8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ შეკრებული ადამიანების მისამართით პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ ეპითეტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ იზიარებს და აცხადებს, რომ მას იქ კრიმინალთა ბრბო არ დაუნახავს.
პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ უსუფაშვილმა ხაზაგასმით აღნიშნა, რომ მან ხელი პარლამენტში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას მოაწერა, ხოლო ის, რაზეც შეთანხმდნენ ისაა, რომ მსგავს ინციდენტს ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა –ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. იმ აქტით, რომელსაც ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღეს სწორედ პოლიტიკურმა პატიმრება და დევნილებმა. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს. იქ იყო შეკრებული ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა და ამ დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს. რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანას არ წაადგება, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის დაგეგმილი, პროვოცირებული, თუ ბოლომდე ყურადღება ვერმიქცეული. ამიტომ სწორია პოლიტიკური პროცესის სწორედ პარლამენტში გადატანა", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: