პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალი" დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა
"ნაციონალი" დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ დე­პუ­ტა­ტე­ბის ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის, სერ­გო რა­ტი­ა­ნის და გიგა ნა­სა­რი­ძის ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ბრალ­დე­ბულ გელა მა­მა­ლა­ძეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა გოჩა ქი­რა­ი­ამ გელა მა­მა­ლა­ძეს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის, სერ­გო რა­ტი­ა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქე გიგა ნა­სა­რი­ძის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო, 239-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი და გი­რა­ოს სა­ხით 2 000 ლა­რის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა 20 დღის ვა­და­ში. გელა მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ვახ­ტანგ თა­ნი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ გელა მა­მა­ლა­ძე უმუ­შე­ვა­რია, მას არ გა­აჩ­ნია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, არის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და ჰყავს ავად­მყო­ფი მამა. ამის გამო ად­ვო­კატ­მა მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს 1 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო და­კის­რე­ბო­და, რო­მელ­საც 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­იხ­დი­და. თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. 2 000 ლა­რის გა­დახ­დამ­დე გელა მა­მა­ლა­ძე გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა 2013 წლის 21 მარტს ჩა­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა ვახ­ტანგ თა­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ესა­უბ­რა გელა მა­მა­ლა­ძეს, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა, რომ 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს, მისი თვით­მი­ზა­ნი არ ჰქონ­და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის და რე­აქ­ცია ჰქონ­და გი­ნე­ბა­ზე.

რო­გორც ვახ­ტანგ თა­ნი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, გელა მა­მა­ლა­ძე აღი­ა­რებს ბრალს და ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, გელა მა­მა­ლა­ძის ხელი სა­ხე­ში მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტა­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს, ხოლო ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სერ­გო რა­ტი­ან­მა, ასე­ვე სახე და­უ­ზი­ან­და გიგა ნა­სა­რი­ძეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

"ნაციონალი" დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ნაციონალი" დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დეპუტატების ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანის და გიგა ნასარიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულ გელა მამალაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქირაიამ გელა მამალაძეს პარლამენტარების, ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანისა და მოქალაქე გიგა ნასარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 239-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით წაუყენა ბრალი და გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა მოითხოვა 20 დღის ვადაში. გელა მამალაძის ადვოკატმა ვახტანგ თანიაშვილმა განმარტა, რომ გელა მამალაძე უმუშევარია, მას არ გააჩნია უძრავი ქონება, არის მრავალშვილიანი და ჰყავს ავადმყოფი მამა. ამის გამო ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 1 000-ლარიანი გირაო დაკისრებოდა, რომელსაც 30 დღის განმავლობაში გადაიხდიდა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2 000 ლარის გადახდამდე გელა მამალაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლოს სხდომა 2013 წლის 21 მარტს ჩაინიშნა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ვახტანგ თანიაშვილმა განაცხადა, ესაუბრა გელა მამალაძეს, რომელმაც განმარტა, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს, მისი თვითმიზანი არ ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა დაზარალებულებისთვის და რეაქცია ჰქონდა გინებაზე.

როგორც ვახტანგ თანიაშვილი აცხადებს, გელა მამალაძე აღიარებს ბრალს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ამასთან, როგორც პროკურორმა პროცესზე განაცხადა, გელა მამალაძის ხელი სახეში მოხვდა პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილს, ხოლო ფიზიკური დაზიანება მიიღო სერგო რატიანმა, ასევე სახე დაუზიანდა გიგა ნასარიძეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ