სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა
თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა

"ახალ ხმა­ში" თიკა ჯამ­ბუ­რი­ას გა­მო­ჩე­ნას დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა, ფი­ნა­ლამ­დე სმს-ლი­დე­რის სტა­ტუ­სით მი­ვი­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იმ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო, რომ ფი­ნა­ლის დღე ტი­რილ­ში გა­ა­ტა­რა. სა­ბო­ლო­ოდ სცე­ნა­ზე მა­ინც გა­ვი­და და იმ­ღე­რა. რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს დროს შე­ვა­ტყვე, ამ ყვე­ლაფ­რით ძა­ლი­ან დათ­რგუნ­ვი­ლი და დაღ­ლი­ლია, ეგ­ვიპ­ტე­ში აპი­რებს დას­ვე­ნე­ბას, რის შემ­დე­გაც პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ასა­წყო­ბა­დაც იქ­ნე­ბა მზად. "ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლამ აი­წყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, მათ შო­რის ჩემ­მა ქმარ­მაც, მე კი ამა­ზე არ ვფიქ­რობ, არა­და, ნელ-ნელა ვხვდე­ბი, რომ დროა, მეც მივ­ხე­დო ამ საქ­მეს", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- კონ­კურ­სის შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­და ყვე­ლა­ფე­რი და ღირ­სე­ულ­მა მო­ი­გო. მე სა­ლო­მეს ერთ-ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გახ­ლდით და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ სწო­რედ მან გა­ი­მარ­ჯვა. ჩემი აზ­რით, ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა გა­მარ­ჯვე­ბის ტოლ­ფა­სია, რო­დე­საც შვი­დი ათა­სი კა­ცი­დან ოთხე­ულ­ში ხვდე­ბი, ეს უკვე დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

- თუმ­ცა სა­ზო­გა­დე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდა გა­მარ­ჯვე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ კონ­კურ­სის იდეა ახა­ლი ხმის აღ­მო­ჩე­ნა იყო, სა­ლო­მე კი ტუ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა. შენ რას ფიქ­რობ?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ამ კონ­კურ­სის უცხო­ურ ანა­ლო­გებს ჰქვია "ვი­ო­სი", ანუ ხმა და არა "ახა­ლი ხმა". პრო­ექ­ტის ბრი­ტა­ნულ ანა­ლოგ­ში მო­ნა­წი­ლობს ქალი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ალ­ბო­მი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, წარ­დგე­ნი­ლი იყო "გრე­მის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ მა­ინც მო­ნა­წი­ლე­ობს, რად­გან ჰქონ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­უ­ზა და უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი შე­ახ­სე­ნოს. პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია რო­გორც ცნო­ბილ და წარ­მა­ტე­ბულ მომ­ღე­რალს, ასე­ვე სრუ­ლი­ად უც­ნობ­საც. ჩემი აზ­რით, შეც­დო­მა იყო ის, რომ ხაზი არ გა­ვუს­ვით ამ დე­ტალს.

- კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა ალა­პა­რაკ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე, თა­ვად რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- კონ­კუ­რენ­ცია იგ­რძნო­ბო­და არა მო­ნა­წი­ლე­ებს, არა­მედ მწვრთნე­ლებს შო­რის, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დღემ­დე ვმე­გობ­რობთ და ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- ფი­ნა­ლის­ტი ნინი ცნო­ბი­ლა­ძე ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობ­და არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე და გულ­და­წყვე­ტი­ლიც იყო...

- არ ვიცი, ნი­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ იყო საქ­მე, მაგ­რამ პი­რა­დად მე მსგავ­სი არა­ფე­რი მიგ­რძნია. კონ­კუ­რენ­ცი­ის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ კრი­ტი­კა ნამ­დვი­ლად არ და­უ­შუ­რე­ბი­ათ ჩემ­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თიკა ჯამ­ბუ­რია რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასე არ გამ­ლან­ძღავ­დნენ. ლა­პა­რა­კობ­დნენ ჩემს უნი­ჭო­ბა­ზე, ჩემს წო­ნა­ზე, ხაზს უს­ვამ­დნენ ჩემს ყვე­ლა­ნა­ირ მი­ნუსს. ხან მაგ­და ვა­სა­ძეს მა­და­რებ­დნენ, ხან სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს, რაც, ჩემი აზ­რით, უხერ­ხუ­ლია, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი ვართ და ყვე­ლას თა­ვი­სი სტი­ლი აქვს. მივ­ხვდი, რომ ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია, ის, რაც ჩემ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იწე­რე­ბო­და, ყო­ველ­გვარ სა­ზღვრებს სცილ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს სა­კი­თხი იმით გა­და­ვა­გო­რე, რომ ჩემი ფა­ნე­ბის­გან ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე დიდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი, ისე­თი თბი­ლი მე­სი­ჯე­ბი მომ­დი­ო­და, უფ­ლე­ბა არ მქონ­და, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა და თავი კარ­გად არ წარ­მო­მე­ჩი­ნა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ გატ­კი­ნა გული?

- ფი­ნა­ლის დღე იყო პიკი, ახ­ლაც მიკ­ვირს, რო­გორ ვი­დე­ქი სცე­ნა­ზე და რო­გორ ვმღე­რო­დი, მთე­ლი დღე ვტი­რო­დი, რად­გან ბო­ლოს გაჩ­ნდა გვერ­დე­ბი, სა­დაც წერ­დნენ, რომ მე ვი­ყა­ვი სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი, რომ მა­მა­ჩემს დიდი ფული აქვს და სწო­რედ მისი ფუ­ლე­ბით მი­ვე­დი ფი­ნა­ლამ­დე. არა­და, ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ვარ, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს. ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა და კრი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ისეთ დღე­ში ჩავ­ვარ­დი, რომ ყვე­ლა მე მამ­შვი­დებ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მარ­ჯვე­ბა აღარც კი მინ­დო­და.

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გქონ­და?

- რო­გორ გი­თხრათ, ალ­ბათ მარ­თლა მე რომ მო­მე­გო, ჩემი სახ­ლის წინ მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თე­ბო­და. ამი­ტომ ჩემს გვერ­დზე დავ­წე­რე, რომ ჩემ­თვის აღა­რა­ვის და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ზებს, რით და­გა­სა­ჩუქ­რეს?

- (იცი­ნის) ნი­ნომ გა­მი­კე­თა კარ­გი სა­ჩუქ­რე­ბი. ლეპ­ტო­პი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და კი­დევ ისეთ რამ, რა­საც არ გე­ტყვით (იღი­მის), და რაც მთა­ვა­რია, სამ­სა­ხუ­რი რა­დი­ო­ში. ცოტა ხან­ში "აფხა­ზე­თის ხმის" ეთერ­ში გავა გა­და­ცე­მა სა­ხელ­წო­დე­ბით "FM სტა­ტუ­სი", რო­მელ­საც მე და შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი წა­ვუ­ძღვე­ბით. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუ­სებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ და ავ­ტო­რებ­თან გა­და­ვა­მოწ­მებთ ჭო­რებს.

- ამ ვნე­ბა­თა­ღელ­ვის შემ­დეგ რო­გორ აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას?

- ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და სიმ­შვი­დე და დას­ვე­ნე­ბა, რად­გან დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე. მარ­თა­ლია, ცოტა ხნის წინ ვთქვი, ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლებ, ოღონდ ისევ დაბ­რუნ­დეს კონ­კურ­სის პე­რი­ო­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ მარ­თლა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არ წა­მო­სუ­ლი­ყო, უფრო მეტ­საც გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ასეთ­მა მიდ­გო­მამ ძა­ლი­ან დამ­თრგუ­ნა. გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, "ახალ­მა ხმამ" შე­ი­წი­რა ჩემი თმა, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­წრით ვიზ­რდი­დი. ვარ­ცხნი­ლო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­კე­თე­ბის გამო თმა და­მეწ­ვა და შე­ვი­ჭე­რი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში ჩემს შვილს ვერ ვხე­დავ­დი, დი­ლით ადრე გავ­დი­ო­დი და შინ მა­შინ ვბრუნ­დე­ბო­დი, როცა ნი­ნას ეძი­ნა, ბავ­შვი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და, ახლა კი მთელ დროს მას­თან ვა­ტა­რებ. წლის და რვა თვი­საა ჩემი შვი­ლი, უკვე კარ­გად ლა­პა­რა­კობს და რაც მთა­ვა­რია, მღე­რის, სულ ღი­ღი­ნებს, ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი ზე­პი­რად იცის (იღი­მის).

- მა­მას­თან რამ­დე­ნად ხში­რად აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- როცა ახერ­ხებს, ბექა მა­შინ ნა­ხუ­ლობს შვილს.

- კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბექა თუ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ლა­ივ­შო­უ­ებ­ზე თუ მო­დი­ო­და ან თუ გი­რე­კავ­და?

- ლა­ივ­შო­უ­ებს ნამ­დვი­ლად არ ეს­წრე­ბო­და, მას ახა­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს და იმი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩემი დე­დამ­თი­ლი ხა­თუ­ნა მედ­გა ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში, მი­ხა­რია, რომ მე და ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილს ბე­ქას გა­რე­შეც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ბევრ ისეთ რა­მეს ვუყ­ვე­ბი, რა­საც მხო­ლოდ მე­გობ­რებ­თან ვამ­ბობ.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­საც უზი­ა­რებ?

- გარ­კვე­უ­ლი დო­ზით კი.

- თიკა, მზად ხარ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის?

- ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ და მერე უკვე ნამ­დვი­ლად მზად ვიქ­ნე­ბი. კონ­კურ­სის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე - მე, საშა პრიშ­ვი­ნი, მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი, იაკო ტო­მა­ში - ეგ­ვიპ­ტე­ში მივ­დი­ვართ ათი დღით, იქ ისე გან­ვიტ­ვირ­თე­ბი და და­ვის­ვე­ნებ, რომ მერე ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვიქ­ნე­ბი. ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლამ აი­წყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, მათ შო­რის ჩემ­მა ქმარ­მაც, მე კი ამა­ზე არ ვფიქ­რობ, არა­და, ნელ-ნელა ვხვდე­ბი, რომ დროა, მეც მივ­ხე­დო ამ საქ­მეს.

- ბექა ხომ არ და­ო­ჯახ­და?

- ჯერ არა, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, ახლო მო­მა­ვალ­ში აპი­რებს.

- ეს შენ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს?

- როცა ბე­ქა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ცოტა ხან­ში ისე იქ­ნე­ბი, თა­ვად გა­გიკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ ცხოვ­რობ­დი ბე­ქას­თა­ნო. მა­შინ არ მეს­მო­და, რას ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ უკვე იმ­დე­ნად გა­ვუ­ცხოვ­დით, ვერც კი ვიხ­სე­ნებ, რო­გორ გვიყ­ვარ­და მე და ბე­ქას ერ­თმა­ნე­თი და რო­გორ ვცხოვ­რობ­დით ერ­თად.

- ბავ­შვის გამო გი­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბე­ქას ახა­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს, მი­მაჩ­ნია, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ხში­რი კონ­ტაქ­ტი გვქონ­დეს და ამით მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო.

- იც­ნობ ბე­ქას შეყ­ვა­რე­ბულს?

- არა, ის გოგო ჩემ­ზე უფ­რო­სია და ჩვენ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვქო­ნია.

- რო­გორც მივ­ხვდი, ამ ეტაპ­ზე შენს ცხოვ­რე­ბა­ში არ არის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი...

- არა, ალ­ბათ უნდა გა­მოჩ­ნდეს სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას, რომ მი­სით და­ვინ­ტე­რეს­დე, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ან შე­იძ­ლე­ბა, ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს.

- ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ ვინ­მეს­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბის მცდე­ლო­ბა თუ გქო­ნია?

- კი, იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ ავა­წყვეთ, თუმ­ცა იმი­სი კომ­პლექ­სი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რომ ოჯა­ხი და­მენგრა და ჩემი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა "ჰე­ფი­ენ­დით" არ დას­რულ­და. უბ­რა­ლოდ, არ აე­წყო ან ვერ და­მა­ფა­სეს, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა... მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, უზარ­მა­ზა­რი სიყ­ვა­რუ­ლი გას­ცეს, მაგ­რამ იმა­ვეს ვი­თხოვ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც. რო­დე­საც სა­პა­სუ­ხოდ იმა­ვეს ვერ ვი­ღებ, ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვილს ვკარ­გავ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა

თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა

"ახალ ხმაში" თიკა ჯამბურიას გამოჩენას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ფინალამდე სმს-ლიდერის სტატუსით მივიდა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებისგან იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნო, რომ ფინალის დღე ტირილში გაატარა. საბოლოოდ სცენაზე მაინც გავიდა და იმღერა. როგორც ინტერვიუს დროს შევატყვე, ამ ყველაფრით ძალიან დათრგუნვილი და დაღლილია, ეგვიპტეში აპირებს დასვენებას, რის შემდეგაც პირადი ურთიერთობების ასაწყობადაც იქნება მზად. "ჩემ ირგვლივ ყველამ აიწყო პირადი ცხოვრება, მათ შორის ჩემმა ქმარმაც, მე კი ამაზე არ ვფიქრობ, არადა, ნელ-ნელა ვხვდები, რომ დროა, მეც მივხედო ამ საქმეს", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

- კონკურსის შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, სამართლიანად ჩატარდა ყველაფერი და ღირსეულმა მოიგო. მე სალომეს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გახლდით და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მან გაიმარჯვა. ჩემი აზრით, ფინალში მოხვედრა გამარჯვების ტოლფასია, როდესაც შვიდი ათასი კაციდან ოთხეულში ხვდები, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

- თუმცა საზოგადებაში განსხვავებული მოსაზრება გაჩნდა გამარჯვებულთან დაკავშირებით. ამ კონკურსის იდეა ახალი ხმის აღმოჩენა იყო, სალომე კი ტურების განმავლობაში არ შეცვლილა. შენ რას ფიქრობ?

- ყველა ქვეყანაში ამ კონკურსის უცხოურ ანალოგებს ჰქვია "ვიოსი", ანუ ხმა და არა "ახალი ხმა". პროექტის ბრიტანულ ანალოგში მონაწილობს ქალი, რომელსაც უამრავი ალბომი აქვს გამოცემული, წარდგენილი იყო "გრემის" ნომინაციაზე, მაგრამ მაინც მონაწილეობს, რადგან ჰქონდა გრძელვადიანი პაუზა და უნდა, საზოგადოებას თავი შეახსენოს. პროექტის ფორმატი გულისხმობს იმას, რომ მონაწილეობა შეუძლია როგორც ცნობილ და წარმატებულ მომღერალს, ასევე სრულიად უცნობსაც. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ის, რომ ხაზი არ გავუსვით ამ დეტალს.

- კონკურსის დასრულების შემდეგ საკმაოდ ხმამაღლა ალაპარაკდნენ კონკურენციაზე, თავად რას გვეტყვი ამაზე?

- კონკურენცია იგრძნობოდა არა მონაწილეებს, არამედ მწვრთნელებს შორის, მონაწილეები დღემდე ვმეგობრობთ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ფინალისტი ნინი ცნობილაძე ჩვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა არსებულ კონკურენციაზე და გულდაწყვეტილიც იყო...

- არ ვიცი, ნინის შემთხვევაში როგორ იყო საქმე, მაგრამ პირადად მე მსგავსი არაფერი მიგრძნია. კონკურენციის რა მოგახსენოთ, მაგრამ კრიტიკა ნამდვილად არ დაუშურებიათ ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, თიკა ჯამბურია რომ არ ვყოფილიყავი, ასე არ გამლანძღავდნენ. ლაპარაკობდნენ ჩემს უნიჭობაზე, ჩემს წონაზე, ხაზს უსვამდნენ ჩემს ყველანაირ მინუსს. ხან მაგდა ვასაძეს მადარებდნენ, ხან სალომე ქათამაძეს, რაც, ჩემი აზრით, უხერხულია, რადგან ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და ყველას თავისი სტილი აქვს. მივხვდი, რომ ხალხი ძალიან გაბოროტებულია, ის, რაც ჩემზე სოციალურ ქსელებში იწერებოდა, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. საბედნიეროდ, ეს საკითხი იმით გადავაგორე, რომ ჩემი ფანებისგან ოფიციალურ გვერდზე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი, ისეთი თბილი მესიჯები მომდიოდა, უფლება არ მქონდა, ამ ადამიანების იმედი გამეცრუებინა და თავი კარგად არ წარმომეჩინა.

- ყველაზე მეტად რამ გატკინა გული?

- ფინალის დღე იყო პიკი, ახლაც მიკვირს, როგორ ვიდექი სცენაზე და როგორ ვმღეროდი, მთელი დღე ვტიროდი, რადგან ბოლოს გაჩნდა გვერდები, სადაც წერდნენ, რომ მე ვიყავი სახელმწიფოს მტერი, რომ მამაჩემს დიდი ფული აქვს და სწორედ მისი ფულებით მივედი ფინალამდე. არადა, ოჯახში ერთადერთი ვარ, რომელიც მუშაობს. ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ბოროტება და კრიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ ყველა მე მამშვიდებდა. სიმართლე გითხრათ, გამარჯვება აღარც კი მინდოდა.

- გამარჯვების იმედი გქონდა?

- როგორ გითხრათ, ალბათ მართლა მე რომ მომეგო, ჩემი სახლის წინ მიტინგი გაიმართებოდა. ამიტომ ჩემს გვერდზე დავწერე, რომ ჩემთვის აღარავის დაემესიჯებინა.

- რაც შეეხება პრიზებს, რით დაგასაჩუქრეს?

- (იცინის) ნინომ გამიკეთა კარგი საჩუქრები. ლეპტოპი, აქსესუარები და კიდევ ისეთ რამ, რასაც არ გეტყვით (იღიმის), და რაც მთავარია, სამსახური რადიოში. ცოტა ხანში "აფხაზეთის ხმის" ეთერში გავა გადაცემა სახელწოდებით "FM სტატუსი", რომელსაც მე და შოთიკო ტატიშვილი წავუძღვებით. ცნობილი ადამიანების "ფეისბუქის" სტატუსებზე ვისაუბრებთ და ავტორებთან გადავამოწმებთ ჭორებს.

- ამ ვნებათაღელვის შემდეგ როგორ აგრძელებ ცხოვრებას?

- ძალიან მჭირდებოდა სიმშვიდე და დასვენება, რადგან დიდი სტრესი მივიღე. მართალია, ცოტა ხნის წინ ვთქვი, ყველაფერს გავუძლებ, ოღონდ ისევ დაბრუნდეს კონკურსის პერიოდი-მეთქი, მაგრამ მართლა რთული აღმოჩნდა ყველაფერი. საზოგადოების მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება რომ არ წამოსულიყო, უფრო მეტსაც გავაკეთებდი, მაგრამ ასეთმა მიდგომამ ძალიან დამთრგუნა. გარდა ამ ყველაფრისა, "ახალმა ხმამ" შეიწირა ჩემი თმა, რომელსაც წლების განმავლობაში სიმწრით ვიზრდიდი. ვარცხნილობის ყოველდღიურად გაკეთების გამო თმა დამეწვა და შევიჭერი. შეიძლება ითქვას, რომ კონკურსის პერიოდში ჩემს შვილს ვერ ვხედავდი, დილით ადრე გავდიოდი და შინ მაშინ ვბრუნდებოდი, როცა ნინას ეძინა, ბავშვი ძალიან მენატრებოდა, ახლა კი მთელ დროს მასთან ვატარებ. წლის და რვა თვისაა ჩემი შვილი, უკვე კარგად ლაპარაკობს და რაც მთავარია, მღერის, სულ ღიღინებს, ჩემი რეპერტუარი ზეპირად იცის (იღიმის).

- მამასთან რამდენად ხშირად აქვს ურთიერთობა?

- როცა ახერხებს, ბექა მაშინ ნახულობს შვილს.

- კონკურსის განმავლობაში ბექა თუ გგულშემატკივრობდა, ლაივშოუებზე თუ მოდიოდა ან თუ გირეკავდა?

- ლაივშოუებს ნამდვილად არ ესწრებოდა, მას ახალი ცხოვრება აქვს და იმითაა დაინტერესებული. ჩემი დედამთილი ხათუნა მედგა ყველანაირად გვერდში, მიხარია, რომ მე და ჩემს ყოფილ დედამთილს ბექას გარეშეც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ ისეთ რამეს ვუყვები, რასაც მხოლოდ მეგობრებთან ვამბობ.

- პირადი ცხოვრების დეტალებსაც უზიარებ?

- გარკვეული დოზით კი.

- თიკა, მზად ხარ ახალი ურთიერთობებისთვის?

- ცოტას დავისვენებ და მერე უკვე ნამდვილად მზად ვიქნები. კონკურსის რამდენიმე მონაწილე - მე, საშა პრიშვინი, მაკო კვიტაიშვილი, იაკო ტომაში - ეგვიპტეში მივდივართ ათი დღით, იქ ისე განვიტვირთები და დავისვენებ, რომ მერე ყველაფრისთვის მზად ვიქნები. ჩემ ირგვლივ ყველამ აიწყო პირადი ცხოვრება, მათ შორის ჩემმა ქმარმაც, მე კი ამაზე არ ვფიქრობ, არადა, ნელ-ნელა ვხვდები, რომ დროა, მეც მივხედო ამ საქმეს.

- ბექა ხომ არ დაოჯახდა?

- ჯერ არა, მაგრამ, როგორც ვიცი, ახლო მომავალში აპირებს.

- ეს შენზე უარყოფითად არ მოქმედებს?

- როცა ბექაზე ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, ცოტა ხანში ისე იქნები, თავად გაგიკვირდება, როგორ ცხოვრობდი ბექასთანო. მაშინ არ მესმოდა, რას ამბობდნენ, მაგრამ უკვე იმდენად გავუცხოვდით, ვერც კი ვიხსენებ, როგორ გვიყვარდა მე და ბექას ერთმანეთი და როგორ ვცხოვრობდით ერთად.

- ბავშვის გამო გიწევთ ურთიერთობა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბექას ახალი ცხოვრება აქვს, მიმაჩნია, არ არის აუცილებელი, ხშირი კონტაქტი გვქონდეს და ამით მისი მეორე ნახევარი გავაღიზიანო.

- იცნობ ბექას შეყვარებულს?

- არა, ის გოგო ჩემზე უფროსია და ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია.

- როგორც მივხვდი, ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში არ არის საყვარელი მამაკაცი...

- არა, ალბათ უნდა გამოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას, რომ მისით დავინტერესდე, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, ან შეიძლება, ვერ გავუგეთ ერთმანეთს.

- ოჯახის დანგრევის შემდეგ ვინმესთან რომანტიკული ურთიერთობის აწყობის მცდელობა თუ გქონია?

- კი, იყო შემთხვევა, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ასეთი ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ, თუმცა იმისი კომპლექსი ნამდვილად არ მაქვს, რომ ოჯახი დამენგრა და ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა "ჰეფიენდით" არ დასრულდა. უბრალოდ, არ აეწყო ან ვერ დამაფასეს, როგორც ხშირად ხდება... მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, უზარმაზარი სიყვარული გასცეს, მაგრამ იმავეს ვითხოვ საყვარელი ადამიანისგანაც. როდესაც საპასუხოდ იმავეს ვერ ვიღებ, ურთიერთობის სურვილს ვკარგავ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება