იმ­კვიდ­რებს, თუმ­ცა აცხა­დებს, - "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" რაც დას­თე­სეს, იმას იმ­კი­ა­ნო.

- ის ყელ­ყე­ლა­ო­ბა, რომ­ლი­თაც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ გა­და­ჭე­დილ ქუ­ჩებ­ზე, თა­ვის­თა­ვად გა­მომ­წვე­ვი ქცე­ვა იყო. ასე­თი ქმე­დე­ბა აღი­ზი­ა­ნებს იმ ნა­წა­მებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. სა­ერ­თოდ, არა მგო­ნია, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რე უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა მომ­ხდა­რით, მაგ­რამ და­ზა­რალ­და იმი­ჯი იმ ქვეყ­ნი­სა, სა­დაც თით­ქოს­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა. მე ამ აზრს არ ვი­ზი­ა­რებ, რად­გან არა­ერ­თი ფაქ­ტი მაქვს იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ყე­ნა. უბ­რა­ლოდ, მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა ვე­რა­გულ­მა მო­დე­ლებ­მა შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნა. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, კი­თხვა­ზე - რას ვე­ლო­დე­ბი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის­გან? - ვთქვი, რომ პრე­ზი­დენ­ტის­გან არა­ნა­ირ სი­ურპრიზს არ ვე­ლო­დი. მხო­ლოდ ის მსურ­და, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას არ ჩა­ევ­ლო "იმ აკომ­პა­ნე­მენ­ტით", რომ­ლის კად­რე­ბი შე­მო­ივ­ლი­და მსოფ­ლიო ტე­ლე­ვი­ზი­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ვერ ავ­ცდით. სხვა­თა შო­რის, არც ეს იყო ძნე­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ი­მახ­სოვ­რონ - რა­საც დას­თეს, იმას მო­იმ­კი.

თუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­სავ ზი­ზღს, მას­ვე მი­ი­ღებ. სწო­რედ ამ ზი­ზღის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო, რაც მოხ­და 8 თე­ბერ­ვალს. თუმ­ცა იმე­დია, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ის­წავ­ლის ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა­სა და თავ­შე­კა­ვე­ბას.

ნურც ის დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რას ბრძა­ნებ­და მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი - არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თა­ლი, არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა. მოკ­ლედ, 8 თე­ბერ­ვლის პრო­ტეს­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გინდ ქარ­თუ­ლად გა­ი­აზ­რონ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა", გინდ ამე­რი­კუ­ლად, ორი­ვე ფორ­მუ­ლა მოქ­მე­დებს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში.

- წე­სით, 8 თე­ბერ­ვალს პრე­ზი­დენ­ტი ან­გა­რი­შით პარ­ლა­მენ­ტში უნდა წარმდგა­რი­ყო, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მისი გა­მოს­ვლა გა­და­დო. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­ე­მარ­თა.

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტთან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი უფრო მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე ის, რაც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ვნა­ხეთ. თუმ­ცა არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რა­ი­მე დი­ვი­დენ­დის მომ­ტა­ნია დღე­ვან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ. ეს, ცხა­დია, არა­ერ­თი ჩვე­ნი სა­ზღვარ­გა­რე­თე­ლი პარტნი­ო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ბა­ბი გახ­დე­ბა და ამ გა­და­დე­ბულ გა­მოს­ვლას მი­ე­წე­რე­ბა 8 თე­ბერ­ვლის აურ­ზა­უ­რი.

ჩვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს არ აქვთ საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია იმ მი­ლი­ონ ორა­სი ათას ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რე­ბით ადას­ტუ­რე­ბენ რე­ა­ლო­ბას - სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი აღარ ჰყავს და სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა 20 იან­ვარს ამო­ი­წუ­რა. თუმ­ცა, სწო­რედ ახლა, იმ დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ, რაც მო­ვის­მი­ნეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­ე­გოთ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო მუხ­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბას აძ­ლევს, პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დის ავ­ლით, უბის წიგ­ნაკ­ში ჩა­მო­წე­როს გვარ-სა­ხე­ლე­ბი და მას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უწო­დოს. ჩვენ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მო­ვის­მი­ნეთ, რომ თურ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მზად არი­ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის არც ერთ თა­ნა­გუნ­დელს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. ასე რომ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

- პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბი ახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მი­ე­ძღვნა. თუმ­ცა ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბას მი­ნი­მა­ლუ­რი დრო და­ეთ­მო და ძი­რი­თა­დად, ვი­ხი­ლეთ ის, რომ უმ­ცი­რე­სო­ბა მას­ზე ზე­წო­ლა­სა და შან­ტაჟ­ზე სა­უბ­რობ­და, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მათი მმარ­თვე­ლო­ბი­სას ჩა­დე­ნილ ცოდ­ვებს უხ­სე­ნებ­და.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" კარ­გად დახ­ვე­წეს აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მის მე­თო­დი და დე­ბა­ტე­ბი­სას, დღის ბო­ლოს, უკვე ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი იყო, რომ ყვე­ლა ერ­თსა და იმა­ვე ტექსტს იმე­ო­რებ­და. იგი­ვე მოხ­და 8 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნე­ბი­სას, - ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა - სა­ა­კაშ­ვილ­მა, მე­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გულ­გა­ხეთ­ქი­ლია, რომ პო­ლი­ცი­ამ ხალ­ხი არ და­არ­ბია და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, რო­მე­ლიც თა­ვად იქცა ქვეყ­ნის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბად. და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი ჯაბა იო­სე­ლი­ან­სა და 90-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, იგი­ვე ხდე­ბო­და 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს. თა­ვად ვარ მომსწრე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დარ­ბე­ვი­სას რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ლე­ვან რა­მიშ­ვილ­მა ოც­და­ო­რი ზარი და "მი­ა­წო­და" "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ­გუ­მენ­ტა­ცია, რა­ტომ იყო სა­ჭი­რო "იმე­დის" შე­ჩე­რე­ბა. ამ დი­რექ­ტი­ვებს შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ე­თერ­ში კა­ჭ­კა­ჭე­ბი­ვით იმე­ო­რებ­დნენ. ეს მო­დე­ლი დღე­საც არ­სე­ბობს და ნუ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, ყვე­ლა ერ­თად თუ ილა­პა­რა­კებს ზე­წო­ლა­ზე და თან ისე, რომ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა, შე­საძ­ლოა, ამ ტერ­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ იცო­დეს.

- 8 თე­ბერ­ვალს პრე­ზი­დენ­ტმა მა­ინც მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოღონდ უკვე თა­ვი­სი რე­ზი­დენ­ცი­ი­დან. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა, ალ­ბათ, ორ ნა­წი­ლად უნდა გავ­ყოთ. პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­სტი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში წა­ი­კი­თხა, მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იყო. სა­მა­გი­ე­როდ, კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი­სას, სა­ა­კაშ­ვი­ლის ლექ­სი­კა­ში დაბ­რუნ­და აგ­რე­სი­უ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვა უფრო მეტ ლი­რი­კას შე­ი­ცავ­და, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ მე­სი­ჯებს.

- მარ­თლაც, მე და­ვი­ნა­ხე ორი ვა­და­გა­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი: ერთი, რო­მე­ლიც ტექსტს კი­თხუ­ლობ­და და მე­ო­რე, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს პა­სუ­ხობ­და. ტექ­სტი აკა­დე­მი­უ­რი გახ­ლდათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი ტი­რა­დე­ბი ეფექ­ტუ­რი იყო. აღ­სა­რე­ბის მსგავ­სი მო­მენ­ტე­ბიც და­ვი­ნა­ხეთ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე ზე­წო­ლას შე­ე­ხო, გა­ნა­ცხა­და, - გაჩ­ნდა შან­სი, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ უფრო მეტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვოს. წარ­სულ­ში არ ჰქონ­და შან­სი? აკი კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 82% ენ­დო­ბო­და კუბ­ლაშ­ვი­ლის­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით? ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნა­სა­ვით გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტმა - სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დას­რულ­და და ვიდ­რე ახა­ლი და­წყე­ბუ­ლა, პა­ექ­რო­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვო­თო. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ მისი რო­მე­ლი გა­მოს­ვლა გვარ­წმუ­ნებს, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დას­რულ­და და რო­დის არ გა­უ­კე­თე­ბია ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და დე­მა­გო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოსო ცისკარიშვილი: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"

სოსო ცისკარიშვილი: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"

კოჰაბიტაცია, როგორც ჩანს, ნაადრევად "გარდაიცვალა", მაგრამ ამის აღიარება არც ჩვენ გვსურს და არც ჩვენს უცხოელ მეგობრებს. სახეზეა პოლიტიკური კრიზისის სერიოზული ნიშნები, საიდანაც ერთი ნაბიჯია სახელისუფლებო კრიზისამდე. საგანგაშო 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი კი არ არის, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ ძალას დიდად არ მოუკლავს თავი ცემა-ტყეპის ასარიდებლად. შეიძლება დაუსრულებლად ვიდაოთ იმაზე, იყო თუ არა ბიბლიოთეკასთან საკმარისი რაოდენობის პოლიციელი ან ასრულებდნენ თუ არა "ნაციონალები" გიგი უგულავას თამადობით პროვოკატორების როლს, როდესაც მაინცდამაინც გამწარებული ხალხის მასის გავლით მოინდომეს შენობაში შესვლა. მთავარი და საგანგაშო ის არის, რომ მხარეები მზად არიან, ასეთ გამწვავებებზე წავიდნენ. თუ ბიბლიოთეკის ეპიზოდი ტენდენციად იქცა, ყველაფერი უკან მოგვრჩება. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობაში მეტი თავშეკავება დაიმკვიდრებს, თუმცა აცხადებს, - "ნაციონალებმა" რაც დასთესეს, იმას იმკიანო.

- ის ყელყელაობა, რომლითაც "ნაცმოძრაობის" ლიდერები მიემართებოდნენ გადაჭედილ ქუჩებზე, თავისთავად გამომწვევი ქცევა იყო. ასეთი ქმედება აღიზიანებს იმ ნაწამებ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი. საერთოდ, არა მგონია, რომ რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩა მომხდარით, მაგრამ დაზარალდა იმიჯი იმ ქვეყნისა, სადაც თითქოსდა დემოკრატიულად მოხდა ხელისუფლების გადაცემა. მე ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან არაერთი ფაქტი მაქვს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენა. უბრალოდ, მათ მიერ შემუშავებულმა ვერაგულმა მოდელებმა შედეგი არ მოიტანა. სხვათა შორის, პრეზიდენტის გამოსვლიდან რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე - რას ველოდები პრეზიდენტის გამოსვლისგან? - ვთქვი, რომ პრეზიდენტისგან არანაირ სიურპრიზს არ ველოდი. მხოლოდ ის მსურდა, პრეზიდენტის გამოსვლას არ ჩაევლო "იმ აკომპანემენტით", რომლის კადრები შემოივლიდა მსოფლიო ტელევიზიებს. სამწუხაროდ, ამას ვერ ავცდით. სხვათა შორის, არც ეს იყო ძნელად პროგნოზირებადი. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ - რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

თუ წლების განმავლობაში თესავ ზიზღს, მასვე მიიღებ. სწორედ ამ ზიზღის გამოხატულება იყო, რაც მოხდა 8 თებერვალს. თუმცა იმედია, ჩვენი მოსახლეობა ისწავლის ემოციების მოთოკვასა და თავშეკავებას.

ნურც ის დაგვავიწყდება, რას ბრძანებდა მარტინ ლუთერ კინგი - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მოკლედ, 8 თებერვლის პროტესტის საფუძველი გინდ ქართულად გაიაზრონ "ნაციონალებმა", გინდ ამერიკულად, ორივე ფორმულა მოქმედებს ქართულ რეალობაში.

- წესით, 8 თებერვალს პრეზიდენტი ანგარიშით პარლამენტში უნდა წარმდგარიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მისი გამოსვლა გადადო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ საზოგადოებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა.

- არ გამოვრიცხავ, რომ ქუთაისის პარლამენტთან გადაღებული კადრები უფრო მძიმე საყურებელი ყოფილიყო, ვიდრე ის, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვნახეთ. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დივიდენდის მომტანია დღევანდელი უმრავლესობისთვის გადაწყვეტილება პრეზიდენტის გამოსვლის გადადების შესახებ. ეს, ცხადია, არაერთი ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორის უკმაყოფილების საბაბი გახდება და ამ გადადებულ გამოსვლას მიეწერება 8 თებერვლის აურზაური.

ჩვენს უცხოელ მეგობრებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმ მილიონ ორასი ათას ადამიანზე, რომლებიც თავისი ხელმოწერებით ადასტურებენ რეალობას - საქართველოს დღეს ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ ჰყავს და სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა 20 იანვარს ამოიწურა. თუმცა, სწორედ ახლა, იმ დებატების შემდეგ, რაც მოვისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, უპრიანი იქნებოდა, სააკაშვილისგან გაეგოთ მისი დამოკიდებულება იმ დიქტატორული საკონსტიტუციო მუხლის მიმართ, რომელიც უფლებას აძლევს, პარლამენტის გვერდის ავლით, უბის წიგნაკში ჩამოწეროს გვარ-სახელები და მას საქართველოს მთავრობა უწოდოს. ჩვენ პრეზიდენტის რეზიდენციაში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მოვისმინეთ, რომ თურმე "ნაციონალები" მზად არიან ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისთვის, მაგრამ პარლამენტში გამოსვლისას ეს სააკაშვილის არც ერთ თანაგუნდელს არ დაუფიქსირებია. ასე რომ, სააკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის არის განკუთვნილი.

- პარლამენტში გამართული დებატები ახსენეთ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნა. თუმცა ამ ცვლილებების გარშემო მსჯელობას მინიმალური დრო დაეთმო და ძირითადად, ვიხილეთ ის, რომ უმცირესობა მასზე ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობდა, უმრავლესობა კი "ნაციონალებს" მათი მმართველობისას ჩადენილ ცოდვებს უხსენებდა.

- "ნაციონალებმა" კარგად დახვეწეს აქტივისტებისთვის საშინაო დავალების მიცემის მეთოდი და დებატებისას, დღის ბოლოს, უკვე ღიმილის მომგვრელი იყო, რომ ყველა ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა. იგივე მოხდა 8 თებერვლის მოვლენებისას, - ყველამ ერთნაირი კომენტარი გააკეთა - სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, რომელიც გულგახეთქილია, რომ პოლიციამ ხალხი არ დაარბია და უშიშროების საბჭოს მდივანმა, რომელიც თავად იქცა ქვეყნისთვის საშიშროებად. დაიწყეს საუბარი ჯაბა იოსელიანსა და 90-იან წლებში დაბრუნებაზე. სხვათა შორის, იგივე ხდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს. თავად ვარ მომსწრე, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისას როგორ განახორციელა ლევან რამიშვილმა ოცდაორი ზარი და "მიაწოდა" "ნაციონალებს" არგუმენტაცია, რატომ იყო საჭირო "იმედის" შეჩერება. ამ დირექტივებს შემდეგ მაშინდელი პარტიის წევრები სხვადასხვა ტელეეთერში კაჭკაჭებივით იმეორებდნენ. ეს მოდელი დღესაც არსებობს და ნუ გაგვიკვირდება, ყველა ერთად თუ ილაპარაკებს ზეწოლაზე და თან ისე, რომ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ამ ტერმინის მნიშვნელობაც არ იცოდეს.

- 8 თებერვალს პრეზიდენტმა მაინც მიმართა საზოგადოებას, ოღონდ უკვე თავისი რეზიდენციიდან. სააკაშვილის გამოსვლა, ალბათ, ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პარლამენტში გამოსვლისთვის განკუთვნილი ტექსტი, რომელიც პრეზიდენტმა რეზიდენციაში წაიკითხა, მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული იყო. სამაგიეროდ, კითხვა-პასუხის რეჟიმისას, სააკაშვილის ლექსიკაში დაბრუნდა აგრესიული ტერმინოლოგია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სიტყვა უფრო მეტ ლირიკას შეიცავდა, ვიდრე პოლიტიკურ მესიჯებს.

- მართლაც, მე დავინახე ორი ვადაგასული პრეზიდენტი: ერთი, რომელიც ტექსტს კითხულობდა და მეორე, რომელიც ჟურნალისტებს პასუხობდა. ტექსტი აკადემიური გახლდათ და საზოგადოებაზე გათვლილი ტირადები ეფექტური იყო. აღსარების მსგავსი მომენტებიც დავინახეთ. მაგალითად, როდესაც ის სასამართლო სისტემაზე ზეწოლას შეეხო, განაცხადა, - გაჩნდა შანსი, რომ სასამართლო სისტემამ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს. წარსულში არ ჰქონდა შანსი? აკი კუბლაშვილის სასამართლოს მოსახლეობის 82% ენდობოდა კუბლაშვილისვე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით? ასევე აღმოჩენასავით გააკეთა პრეზიდენტმა - საარჩევნო კამპანია დასრულდა და ვიდრე ახალი დაწყებულა, პაექრობისა და ცილისწამებისგან თავი უნდა შევიკავოთო. უკაცრავად, მაგრამ მისი რომელი გამოსვლა გვარწმუნებს, რომ საარჩევნო კამპანია დასრულდა და როდის არ გაუკეთებია ცილისმწამებლური და დემაგოგიური განცხადებები ოპონენტების მიმართ?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ