აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის პირველი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი 3 წევრისაგან შედგება. ოჯახის უფროსი არჩილ ხაბაძე, მეუღლე თამუნა სირაბიძე და შვილი, 1 წლის თეკლა. არჩილ ხაბაძეს თავის სახელზე ორი ბინა აქვს: ბათუმში (32 კვ.მ.) კობალაძის ქუჩაზე და რამდენიმე თვის წინ, საბანკო სესხით შეძენილი (81 კვ.მ.) მოცულობის ბინა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მას მანქანა ან სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია.
მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც "ქართუ ბანკის" ბათუმის ფილიალის დირექტორი იყო, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე მხოლოდ 1 ლარი და 9 თეთრი აქვს. სახელფასო ბარათზე კი - 9700 ლარიანი კრედიტი. მის სახელზე ორი სესხია: "ქართუ ბანკის" ბათუმის ფილიალის უკვე ექს-დირექტორს იპოთეკური სესხი "საქართველოს ბანკში" აქვს, ჯამში 100 ათასი დოლარი. ამავე ბანკის ანგარიშზე 1900 ლარი აქვს, სხვა სახის ფულადი დანაზოგი არ გააჩნია.
სრული ვერსია