მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"
"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"

გან­ვაგ­რძობთ "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბის, ლე­ვან ჩა­ჩუ­ა­სა და რატი მა­ი­სუ­რა­ძის მო­ნა­თხრო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად აღი­ა­რა და 2013 წლის 13 იან­ვარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ლე­ვან ჩა­ჩუა: - არ­სე­ბობს იდეა, რომ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბი შე­იკ­რი­ბოს და წიგ­ნად გა­მო­ი­ცეს, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ენით გად­მო­ცე­მა ძნე­ლია. მე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გა­უ­ბე­დუ­რე­ბას შე­ვეს­წა­რი, ყვე­ლაფ­რის გად­მო­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ცი­ხე­ში შეს­ვლა და­ახ­ლო­ე­ბით დან­ტე ალი­გი­ე­რის აღ­წე­რილ ჯო­ჯო­ხეთ­ში შეს­ვლას ჰგავს, სა­დაც ზღურ­ბლთან უნდა და­ტო­ვო ყვე­ლა­ფე­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი სურ­ვი­ლე­ბი, გრძნო­ბე­ბი ან იმე­დი. გლ­და­ნის ცი­ხე­ში რომ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლი შოკი მა­შინ გან­ვი­ცა­დე - სარ­და­ფი­დან გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი, ყმუ­ი­ლი და კვნე­სა ამო­დი­ო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მძი­მედ იმოქ­მე­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შიც სა­ში­ნე­ლი სი­ბინ­ძუ­რე და სიბ­ნე­ლე იყო, ტუ­ა­ლე­ტი­დან წყა­ლი მო­ე­დი­ნე­ბო­და, რა­საც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­მე­ლად და და­სა­ბა­ნად იყე­ნებ­დნენ...

- რას ამ­ბობთ, ტუ­ა­ლე­ტის წყალს სვამ­დით?

- მე გა­რე­დან შე­მომ­დი­ო­და საკ­ვე­ბიც და წყა­ლიც, მაგ­რამ უპატ­რო­ნო­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ეს წყა­ლი და­ე­ლი­ათ. სხვა­თა შო­რის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რო ზე­წო­ლა პრო­კუ­რორ­თან ყოფ­ნის დრო­საც გან­ვი­ცა­დე, რო­დე­საც ჩემს ად­ვო­კატს, ნა­თია სი­რა­ძეს პრო­კუ­რორ­მა აგი­ნა. ად­ვო­კა­ტი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვი­და, რომ იტი­რა და იქით გა­მიხ­და და­სა­წყნა­რე­ბე­ლი. ჩვენ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის დამ­ცვე­ლი 8 კაცი, ისე წაგ­ვიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის მე-8 ცი­ხე­ში, თით­ქოს ტე­რო­რის­ტე­ბი ვი­ყა­ვით, წინ და უკან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჩაგ­ვი­ყე­ნეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი მიგ­ვა­ცი­ლებ­და.

სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რეთ თუ არა, ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს ფუქ­სებ­ში, სა­დაც კა­მე­რე­ბის კა­რებ­თან ძაღ­ლე­ბი­ვით მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ჩა­მუხ­ლუ­ლი, თავ­ზე რკი­ნის მუ­ზა­რად­ჩა­მოც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვნა­ხე. მი­თხრეს, ჭკუ­ით თუ არ იქ­ნე­ბი, შენც ეს დღე გე­ლი­სო. ეს ხალ­ხი მუ­ზა­რა­დე­ბის მოხ­დას ითხოვ­და, რად­გან გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე იყო, ზო­გი­ერ­თი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 15-20 დღეც კი ჰყავ­დათ. შე­მიყ­ვა­ნეს კა­რან­ტინ­ში - ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში, სა­დაც 35 კაცი გა­ჭირ­ვე­ბით იდგა, არა­და, პა­ტიმ­რებს ყო­ველ­დღე ამა­ტებ­დნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ჭე­ბამ­დე წყალ­ში ვი­დე­ქით. კა­რან­ტინს ყო­ველ პა­რას­კევს შლი­ან. მე ერთი კვი­რის გა­ტა­რე­ბა მო­მიხ­და იქ, ზოგს ერთ თვე­საც ამ­ყო­ფებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, პი­ლო­ტე­ბის საქ­მე­ზე და­ჭე­რილ­მა რუს­ლან გა­ლოგ­რემ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ა­რა კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა, მაგ­რამ მა­ინც არ გა­იყ­ვა­ნეს. არ გვქონ­და არც ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი და არც სა­პო­ნი. აუ­ტა­ნელ ჭუ­ჭყში გვიხ­დე­ბო­და ყოფ­ნა. რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი ერთი ჯა­მი­დან ბინ­ძუ­რი თი­თე­ბით შე­ექ­ცე­ო­და სა­ზი­ზღარ სა­ლა­ფავს. მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა შიმ­ში­ლი ერთი დღე მო­ით­მი­ნო, ორი, სამი, მაგ­რამ მე­ო­ცე დღეს მა­ინც ხომ შე­ჭამ-მეთ­ქი? კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის დროს სა­თი­თა­ოდ იძა­ხებ­დნენ პა­ტიმ­რებს და სას­ტი­კად სცემ­დნენ. ზოგს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას სთხოვ­დნენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"

"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"

განვაგრძობთ "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო გასამართლებულების, ლევან ჩაჩუასა და რატი მაისურაძის მონათხრობის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ ისინი პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა და 2013 წლის 13 იანვარს გაათავისუფლეს.

ლევან ჩაჩუა: - არსებობს იდეა, რომ პატიმრის წამების ამსახველი ეპიზოდები შეიკრიბოს და წიგნად გამოიცეს, თუმცა ამ ყველაფრის ენით გადმოცემა ძნელია. მე იმდენი ადამიანის გაუბედურებას შევესწარი, ყველაფრის გადმოცემა გამიჭირდება. ციხეში შესვლა დაახლოებით დანტე ალიგიერის აღწერილ ჯოჯოხეთში შესვლას ჰგავს, სადაც ზღურბლთან უნდა დატოვო ყველაფერი, ადამიანური სურვილები, გრძნობები ან იმედი. გლდანის ციხეში რომ მიგვიყვანეს, პირველი შოკი მაშინ განვიცადე - სარდაფიდან განწირული კივილი, ყმუილი და კვნესა ამოდიოდა. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორშიც საშინელი სიბინძურე და სიბნელე იყო, ტუალეტიდან წყალი მოედინებოდა, რასაც დაკავებულები სასმელად და დასაბანად იყენებდნენ...

- რას ამბობთ, ტუალეტის წყალს სვამდით?

- მე გარედან შემომდიოდა საკვებიც და წყალიც, მაგრამ უპატრონოები იძულებული იყვნენ, ეს წყალი დაელიათ. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურო ზეწოლა პროკურორთან ყოფნის დროსაც განვიცადე, როდესაც ჩემს ადვოკატს, ნათია სირაძეს პროკურორმა აგინა. ადვოკატი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ იტირა და იქით გამიხდა დასაწყნარებელი. ჩვენ, მართლმადიდებლობის დამცველი 8 კაცი, ისე წაგვიყვანეს გლდანის მე-8 ციხეში, თითქოს ტერორისტები ვიყავით, წინ და უკან ავტომობილები ჩაგვიყენეს, შეიარაღებული ხალხი მიგვაცილებდა.

სამედიცინო შემოწმება გავიარეთ თუ არა, ჩაგვიყვანეს ფუქსებში, სადაც კამერების კარებთან ძაღლებივით მიჯაჭვული, ჩამუხლული, თავზე რკინის მუზარადჩამოცმული ადამიანები ვნახე. მითხრეს, ჭკუით თუ არ იქნები, შენც ეს დღე გელისო. ეს ხალხი მუზარადების მოხდას ითხოვდა, რადგან გაუსაძლისი სიცხე იყო, ზოგიერთი ასეთ მდგომარეობაში 15-20 დღეც კი ჰყავდათ. შემიყვანეს კარანტინში - ერთ პატარა ოთახში, სადაც 35 კაცი გაჭირვებით იდგა, არადა, პატიმრებს ყოველდღე ამატებდნენ. ფაქტობრივად, კოჭებამდე წყალში ვიდექით. კარანტინს ყოველ პარასკევს შლიან. მე ერთი კვირის გატარება მომიხდა იქ, ზოგს ერთ თვესაც ამყოფებდნენ. მაგალითად, პილოტების საქმეზე დაჭერილმა რუსლან გალოგრემ რამდენჯერმე გაიარა კარანტინის დაშლა, მაგრამ მაინც არ გაიყვანეს. არ გვქონდა არც ტუალეტის ქაღალდი და არც საპონი. აუტანელ ჭუჭყში გვიხდებოდა ყოფნა. რამდენიმე პატიმარი ერთი ჯამიდან ბინძური თითებით შეექცეოდა საზიზღარ სალაფავს. მაშინ გავიფიქრე, შეიძლება ადამიანმა შიმშილი ერთი დღე მოითმინო, ორი, სამი, მაგრამ მეოცე დღეს მაინც ხომ შეჭამ-მეთქი? კარანტინის დაშლის დროს სათითაოდ იძახებდნენ პატიმრებს და სასტიკად სცემდნენ. ზოგს თანამშრომლობაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ