საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი აღმოჩნდა
ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი აღმოჩნდა

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში 42 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი A(H1N1), ე.წ. ღო­რის გრი­პის ვირუ­სი აღ­მოჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ 42 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ე.წ. ღო­რის გრი­პი იყო. ზა­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრი­პის სე­ზონ­ზე უკვე დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 72 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 5 B ტი­პის გრი­პის ვირუ­სი იყო, და­ნარ­ჩე­ნი კი A (H1N1), ე.წ. ღო­რის გრი­პი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან სამი ლე­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ზა­ხაშ­ვი­ლის ცნო­ბით, ბოლო სამი კვი­რაა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. "შემ­თხვე­ვებ­მა პიკს მი­აღ­წია, თუ უკვე დაბ­ლა ვეშ­ვე­ბით, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გრი­პის სე­ზო­ნი ზო­გა­დად 5-8 კვი­რა­ზე მეტ­ხანს არ გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

ზა­ხაშ­ვი­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი შე­საძ­ლოა იყ­ვნენ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი. ამ­დე­ნად, მათ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ექიმს უნდა მი­მარ­თონ და არა ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და­სა­დას­ტუ­რებ­ლად.

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში 42 წლის ქალი გუ­შინ გარ­დაც­ვა­ლა. იგი კლი­ნი­კა­ში 10 დღე მკურ­ნა­ლობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი აღმოჩნდა

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი აღმოჩნდა

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი A(H1N1), ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი იყო. ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპის სეზონზე უკვე დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 5 B ტიპის გრიპის ვირუსი იყო, დანარჩენი კი A (H1N1), ე.წ. ღორის გრიპი. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან სამი ლეტალურად დამთავრდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ. ზახაშვილის ცნობით, ბოლო სამი კვირაა შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება. "შემთხვევებმა პიკს მიაღწია, თუ უკვე დაბლა ვეშვებით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის სეზონი ზოგადად 5-8 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება", - აღნიშნა მან.

ზახაშვილის თქმით, გარდაცვლილის ახლობლები შესაძლოა იყვნენ ზემოთ აღნიშნული ვირუსის მატარებლები. ამდენად, მათ მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართონ და არა ლაბორატორიას დასადასტურებლად.

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალი გუშინ გარდაცვალა. იგი კლინიკაში 10 დღე მკურნალობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"