Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული
ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული

ბა­თუმ­ში ახა­ლი კორ­პუ­სე­ბის 80 პრო­ცენ­ტი ირა­ნე­ლებს აქვთ შეს­ყი­დუ­ლი. ამის შე­სა­ხებ მოძ­რა­ო­ბა "ეროვ­ნუ­ლე­ბის" ლი­დე­რი სან­დრო მრე­გა­ძე გა­ზეთ "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს.

ბრე­გა­ძე მიგ­რა­ცი­ის ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი იმიგ­რან­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში კრი­მი­ნა­ლია.

"ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, მე ამ სა­კი­თხზე ერთი თვის წინ ვი­სა­უბ­რე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და­მე­თან­ხმა, რომ სა­ჭი­როა მიგ­რა­ცი­ის ახა­ლი კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა. აქ სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად არ არის რა­ღაც ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე... მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვცხოვ­რობ­დი გერ­მა­ნი­ა­ში და ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ემიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურ­თან. ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა უწევთ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღონ, აღა­რა­ფერს ვლა­პა­რა­კობ მი­წის ყიდ­ვა­ზე. ჩვენ ვნა­ხეთ ჩი­ნუ­რი ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტი, მაგ­რამ არ გვი­ნა­ხავს, რა იგეგ­მე­ბო­და აჭა­რის რე­გი­ონ­ში... იქ უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი და­სახ­ლე­ბა ირა­ნე­ლე­ბის­თვის. სხვა­თა შო­რის, აჭა­რა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლია უკვე გა­ყი­დუ­ლი. თუ ამე­რი­კა და­ი­წყებს ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ა­წყდე­ბა ასი­ა­თა­სო­ბით ირა­ნე­ლი. მე მშე­ნებ­ლებ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი, მათ მი­თხრეს, ბა­თუმ­ში ახა­ლი კორ­პუ­სე­ბის 80 პრო­ცენ­ტი ირა­ნე­ლებს აქვთ შეს­ყი­დუ­ლიო. გარ­და ამი­სა, დღეს ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის, იმათ არა­ვინ ამოწ­მებს. არა­და მათი უმე­ტე­სო­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლია, ისი­ნი ცი­ხე­ებს გა­მო­ექ­ცნენ. უახ­ლო­ეს ხან­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვი­ღებთ მა­ფი­ებს", - აცხა­დებს მოძ­რა­ო­ბა "ეროვ­ნუ­ლე­ბის" ლი­დე­რი.

ბრე­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო.

"ჩვენ ჩვე­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი აქ არ გვე­ყო­ფა, ახლა კი­დევ რომ გვე­მა­ტე­ბი­ან? ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. სხვა­თა შო­რის, ამა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო. თუ ეს პრობ­ლე­მაც არ მოგ­ვარ­და, ჩვენ მი­ვი­ღებთ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­საც ვე­ღა­რა­სო­დეს გა­მო­ვას­წო­რებთ", - ამ­ბობს ბრე­გა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული

ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული

ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული. ამის შესახებ მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო მრეგაძე გაზეთ "ალიასთან" საუბარში აცხადებს.

ბრეგაძე მიგრაციის ახალი კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული იმიგრანტების უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში კრიმინალია.

"ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მე ამ საკითხზე ერთი თვის წინ ვისაუბრე და ბიძინა ივანიშვილიც დამეთანხმა, რომ საჭიროა მიგრაციის ახალი კანონის შემუშავება. აქ საუბარი ნამდვილად არ არის რაღაც ქსენოფობიაზე... მე პირადად ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი გერმანიაში და ვთანამშრომლობდი ემიგრაციის სამსახურთან. ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მკაცრი კანონები, ჩვენს მოქალაქეებს მრავალწლიანი პროცედურების გავლა უწევთ იმისთვის, რომ ცხოვრების უფლება მიიღონ, აღარაფერს ვლაპარაკობ მიწის ყიდვაზე. ჩვენ ვნახეთ ჩინური ქალაქის პროექტი, მაგრამ არ გვინახავს, რა იგეგმებოდა აჭარის რეგიონში... იქ უნდა აშენებულიყო მსგავსი დასახლება ირანელებისთვის. სხვათა შორის, აჭარაში ძალიან ბევრი სახლია უკვე გაყიდული. თუ ამერიკა დაიწყებს ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს, საქართველოს მოაწყდება ასიათასობით ირანელი. მე მშენებლებთან მქონდა საუბარი, მათ მითხრეს, ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდულიო. გარდა ამისა, დღეს ვინც საქართველოში შემოდის, იმათ არავინ ამოწმებს. არადა მათი უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში კრიმინალია, ისინი ციხეებს გამოექცნენ. უახლოეს ხანში საქართველოში მივიღებთ მაფიებს", - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი.

ბრეგაძის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო.

"ჩვენ ჩვენი კრიმინალები აქ არ გვეყოფა, ახლა კიდევ რომ გვემატებიან? ეს ყველაფერი სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია. სხვათა შორის, ამაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული უშიშროების საბჭო. თუ ეს პრობლემაც არ მოგვარდა, ჩვენ მივიღებთ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელსაც ვეღარასოდეს გამოვასწორებთ", - ამბობს ბრეგაძე.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"