დავით უსუფაშვილი - უმრავლესობა "ნაციონალებს" პირველ რიგში პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე უნდა შეუთანხმდეს

დავით უსუფაშვილი - უმრავლესობა "ნაციონალებს" პირველ რიგში პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე უნდა შეუთანხმდეს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" პირველ რიგში მთავარ პოლიტიკურ საკითხზე - პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა შეუთანხმდეს.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მხარდაჭერის სანაცვლოდ, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ უმრავლესობამ დღის წესრიგიდან მოხსნას პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტი, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ერთის მხრივ, პარლამენტის ადგილსამყოფელის და მეორე მხრივ, პრეზიდენტის უფლებამისილებებთან დაკავშირებული საკითხი სხვადასხვა კანონპროექტების სახით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, უსუფაშვილის თქმით, ისინი ცალ-ცალკე რეჟიმში განიხილება და მათ ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

"ერთ მათგანზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების ვერ მიღწევას. უმრავლესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პირველ რიგში მთავარ პოლიტიკურ საკითხზე - პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა შეუთანხმდეს, დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მან აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტის ადგილდებარეობის თემა ამ ეტაპზე არ არის მაღალი დონის პოლიტიკური საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობის მწყობრში მოყვანას სჭირდება დაახლოებით 6-7 თვე და ამიტომ, აღნიშნული საკითხის დღეს გადაწყვეტა სასწრაფო არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა