მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური შს მინისტრს პასუხობს
სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური შს მინისტრს პასუხობს

სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის პრეს­სამ­სა­ხუ­რი თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლის უპა­სუ­ხოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის, დაზ­ვერ­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ 2012 წლის აპ­რილ­ში დამ­ტკიც­და.

ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებს ევა­ლე­ბათ და­სა­ცა­ვი პი­რის მი­მართ შე­საძ­ლო საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­შრე­ბით წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნო­ნი "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" არ ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას.

8 თე­ბერ­ვალს, მუდ­მივ­მოქ­მე­დი გეგ­მის თა­ნახ­მად, სდსს-ს მიერ ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ იქ­ნენ პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი. დღის 15:00 სა­ათ­ზე მოხ­და ად­გილ­ზე შეხ­ვედ­რა და მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა. და­ახ­ლე­ბით დღის 16:00 სა­ა­თი­სათ­ვის, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბულ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ჯგუ­ფე­ბი შე­ურთდა. 15:00 სა­ა­თი­სათ­ვის თბი­ლი­სის მე­რი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბით ფურ­ცე­ლა­ძე-გუ­დი­აშ­ვი­ლი­სა და ჯორ­ჯა­ძე-გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­და­კეტ­ვა. გეგ­მის მი­ხედ­ვით, ეს ქუ­ჩე­ბი პო­ლი­ცი­ის მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა­გან, რაც პო­ლი­ცი­ამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მუდ­მი­ვად ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა, შეჭ­რი­ლიყ­ვნენ შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც უკვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. შეჭ­რის მცდე­ლო­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ იქნა აღ­კვე­თი­ლი.

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­სას­ვლე­ლით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გამო: 1. გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­თა­და­რი­გო შე­სას­ვლე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლი­დან სულ რა­ღაც 20-30 მეტ­რით იყო და­ცი­ლე­ბუ­ლი და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში მდე­ბა­რე­ობ­და; 2. ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩი­დან იტა­ლი­უ­რი ეზოს გავ­ლით ბიბ­ლი­ო­თე­კის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­სას­ვლე­ლით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეზო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სიმ­რავ­ლის გამო.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ კა­ნო­ნი "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ფი­ზი­კურ დაც­ვას მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხელ­ყო­ფი­სა­გან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური შს მინისტრს პასუხობს

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური შს მინისტრს პასუხობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრესსამსახური შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო დაცვის პრესსამსახური თავს ვალდებულად თვლის უპასუხოს შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის ერთობლივი მოქმედებების მუდმივმოქმედი გეგმა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, დაზვერვისა და სახელმწიფო სპეციალური სამსახურების მიერ 2012 წლის აპრილში დამტკიცდა.

ამ გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს ევალებათ დასაცავი პირის მიმართ შესაძლო საფრთხეებთან დაკავშრებით წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დროულად მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დახმარების აღმოჩენა და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ კანონი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" არ ავალდებულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

8 თებერვალს, მუდმივმოქმედი გეგმის თანახმად, სდსს-ს მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნენ პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები. დღის 15:00 საათზე მოხდა ადგილზე შეხვედრა და მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. დაახლებით დღის 16:00 საათისათვის, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულ აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ჩამოსული ჯგუფები შეურთდა. 15:00 საათისათვის თბილისის მერიამ უზრუნველყო რკინის ჯებირებით ფურცელაძე-გუდიაშვილისა და ჯორჯაძე-გუდიაშვილის ქუჩების გადაკეტვა. გეგმის მიხედვით, ეს ქუჩები პოლიციის მიერ გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ავტომანქანებისაგან, რაც პოლიციამ ვერ უზრუნველყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს მუდმივად ჰქონდათ მცდელობა, შეჭრილიყვნენ შენობის ტერიტორიაზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეჭრის მცდელობა უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი.

ალტერნატიული შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო შემდეგი მიზეზების გამო: 1. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათადარიგო შესასვლელი ცენტრალური შესასვლელიდან სულ რაღაც 20-30 მეტრით იყო დაცილებული და მომიტინგეების მხედველობის არეში მდებარეობდა; 2. ფურცელაძის ქუჩიდან იტალიური ეზოს გავლით ბიბლიოთეკის სამსახურებრივი შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ეზოში აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ