მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?
ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, გუ­რი­ის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­გო­ბა­რი, პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი, თბი­ლი­სე­ლი ზაზა პეტ­რი­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, რა­მაც ოზურ­გეთ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ზოგს მი­აჩ­ნდა, რომ პეტ­რი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად და­ნიშ­ნეს. ცნო­ბი­ლი იყო ის ფაქ­ტიც, რომ მას და­ვით დარ­ჩია და კოტე შა­რა­შე­ნი­ძე ოზურ­გე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის პოსტზე, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლის ერო­დი გორ­დე­ლა­ძის და­ნიშ­ვნას სთხოვ­დნენ. თუმ­ცა ზაზა პეტ­რი­აშ­ვილ­მა დარ­ჩი­ას მო­თხოვ­ნე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში კვლავ წა­მო­ი­წია ერო­დი გორ­დე­ლა­ძის შსს გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის თემა. გორ­დე­ლა­ძის და­ნიშ­ვნას ლო­ბი­რებს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით დარ­ჩია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­კურ­სე­ლი და მე­გო­ბა­რია. "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ჩია პო­ლი­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი კად­რე­ბის და­ნიშ­ვნას ცდი­ლობს და ეს მხო­ლოდ გორ­დე­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში არ ხდე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვით დარ­ჩია ღიად არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ ერო­დი გორ­დე­ლა­ძე მისი კან­დი­და­ტუ­რაა და მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ოზურ­გეთს და გუ­რი­ას სჭირ­დე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?

ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?

არჩევნების შემდეგ, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსად ირაკლი ალასანიას მეგობარი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, თბილისელი ზაზა პეტრიაშვილი დაინიშნა, რამაც ოზურგეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მიაჩნდა, რომ პეტრიაშვილი პოლიტიკური სიტუაციის დასარეგულირებლად დანიშნეს. ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ მას დავით დარჩია და კოტე შარაშენიძე ოზურგეთის პოლიციის უფროსის პოსტზე, ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელის ეროდი გორდელაძის დანიშვნას სთხოვდნენ. თუმცა ზაზა პეტრიაშვილმა დარჩიას მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

ბოლო პერიოდში კვლავ წამოიწია ეროდი გორდელაძის შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის თემა. გორდელაძის დანიშვნას ლობირებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაკურსელი და მეგობარია. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, დარჩია პოლიციაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს და ეს მხოლოდ გორდელაძის შემთხვევაში არ ხდება. ამ ინფორმაციას დავით დარჩია ღიად არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეროდი გორდელაძე მისი კანდიდატურაა და მისი პროფესიონალიზმი ოზურგეთს და გურიას სჭირდება. 

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა