ჰოლივუდის მსახიობი ალ პაჩინო ქალბატონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისით ყველა ქალი არ მოხიბლულა.
სერბი მოდელი და ჟურნალ "Playboy"-ს ვარსკვლავი დიანა ბეკიროვიჩი ამბობს, რომ ალ პაჩინოსნაირი მოსაწყენი მამაკაცი არასდროს უნახავს.
წყვილის რომანი 1972 წელს დაიწყო და მათ ურთიერთობას ჟურნალისტები აქტიურად განიხილავდნენ. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა, დიანა საყვარლის ხასიათმა დაღალა და დაშორდა.
"ის ყოველთვის დაძაბული იყო და ყველაფერზე ღელავდა. ალი მოსაწყენი კაცია. მის გვერდით თავს ქალად ვერასდროს ვგრძნობდი. მას უყვარს მბრძანებლობა და როდესაც ერთად ვიყავით, მისი კატეგორიული მოთხოვნების მოსმენა სისტემატურად მიწევდა. დარწმუნებული ვარ, მისი გულშემატკივრები გაოცებულნი დარჩებიან, მაგრამ დამიჯერეთ, ძლიერი კაცის ხასიათი მხოლოდ მის ფილმებშია, გადასაღები მოედნის მიღმა კი ალი სულ სხვანაირია", - განაცხადა დიანამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.