პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"
"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"

ინ­ჟი­ნე­რი მა­მი­სა და ეკო­ნო­მის­ტი დე­დის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ 24 წლი­სამ ჩა­ა­ბა­რა თე­ატ­რა­ლურ­ში, ამ­ბობს, ბე­ბე­რი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვიო. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ასაკს არაფ­რად მი­იჩ­ნევს. მე­ქალ­თა­ნის იარ­ლი­ყიც მი­აკ­რეს მსა­ხი­ობს, მაგ­რამ დი­დად არც ეს ადარ­დებს. "სხვებ­ზე ისე­თებს ამ­ბო­ბენ, მე­ქალ­თა­ნე მერ­ქვას მირ­ჩე­ვია", - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ზაზა ბეჟაშ­ვილ­მა. მას ამ სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ცოტა თუ იც­ნობს. ზუ­ზუს გმი­რი სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ის კა­ტოს პირ­ველ, უქ­ნა­რა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმარს, ნი­კას თა­მა­შობს.

დღეს ზუ­ზუს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ორი უბა­ნი მახ­სოვს მშობ­ლი­უ­რად - მა­მის სახ­ლი დიღ­მის მა­სივ­ში იყო, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე, დედა ვე­რე­ლია და იქაც დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე, რაც მამა გარ­და­იც­ვა­ლა, 4 წლის ვი­ყა­ვი მა­შინ. ვე­რი­დან დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, დიღ­მის მა­სივ­ში. ვე­რა­ზე იტა­ლი­უ­რი ეზო გვქონ­და და ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მახ­სოვს. დედა ბუ­ღალ­ტერ-ეკო­ნო­მის­ტია. ზო­გა­დად ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ქა­ლია, მაგ­რამ მა­ინც მუ­შა­ობ­და. კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ხომ არ­სად არ აგ­ვი­ა­ნებ­დნენ, დედა ყო­ველ­თვის აგ­ვი­ა­ნებ­და და რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის ეპა­ტი­ე­ბო­და, თან სა­ა­თო­ბით აგ­ვი­ა­ნებ­და. პე­დი­ატ­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მის სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა. მახ­სოვს, ვას­წრებ­დი კი­დეც დე­დას სამ­სა­ხურ­ში მის­ვლას. მამა ინ­ჟი­ნე­რი იყო, არა­ზარ­მა­ცი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი. 41 წლის ასაკ­ში ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- სამი წლით უფ­რო­სი ძმა მყავს, კახა. სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს და ორი­ვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვართ ამ ფაქ­ტით (იცი­ნის).

- რო­გორც უმ­ცროსს, გა­თა­მა­მებ­დნენ მშობ­ლე­ბი?

- ასე ვერ ვი­ტყო­დი, თვი­თონ ვი­თა­მა­მებ­დი თავს. მე რო­გო­რი ბავ­შვიც ვი­ყა­ვი, ისე­თი შვი­ლი რომ მყავ­დეს, შე­იძ­ლე­ბა მოვ­კლა. შე­მეძ­ლო უმი­ზე­ზოდ დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი ია­ტაკ­ზე და ფე­ხე­ბი მე­ბა­კუ­ნე­ბი­ნა. ეგო­ის­ტუ­რად ვი­თხოვ­დი ყვე­ლა­ფერს.

- გაგ­დი­ო­და?

- რა­ღაც ეტა­პამ­დე გამ­დი­ო­და, დე­დის წყა­ლო­ბით. თუმ­ცა მახ­სოვს 2-3 შემ­თხვე­ვა, როცა იმ­დე­ნად გა­და­ვიყ­ვა­ნე დე­და­ჩე­მი ჭკუ­ი­დან, ტან­ზე და­მა­ხია ყვე­ლა­ფე­რი და გა­რეთ გა­მაგ­დო. 9 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ზამ­თა­რი არ იყო მა­შინ, ამა­ში გა­მი­მარ­თლა. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის პა­ცი­ენ­ტი ვი­ყა­ვი ბავ­შვო­ბა­ში და ვერ მომ­ხე­დეს, არ მიმ­კურ­ნა­ლეს. ჩემ­ნა­ირ ბავ­შვს არ უნდა გა­უ­ვი­დეს ერთხელ, იმი­ტომ, რომ მერე სულ თა­ვი­სას გა­ი­ტანს.

- მა­მის­გან რა გახ­სოვს, რით ჰგავ­ხარ მას?

- გა­რეგ­ნო­ბით ვგა­ვარ, ჩემი და მისი ფოტო ერ­თად რომ ნა­ხოთ, სიძ­ვე­ლით მიხ­ვდე­ბით, რო­მე­ლია მა­მა­ჩე­მი. ხა­სი­ა­თით დე­დას ვგა­ვარ. თვი­თონ არ უნდა ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა. ზარ­მა­ცი ვარ, ოღონდ არა საქ­მე­ში. საქ­მეს არ გა­ვა­ფუ­ჭებ, მაგ­რამ ურე­ჟი­მო­ბა, ღა­მის თე­ნე­ბა, დაგ­ვი­ა­ნე­ბა - ჩემი სტი­ლია.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის­გან?

- დე­დის­გან მახ­სოვს, რომ არ უნდა მო­ვი­ტყუო. ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ მარ­თლაც დამ­ჭირ­დეს ტყუ­ი­ლის თქმა, ვერც იმას ვი­ტყვი, რომ არ გა­მომ­დის, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და მარ­თლა გან­ვიც­დი, რომ ვიც­რუე.

- 4 წლი­სამ თუ გა­აც­ნო­ბი­ე­რე მა­მის და­კარ­გვა?

- არა... მამა მახ­სოვს რა­ტომ­ღაც ერთი დი­ლის ფრაგ­მენ­ტი­დან, რო­გორ მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში. მახ­სოვს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, დე­დამ ნა­თე­სავ­თან წაგ­ვიყ­ვა­ნა, გაგ­ვა­რი­დეს სი­ტუ­ა­ცი­ას. ბო­ლოს მა­ინც მოგ­ვიყ­ვა­ნეს. მახ­სოვს პა­ნაშ­ვი­დე­ბი, სა­ცო­და­ვად რომ გი­ყუ­რე­ბენ, დაგ­ტი­რი­ან.

- რო­გო­რი იყო ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ოჯახ­ში...

- კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში შიმ­ში­ლი ნაკ­ლე­ბად იყო, თუმ­ცა ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გვი­ცხოვ­რია. დედა მა­ინც ცდი­ლობ­და, არ გვეგ­რძნო უმა­მო­ბა. მოს­კო­ვის ფორ­მა გვეც­ვა, გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით სას­კო­ლო ჩან­თით, რვე­უ­ლე­ბით და "პე­ნა­ლი­თაც" და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. 43 მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვით კლას­ში და მარ­ტო მე არ მყავ­და მამა. ერთხელ შე­მო­ვიდ­ნენ კლას­ში დი­რექ­ტო­რი, სას­წავ­ლო ნა­წი­ლი, დამ­რი­გე­ბე­ლი სლუ­კუ­ნით, რა სა­წყა­ლია ბეჟაშ­ვი­ლიო და მა­ჩუ­ქეს ქურ­თუ­კი. ეს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი იყო, ობ­ლის­თვის ქურ­თუ­კი უნდა ეჩუ­ქე­ბი­ნათ. სა­ში­ნე­ლი ქურ­თუ­კი იყო. მოკ­ლე მქონ­და მკლა­ვე­ბი, მი­წე­ლავ­დნენ და იყ­ვნენ ერთ ამ­ბავ­ში. მერე დე­და­ჩე­მი მი­ვი­და სკო­ლა­ში და ეჩხუ­ბა პე­და­გო­გებს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა იყო ეს ჩემ­თვის. სა­ცო­და­ვის იმი­ჯი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია ჩემ­თვის. ზოგს მოს­წონს ეს იმი­ჯი. ზოგს, ფული რომ აქვს, მა­ინც ამ­ბობს, არ მაქ­ვსო. მოს­წონთ, რომ ეცო­დე­ბათ... გა­ჭირ­ვე­ბა მახ­სოვს 90-იანი წლე­ბი­დან. ეს იყო ქვის ხანა. იყო ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც ამას გა­უძ­ლეს, რა­ღაც ჰქონ­დათ გა­და­ნა­ხუ­ლი, ვი­ღა­ცებ­მა ოქ­რო­ე­ბი გა­ყი­დეს, ზოგ­მა მუ­თა­ქე­ბი გახ­სნა. ჩვენ­თან და­ი­წყო შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, დეპ­რე­სია. გა­ყი­ნულ სახ­ლშიც გა­მიღ­ვი­ძია და მში­ე­რიც წავ­სულ­ვარ სკო­ლა­ში.

- ზუზუ, ქუ­ჩამ რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცა?

- მე "ქუ­ჩის აკა­დე­მი­ას" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აკა­დე­მი­ას" და­ვარ­ქმევ­დი. სახ­ლი­დან წა­ვე­დი, გა­მო­ვე­დი მე-9 კლა­სი­დან, სიმ­ღე­რა მინ­დო­და. სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე. და­ვი­წყე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა, ავირ­ჩიე ის ხალ­ხი მე­გობ­რად, ვინც მე მინ­დო­და, უბ­ნი­და­ნაც წა­ვე­დი. ვერ გე­ტყვი, რომ ბირ­ჟა­ზე ვი­დე­ქი. ჩემი ძმა იყო მაგ ცხოვ­რე­ბის ოს­ტა­ტი და მისი ხათ­რით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­ბე­დავ­და. ისე, მომ­წონ­და ეს მფარ­ვე­ლო­ბა...

- სახ­ლი­დან რა­ტომ წახ­ვე­დი?

- პრო­ტეს­ტი მქონ­და იმის, რომ უნდა მე­ცხოვ­რა ისე, რო­გორც მოს­წონს სხვას. არ მიყ­ვარს რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, როცა გი­თი­თე­ბენ, რა არის ცუდი და რა - კარ­გი. ჩვენ­თან სახ­ლში ყო­ველ­თვის "წე­სი­ე­რი" ხალ­ხი მო­დი­ო­და და ეს მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, პრო­ტეს­ტი დაგ­როვ­და და წა­ვე­დი, ჩემ­ნა­ი­რე­ბი ვი­პო­ვე.

- რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ შენ­ნა­ი­რე­ბი?

- ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც დღეს მყავს გარ­შე­მო. ხალ­ხი, რო­მელ­საც უყ­ვარს მუ­სი­კა, გარ­თო­ბა, ღამე არ სძი­ნავს. მა­შინ გავ­სინ­ჯეთ ალ­კოჰო­ლიც. 14 წლის ვი­ყა­ვი, ნიკა ლო­მი­ძე რომ გა­მაც­ნეს. აი, ასე­თი ტი­პე­ბი იყ­ვნენ ჩემ­ნა­ი­რე­ბი.

- დედა არ გა­ნიც­დი­და შენს სწრაფ­ვას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ?

- დედა ჩე­მი­ა­ნი იყო და დღემ­დე ასეა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია, მის­თვის გული რომ მეტ­კი­ნა.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- იმ­დე­ნად ადრე მო­ვინ­დო­მე მსა­ხი­ო­ბო­ბა, რომ ყვე­ლა­ზე გვი­ან გა­მო­მი­ვი­და. რო­გორც გი­თხა­რით, მე-9 კლა­სი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი და სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლუ­რი გან­ხრით. მა­პა­ტი­ოს ამ სას­წავ­ლე­ბელ­მა, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა, არ მო­მე­წო­ნა სი­ტუ­ა­ცია, ხალ­ხი, ცოტა ვერ მას­წავ­ლეს, ცოტა არ ვის­წავ­ლე, მივ­ხვდი, რომ არ იყო ჩემი. მერე ღა­მის სკო­ლა­ში შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი, და­ვამ­თავ­რე და ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში. ბე­ბე­რი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, 24 წლის, მაგ­რამ ჩემი კურ­სე­ლე­ბი უფრო ჰგავ­დნენ 30 წლი­სებს, ვიდ­რე მე. ჯგუ­ფე­ლებ­მა ჩემი ასა­კი რომ გა­ი­გეს, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ბალ­ზამს ხომ არ იკე­თე­ბო (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი...

- კი­რო­ვის პარკში იყო "ელიტ კლუ­ბი", სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და და ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რა­ღაც შოუს სტილ­ში იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, არც გაგ­ვივ­ლია, ვი­დე­ქით და 60 ლარი მომ­ცეს. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­სე­ტე­ბი შე­ვი­ძი­ნე ამ ფუ­ლით. მერე ისე­თი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ო­დის­თვის შემ­დგარ­ნი იყ­ვნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში. იმ პე­რი­ო­დის­თვის კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს მჩუქ­ნიდ­ნენ. ახლა რომ სახ­ლი მა­ჩუ­ქო, ისე მი­ხა­რო­და მა­შინ 100 დო­ლა­რი. ეს დიდი თან­ხა იყო, ხალ­ხი 100 დო­ლარ­ზე თვე­ო­ბით ცხოვ­რობ­და, ოჯახ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დი მა­შინ ნა­ჩუ­ქა­რი ფუ­ლით.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- პირ­ვე­ლად ალ­ბათ მზრუნ­ვე­ლო­ბის გამო შე­მიყ­ვარ­და. სხვა­ნა­ი­რად იღ­ვი­ძებ, როცა გიყ­ვარს.

- ზუზუ, სა­ხე­ლი გაქვს გა­ტე­ხი­ლი, ამ­ბო­ბენ, რომ ასა­კით შენ­ზე ბევ­რად უფ­როს ქა­ლებ­თან გაქვს რო­მა­ნი...

- მქო­ნია რამ­დე­ნი­მე ასე­თი რო­მა­ნი, მაგ­რამ მა­შინ იყო ეს დიდი სხვა­ო­ბა, დღეს ათი წელი არა­ფე­რია. არა­ფერ შუ­ა­შია ასა­კი, თუ ჰარ­მო­ნი­ა­ში ხარ ადა­მი­ან­თან. პრო­თე­ზი­ან ქალ­თან კი ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვარ.

- მე­ქალ­თა­ნეს რომ გი­წო­დე­ბენ, ესეც გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- იცი რა, ისეთ სა­ში­ნე­ლე­ბებს ამ­ბო­ბენ ზოგ­ზე, ჯობს თქვან, რომ ქალი მიყ­ვარს. მარ­თლა მიყ­ვარს, მაგ­რამ არა ავად­მყო­ფუ­რად. უბ­რა­ლოდ, ბევრ გო­გოს­თან ვმე­გობ­რობ, ხში­რად მხე­და­ვენ გო­გო­ნებ­თან და ამი­ტომ მო­მაკ­რეს ეგ იარ­ლი­ყიც.

- ზუზუ, 36 წლის ხარ, არც ერთხელ არ გი­ფიქ­რია ოჯა­ხის შექ­მნა­ზე?

- ოჯახ­ზე არა, მაგ­რამ სამი წელი რომ ადა­მი­ან­თან იცხოვ­რებ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ოფი­ცი­ა­ლუ­რია თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­მომ­ხე­დე და წარ­მო­იდ­გი­ნე, მე - ქმა­რი, ცო­ლე­უ­რე­ბი, სი­დედრ-სი­მამ­რი, არ შე­მიძ­ლია! არც ვტი­პობ, არც ვფი­ლო­სო­ფო­სობ. პა­ტა­რა ვარ ჯერ ალ­ბათ. დიდი ბიჭი რომ გა­ვიზ­რდე­ბი, ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბი, რა ფორ­მა მივ­ცე ამ ურ­თი­ერ­თო­ბას.

- ამა­სო­ბა­ში ამო­ი­ცა­ნი ქა­ლის ფე­ნო­მე­ნი? კარ­გად იც­ნობ ქა­ლებს?

- ამოც­ნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი არ მიყ­ვარს, წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნი­ვი­თაა. ვის­თა­ნაც მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლამ ბევ­რი მას­წავ­ლა. ცუ­დად არა­ვინ მახ­სენ­დე­ბა. რა­ტომ­ღაც მერე არა­ვინ აღარ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის მე­ნატ­რე­ბა მათ­თან მე­გობ­რო­ბა.

- შენ თუ ას­წავ­ლე მათ რამე?

- ალ­ბათ, ცალ­მხრი­ვად არა­ფე­რი ხდე­ბა. მაგ­რამ ამის აღი­ა­რე­ბა უჭირს ხალ­ხს. მე არ მი­ჭირს... ბევრ ქალ­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, არა მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი. ბევ­რი "ძმა­კა­ცი" ქალი მყავს, ვინც თა­ვის პი­რა­დულ­ზე მე­ჭო­რა­ვე­ბა. ასე რომ, შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ვიც­ნობ ქა­ლებს.

- მა­შინ გაგ­ვიმ­ხი­ლე, რა სჭირ­დე­ბა ქალს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის?

- ჰარ­მო­ნია სჭირ­დე­ბა ქალ­საც და კაც­საც. აქ სქე­სი არა­ფერ შუ­ა­შია. ადა­მი­ან­მა ყვე­ლა წუ­თის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ი­ღოს, მა­შინ არის ბედ­ნი­ე­რი. თუ რამე სე­რი­ო­ზუ­ლი, ტრა­გი­კუ­ლი არ ხდე­ბა, ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით უნდა შე­ხე­დო.

- დღეს რას აკე­თებს ზუზუ?

- ვუდი ალე­ნის პი­ე­სას "სიკ­ვდი­ლი აკა­კუ­ნებს" დგამს გაგა გო­შა­ძე და ამა­ზე ვმუ­შა­ობთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­კის სარ­დაფ­ში და­იდ­გმე­ბა ეს სპექ­ტაკ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე "თევ­ზი". ეს მის­ტი­კუ­რი დრა­მა სტუ­დენ­ტის გა­და­ღე­ბუ­ლია, დე­ტექ­ტი­ვი ვი­თა­მა­შე. თა­ვი­დან მე და მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა ჩავ­თვა­ლეთ, რომ და­ვეხ­მა­რეთ ამ სტუ­დენტს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ვერ­სია რომ ვნა­ხეთ, მივ­ხვდით, რომ თვი­თონ დაგ­ვეხ­მა­რა. კარ­გი გა­მო­ვი­და, სა­ფეს­ტი­ვა­ლო ფილ­მია. პა­რა­ლე­ლუ­რად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წილ­ზე" ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და სრუ­ლი სა­გი­ჟე­თი მქონ­და.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, შენს რო­მელ ნა­ბიჯს ნა­ნობ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ვნა­ნობ, რომ დე­დას ვუყ­ვი­რე რამ­დენ­ჯერ­მე, მე­გობ­რებს ვა­წყე­ნი­ნე, ვატ­კი­ნე, მაგ­რამ ასე­თია ზუზუ, ფი­ცხი, მაგ­რამ გულ­ჩვი­ლი. ესაა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, შეც­დო­მებ­ზე ვსწავ­ლობთ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"

"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"

ინჟინერი მამისა და ეკონომისტი დედის ოჯახში გაიზარდა. მსახიობობა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, მაგრამ 24 წლისამ ჩააბარა თეატრალურში, ამბობს, ბებერი სტუდენტი ვიყავიო. სასიყვარულო ურთიერთობებში ასაკს არაფრად მიიჩნევს. მექალთანის იარლიყიც მიაკრეს მსახიობს, მაგრამ დიდად არც ეს ადარდებს. "სხვებზე ისეთებს ამბობენ, მექალთანე მერქვას მირჩევია", - მითხრა ინტერვიუს ბოლოს ზაზა ბეჟაშვილმა. მას ამ სახელითა და გვარით ცოტა თუ იცნობს. ზუზუს გმირი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ძალიან პოპულარულია. ის კატოს პირველ, უქნარა და უპასუხისმგებლო ქმარს, ნიკას თამაშობს.

დღეს ზუზუს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- თბილისში დავიბადე. ორი უბანი მახსოვს მშობლიურად - მამის სახლი დიღმის მასივში იყო, სკოლაც იქ დავამთავრე, დედა ვერელია და იქაც დიდ დროს ვატარებდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც მამა გარდაიცვალა, 4 წლის ვიყავი მაშინ. ვერიდან დავდიოდი სკოლაში, დიღმის მასივში. ვერაზე იტალიური ეზო გვქონდა და ძალიან თბილი ურთიერთობები მახსოვს. დედა ბუღალტერ-ეკონომისტია. ზოგადად ძალიან ზარმაცი ქალია, მაგრამ მაინც მუშაობდა. კომუნისტების პერიოდში ხომ არსად არ აგვიანებდნენ, დედა ყოველთვის აგვიანებდა და რატომღაც ყოველთვის ეპატიებოდა, თან საათობით აგვიანებდა. პედიატრიის ინსტიტუტში მუშაობდა გარკვეული პერიოდი. ძალიან მიყვარდა მის სამსახურში მისვლა. მახსოვს, ვასწრებდი კიდეც დედას სამსახურში მისვლას. მამა ინჟინერი იყო, არაზარმაცი, მოწესრიგებული, პუნქტუალური. 41 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.

- დედმამიშვილები გყავს?

- სამი წლით უფროსი ძმა მყავს, კახა. საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს და ორივე ძალიან ბედნიერი ვართ ამ ფაქტით (იცინის).

- როგორც უმცროსს, გათამამებდნენ მშობლები?

- ასე ვერ ვიტყოდი, თვითონ ვითამამებდი თავს. მე როგორი ბავშვიც ვიყავი, ისეთი შვილი რომ მყავდეს, შეიძლება მოვკლა. შემეძლო უმიზეზოდ დავწოლილიყავი იატაკზე და ფეხები მებაკუნებინა. ეგოისტურად ვითხოვდი ყველაფერს.

- გაგდიოდა?

- რაღაც ეტაპამდე გამდიოდა, დედის წყალობით. თუმცა მახსოვს 2-3 შემთხვევა, როცა იმდენად გადავიყვანე დედაჩემი ჭკუიდან, ტანზე დამახია ყველაფერი და გარეთ გამაგდო. 9 წლის ვიქნებოდი. ზამთარი არ იყო მაშინ, ამაში გამიმართლა. ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი ბავშვობაში და ვერ მომხედეს, არ მიმკურნალეს. ჩემნაირ ბავშვს არ უნდა გაუვიდეს ერთხელ, იმიტომ, რომ მერე სულ თავისას გაიტანს.

- მამისგან რა გახსოვს, რით ჰგავხარ მას?

- გარეგნობით ვგავარ, ჩემი და მისი ფოტო ერთად რომ ნახოთ, სიძველით მიხვდებით, რომელია მამაჩემი. ხასიათით დედას ვგავარ. თვითონ არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ზარმაცი ვარ, ოღონდ არა საქმეში. საქმეს არ გავაფუჭებ, მაგრამ ურეჟიმობა, ღამის თენება, დაგვიანება - ჩემი სტილია.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

- დედისგან მახსოვს, რომ არ უნდა მოვიტყუო. ვცდილობ გავითვალისწინო. შეიძლება, ზოგჯერ მართლაც დამჭირდეს ტყუილის თქმა, ვერც იმას ვიტყვი, რომ არ გამომდის, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება და მართლა განვიცდი, რომ ვიცრუე.

- 4 წლისამ თუ გააცნობიერე მამის დაკარგვა?

- არა... მამა მახსოვს რატომღაც ერთი დილის ფრაგმენტიდან, როგორ მიდიოდა სამსახურში. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, დედამ ნათესავთან წაგვიყვანა, გაგვარიდეს სიტუაციას. ბოლოს მაინც მოგვიყვანეს. მახსოვს პანაშვიდები, საცოდავად რომ გიყურებენ, დაგტირიან.

- როგორი იყო ფინანსური მდგომარეობა, სოციალური ფონი ოჯახში...

- კომუნისტების პერიოდში შიმშილი ნაკლებად იყო, თუმცა ფუფუნებაში არ გვიცხოვრია. დედა მაინც ცდილობდა, არ გვეგრძნო უმამობა. მოსკოვის ფორმა გვეცვა, გამოვირჩეოდით სასკოლო ჩანთით, რვეულებით და "პენალითაც" დანარჩენებისგან. 43 მოსწავლე ვიყავით კლასში და მარტო მე არ მყავდა მამა. ერთხელ შემოვიდნენ კლასში დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი სლუკუნით, რა საწყალია ბეჟაშვილიო და მაჩუქეს ქურთუკი. ეს სკოლის შინაგანაწესი იყო, ობლისთვის ქურთუკი უნდა ეჩუქებინათ. საშინელი ქურთუკი იყო. მოკლე მქონდა მკლავები, მიწელავდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. მერე დედაჩემი მივიდა სკოლაში და ეჩხუბა პედაგოგებს. ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ეს ჩემთვის. საცოდავის იმიჯი ყველაზე საშინელია ჩემთვის. ზოგს მოსწონს ეს იმიჯი. ზოგს, ფული რომ აქვს, მაინც ამბობს, არ მაქვსო. მოსწონთ, რომ ეცოდებათ... გაჭირვება მახსოვს 90-იანი წლებიდან. ეს იყო ქვის ხანა. იყო ოჯახები, რომელთაც ამას გაუძლეს, რაღაც ჰქონდათ გადანახული, ვიღაცებმა ოქროები გაყიდეს, ზოგმა მუთაქები გახსნა. ჩვენთან დაიწყო შიმშილი, სიცივე, დეპრესია. გაყინულ სახლშიც გამიღვიძია და მშიერიც წავსულვარ სკოლაში.

- ზუზუ, ქუჩამ რა გამოცდილება მოგცა?

- მე "ქუჩის აკადემიას" ჩემს ცხოვრებაში "დამოუკიდებლობის აკადემიას" დავარქმევდი. სახლიდან წავედი, გამოვედი მე-9 კლასიდან, სიმღერა მინდოდა. საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე. დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, ავირჩიე ის ხალხი მეგობრად, ვინც მე მინდოდა, უბნიდანაც წავედი. ვერ გეტყვი, რომ ბირჟაზე ვიდექი. ჩემი ძმა იყო მაგ ცხოვრების ოსტატი და მისი ხათრით ვერავინ ვერაფერს მიბედავდა. ისე, მომწონდა ეს მფარველობა...

- სახლიდან რატომ წახვედი?

- პროტესტი მქონდა იმის, რომ უნდა მეცხოვრა ისე, როგორც მოსწონს სხვას. არ მიყვარს რეჟიმში ცხოვრება, როცა გითითებენ, რა არის ცუდი და რა - კარგი. ჩვენთან სახლში ყოველთვის "წესიერი" ხალხი მოდიოდა და ეს მაღიზიანებდა, პროტესტი დაგროვდა და წავედი, ჩემნაირები ვიპოვე.

- როგორები იყვნენ შენნაირები?

- ისეთები, როგორებიც დღეს მყავს გარშემო. ხალხი, რომელსაც უყვარს მუსიკა, გართობა, ღამე არ სძინავს. მაშინ გავსინჯეთ ალკოჰოლიც. 14 წლის ვიყავი, ნიკა ლომიძე რომ გამაცნეს. აი, ასეთი ტიპები იყვნენ ჩემნაირები.

- დედა არ განიცდიდა შენს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ?

- დედა ჩემიანი იყო და დღემდე ასეა. საბედნიეროდ, ისეთი არაფერი ჩამიდენია, მისთვის გული რომ მეტკინა.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- იმდენად ადრე მოვინდომე მსახიობობა, რომ ყველაზე გვიან გამომივიდა. როგორც გითხარით, მე-9 კლასიდან გამოვიტანე საბუთები და საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე თეატრალური განხრით. მაპატიოს ამ სასწავლებელმა, მაგრამ საშინელი მდგომარეობა დამხვდა, არ მომეწონა სიტუაცია, ხალხი, ცოტა ვერ მასწავლეს, ცოტა არ ვისწავლე, მივხვდი, რომ არ იყო ჩემი. მერე ღამის სკოლაში შევიტანე საბუთები, დავამთავრე და ჩავაბარე თეატრალურში. ბებერი სტუდენტი ვიყავი, 24 წლის, მაგრამ ჩემი კურსელები უფრო ჰგავდნენ 30 წლისებს, ვიდრე მე. ჯგუფელებმა ჩემი ასაკი რომ გაიგეს, მეკითხებოდნენ, ბალზამს ხომ არ იკეთებო (იცინის).

- პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

- კიროვის პარკში იყო "ელიტ კლუბი", სადაც ჩემი მეგობარი მუშაობდა და ერთ-ერთ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. რაღაც შოუს სტილში იყო გაკეთებული, არც გაგვივლია, ვიდექით და 60 ლარი მომცეს. მუსიკალური კასეტები შევიძინე ამ ფულით. მერე ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებიც იმ პერიოდისთვის შემდგარნი იყვნენ თავიანთ პროფესიაში. იმ პერიოდისთვის კოლოსალურ თანხებს მჩუქნიდნენ. ახლა რომ სახლი მაჩუქო, ისე მიხაროდა მაშინ 100 დოლარი. ეს დიდი თანხა იყო, ხალხი 100 დოლარზე თვეობით ცხოვრობდა, ოჯახსაც ვეხმარებოდი მაშინ ნაჩუქარი ფულით.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- პირველად ალბათ მზრუნველობის გამო შემიყვარდა. სხვანაირად იღვიძებ, როცა გიყვარს.

- ზუზუ, სახელი გაქვს გატეხილი, ამბობენ, რომ ასაკით შენზე ბევრად უფროს ქალებთან გაქვს რომანი...

- მქონია რამდენიმე ასეთი რომანი, მაგრამ მაშინ იყო ეს დიდი სხვაობა, დღეს ათი წელი არაფერია. არაფერ შუაშია ასაკი, თუ ჰარმონიაში ხარ ადამიანთან. პროთეზიან ქალთან კი ნამდვილად არ ვყოფილვარ.

- მექალთანეს რომ გიწოდებენ, ესეც გაღიზიანებს?

- იცი რა, ისეთ საშინელებებს ამბობენ ზოგზე, ჯობს თქვან, რომ ქალი მიყვარს. მართლა მიყვარს, მაგრამ არა ავადმყოფურად. უბრალოდ, ბევრ გოგოსთან ვმეგობრობ, ხშირად მხედავენ გოგონებთან და ამიტომ მომაკრეს ეგ იარლიყიც.

- ზუზუ, 36 წლის ხარ, არც ერთხელ არ გიფიქრია ოჯახის შექმნაზე?

- ოჯახზე არა, მაგრამ სამი წელი რომ ადამიანთან იცხოვრებ, რა მნიშვნელობა აქვს, ოფიციალურია თუ არა ურთიერთობა, შემომხედე და წარმოიდგინე, მე - ქმარი, ცოლეურები, სიდედრ-სიმამრი, არ შემიძლია! არც ვტიპობ, არც ვფილოსოფოსობ. პატარა ვარ ჯერ ალბათ. დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, ალბათ დავფიქრდები, რა ფორმა მივცე ამ ურთიერთობას.

- ამასობაში ამოიცანი ქალის ფენომენი? კარგად იცნობ ქალებს?

- ამოცნობილი ქალები არ მიყვარს, წაკითხული წიგნივითაა. ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ყველამ ბევრი მასწავლა. ცუდად არავინ მახსენდება. რატომღაც მერე არავინ აღარ მელაპარაკება, მაგრამ მე ყოველთვის მენატრება მათთან მეგობრობა.

- შენ თუ ასწავლე მათ რამე?

- ალბათ, ცალმხრივად არაფერი ხდება. მაგრამ ამის აღიარება უჭირს ხალხს. მე არ მიჭირს... ბევრ ქალთან მქონია ურთიერთობა, არა მხოლოდ სექსუალური. ბევრი "ძმაკაცი" ქალი მყავს, ვინც თავის პირადულზე მეჭორავება. ასე რომ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიცნობ ქალებს.

- მაშინ გაგვიმხილე, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- ჰარმონია სჭირდება ქალსაც და კაცსაც. აქ სქესი არაფერ შუაშია. ადამიანმა ყველა წუთისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, მაშინ არის ბედნიერი. თუ რამე სერიოზული, ტრაგიკული არ ხდება, ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო.

- დღეს რას აკეთებს ზუზუ?

- ვუდი ალენის პიესას "სიკვდილი აკაკუნებს" დგამს გაგა გოშაძე და ამაზე ვმუშაობთ. სავარაუდოდ, ვაკის სარდაფში დაიდგმება ეს სპექტაკლი. პარალელურად ვმუშაობდი მოკლემეტრაჟიან ფილმზე "თევზი". ეს მისტიკური დრამა სტუდენტის გადაღებულია, დეტექტივი ვითამაშე. თავიდან მე და მანანა აბრამიშვილმა ჩავთვალეთ, რომ დავეხმარეთ ამ სტუდენტს, მაგრამ საბოლოო ვერსია რომ ვნახეთ, მივხვდით, რომ თვითონ დაგვეხმარა. კარგი გამოვიდა, საფესტივალო ფილმია. პარალელურად "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილზე" ვიყავი დაკავებული და სრული საგიჟეთი მქონდა.

- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ, შენს რომელ ნაბიჯს ნანობ ყველაზე მეტად?

- ვნანობ, რომ დედას ვუყვირე რამდენჯერმე, მეგობრებს ვაწყენინე, ვატკინე, მაგრამ ასეთია ზუზუ, ფიცხი, მაგრამ გულჩვილი. ესაა ჩვენი ცხოვრება, შეცდომებზე ვსწავლობთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება