პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს
 პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

პრე­ზი­დენ­ტი შს მი­ნისტრს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა ევა­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამმრღვევ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა შს მი­ნის­ტრის მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ ჩვენც გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ იმ შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­კეთ­და. ვწუხ­ვართ, რომ ამ თე­მა­ზე კი­დევ ერთხელ გვი­წევს კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ იმ არა­კომ­პე­ტენ­ტურ შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც შს მი­ნის­ტრის მიერ გა­ის­მა. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ გახ­ლავთ ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა და მას არ ევა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­რღვევ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნით აქვს მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ას. უნდა ით­ქვას ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან ამ ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დამ­დგა­რა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ და­სა­ცა­ვი ობი­ექ­ტი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

ამ კონ­ტექ­სტში პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ყვე­ლა უწყე­ბას მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. "შს სა­მი­ნის­ტრო არა­ერ­თხელ იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. მივ­მარ­თავთ ყვე­ლას, შე­წყდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

 პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ევალება და საზოგადოებრივი წესრიგის დამმრღვევთა წინააღმდეგ ქმედებებს ახორციელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება შს მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ ჩვენც გამოვეხმაუროთ იმ შეფასებას, რომელიც შს სამინისტროში გაკეთდა. ვწუხვართ, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ გვიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ იძულებული ვართ გამოვეხმაუროთ იმ არაკომპეტენტურ შეფასებას, რომელიც შს მინისტრის მიერ გაისმა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მას არ ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ვალდებულება კანონით აქვს მხოლოდ პოლიციას. უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების აუცილებლობა არ დამდგარა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასაცავი ობიექტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამ კონტექსტში პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყველა უწყებას მიმართა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება მათთვის მიუღებელია. "შს სამინისტრო არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი პროვოკაციის თაობაზე. მივმართავთ ყველას, შეწყდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა