პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ
გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ

პრე­ზი­დენ­ტი­სა და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის წინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას არ აყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას არ ჰგო­ნა, რომ რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბის და­ყე­ნე­ბა სწო­რი იყო ამ შეხ­ვედ­რის წინ.

"მე ვფიქ­რობ, რომ თე­მე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია. ჩვენ უნდა ვი­საბ­როთ იმ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც აწუ­ხებს უმ­რავ­ლე­სო­ბას და რო­მე­ლიც ჩვენ უმ­ცი­რე­სო­ბას გვა­წუ­ხებს. ჩვენ გვა­წუ­ხებს თე­მე­ბი, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქვეყ­ნი­სათ­ვის და არა ჩვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის და სკა­მე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში დარ­ჩე­ნა ეს არის ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კი­თხზე უნდა ვი­სა­უბ­როთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე უნდა იყოს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ერთ პარ­ტი­ას არ შე­ეძ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეც­ვა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა იმ­დაგ­ვა­რად, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­უქ­მოს სა­ერ­თოდ ან კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ქვო­რუმ­მა აი­წი­ოს და რო­გორც გა­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამ სა­კი­თხებ­ზე ქვე­ყა­ნა და­ზღვე­უ­ლი უნდა იყოს.

"ასე­ვე უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სზე იყოს სა­უ­ბა­რი. ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კვო­რუ­მით უნდა იყოს სა­უ­ბა­რი, ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კვო­რუ­მით უნდა იყოს და­ცუ­ლი ქვე­ყა­ნა იმი­სა­გან, რაც სრუ­ლი­ად აშ­კა­რად ჩანს, რომ არის ამ მთავ­რო­ბის ჩა­ნა­ფიქ­რი და გეგ­მა, რომ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ დათ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტერ­სე­ბი იმის­თვის, რომ თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თემა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ

გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ

პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, "ნაციონალური მოძრაობა" არანაირ წინაპირობას არ აყენებს, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას არ ჰგონა, რომ რაიმე წინაპირობის დაყენება სწორი იყო ამ შეხვედრის წინ.

"მე ვფიქრობ, რომ თემები განსაზღვრულია. ჩვენ უნდა ვისაბროთ იმ თემებზე, რომელიც აწუხებს უმრავლესობას და რომელიც ჩვენ უმცირესობას გვაწუხებს. ჩვენ გვაწუხებს თემები, რომელიც აქტუალურია ქვეყნისათვის და არა ჩვენი თანამდებობისთვის და სკამებისთვის. შესაბამისად, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, ასევე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ერთ პარტიას არ შეეძლოს საქართველოში შეცვალოს პოლიტიკური სისტემა იმდაგვარად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმოს საერთოდ ან კონსტიტუციურმა ქვორუმმა აიწიოს და როგორც გაბაშვილი აცხადებს, ამ საკითხებზე ქვეყანა დაზღვეული უნდა იყოს.

"ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კურსზე იყოს საუბარი. ასევე ძალიან მაღალი კვორუმით უნდა იყოს საუბარი, ასევე ძალიან მაღალი კვორუმით უნდა იყოს დაცული ქვეყანა იმისაგან, რაც სრულიად აშკარად ჩანს, რომ არის ამ მთავრობის ჩანაფიქრი და გეგმა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დათმოს საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი ინტერსები იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება არანაირი ტაბუირებული თემა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა