ექიმი-ინფექციონისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ექიმი-ინფექციონისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ექიმი-ინფექციონისტები გრიპის ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წლის სეზონზე ღორის გრიპით (H1N1 შტამი) სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, 67 პაციენტს H1N1 შტამი დაუდგინდა, ხოლო 6 პაციენტს - B ტიპის გრიპი.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპით დაავადებული ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოს. ასევე, სახლიდან არ უნდა გავიდეს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებიდან 24 საათის განმავლობაში.

პაციენტის ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს. პრევენციის მიზნით მოქალაქეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღაბი გამოიყენონ და ყველაზე მთავარი-ხშირად დაიბანონ ხელები.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პრევენციის მიზნით სასურველია, მოქალაქეებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 20-30 ლარი ღირს.

რაც შეეხება მწვავე რესპირატორული გრიპის სიმპტომატიკას - პაციენტს მოულოდნელად უწევს სხეულის ტემპერატურა, დამახასიათებელია ინტოქსიკაცია, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში ხველა და სურდო.

გრიპის შემთხვევები კლებას მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"