პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, უმრავლესობას და უმცირესობას თანამშრომლობის ძალა აღმოაჩნდებათ"
"იმედია, უმრავლესობას და უმცირესობას თანამშრომლობის ძალა აღმოაჩნდებათ"

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მი­ე­სალ­მე­ბა და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ მხა­რე­ებს ამის ძალა აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ წარ­დგე­ნილ 14-პუნ­ქტი­ან შე­თა­ვა­ზე­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის გა­ჩე­ნის პერ­სპექ­ტი­ვას ხე­დავს.

"ჩვენ ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს. ჯარი და თავ­დაც­ვა პო­ლი­ტი­კის მიღ­მაა. ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ ჯარი უნდა გან­ვი­თარ­დეს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აქ ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ად­გი­ლი არ არის. მი­ვე­სალ­მე­ბი ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­გორც მთავ­რო­ბის წევ­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი სა­კუ­თარ თავ­ში ამის­თვის ძა­ლას აღ­მო­ა­ჩე­ნენ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მმარ­თვე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­ა­ლი­ცია ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ ფრაქ­ცი­ებს 14-პუნ­ქტი­ან შე­თან­ხმე­ბას სთა­ვა­ზობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" იმ დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თედო ჯა­ფა­რი­ძემ გა­საც­ნო­ბად და შე­სა­თან­ხმებ­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ებს, მათ შო­რის უმ­ცი­რე­სო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნილ ფრაქ­ცი­ებს გა­და­უგ­ზავ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ვა­რი­ანტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ა­თა შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით;

ადას­ტუ­რე­ბენ რა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ამო­ცა­ნის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას;

გა­მო­ხა­ტა­ვენ რა მის­წრა­ფე­ბას, ხელი შე­უ­წყონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბას;

მი­იჩ­ნე­ვენ რა, რომ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სფე­რო­ში ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და მრა­ვალ­მხრი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გია;

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან ერ­თი­ან მიდ­გო­მებ­ზე გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ:

1. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კურ­სი უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ბა­ლან­სის პრინ­ციპს;

2. სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სის­ტე­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

3. ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია, ევ­რო­კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ძი­რი­თა­დი წი­ნა­პი­რო­ბაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის უპი­რო­ბო დამ­კვიდ­რე­ბა;

4. სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად იზი­ა­რებს მო­ვა­ლე­ო­ბებს იმ გა­მოწ­ვე­ვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­თა წი­ნა­შეც დგას მსოფ­ლიო. ამ მი­მარ­თე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კერ­ძოდ, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა, უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი;

5. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს რო­გორც სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ზრდას, ისე ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბას;

6. უმოკ­ლეს ვა­დებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ყვე­ლა იმ პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ნა­ვი­თა­როს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა "ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა" და "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" ფარ­გლებ­ში ოთხი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა, ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი;

7. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა არ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო და რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის პრო­ცეს­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­თა­მა­შის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სა­კენ. სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს თა­ვი­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი ხა­სი­ა­თით;

8. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს­თან, ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო წარ­მარ­თავს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად;

9. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ მისი ფაქ­ტო­რი აღარ ფი­გუ­რი­რებ­დეს და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ სა­კი­თხთა ნუს­ხა­ში. სა­ქარ­თვე­ლო მზად უნდა იყოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ი­წყოს დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან, რომ­ლის მი­ზა­ნიც იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის ეტა­პობ­რი­ვი დაძ­ლე­ვის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცია და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა;

10. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­ე­ფუძ­ნე­ბა კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბი­სა და მჭიდ­რო კულ­ტუ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ტრა­დი­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც არ უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად;

11. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ი­ძი­ნოს კავ­კა­სი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ხელ­შემ­წყო­ბის ფუნ­ქცია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, თურ­ქეთ­თან, სომ­ხეთ­თან. ამ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო უნდა იქ­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ბიზ­ნეს­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პლატ­ფორ­მად;

12. ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად უნდა იქ­ცეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა კას­პი­ის რე­გი­ო­ნი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­თან;

13. სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ა­აქ­ტი­უ­როს მრა­ვალ­მხრი­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­პის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, შავი ზღვის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სუ­ა­მის ფორ­მა­ტებ­ში;

14. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს პრო­ფე­სი­ო­ნალ დიპ­ლო­მატ­თა ყვე­ლა თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლებს. ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის აკა­დე­მი­უ­რი და სა­ექ­სპერ­ტო რე­სურ­სე­ბი, შე­იქ­მნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"იმედია, უმრავლესობას და უმცირესობას თანამშრომლობის ძალა აღმოაჩნდებათ"

"იმედია, უმრავლესობას და უმცირესობას თანამშრომლობის ძალა აღმოაჩნდებათ"

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის თანამშრომლობას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს ამის ძალა აღმოაჩნდებათ, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ 14-პუნქტიან შეთავაზებაში თანამშრომლობის სწორი ორიენტირების გაჩენის პერსპექტივას ხედავს.

"ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ჯარი და თავდაცვა პოლიტიკის მიღმაა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯარი უნდა განვითარდეს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და აქ ვიწრო პარტიული ინტერესების ადგილი არ არის. მივესალმები ამ თანამშრომლობას, როგორც მთავრობის წევრი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება და პოლიტიკური ძალები საკუთარ თავში ამისთვის ძალას აღმოაჩენენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მმართველი საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს.

"ინტერპრესნიუსმა" იმ დოკუმენტის პროექტი მოიპოვა, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გასაცნობად და შესათანხმებლად საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის უმცირესობაში წარმოდგენილ ფრაქციებს გადაუგზავნა.

"ინტერპრესნიუსი" პროექტის სამუშაო ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ

საქართველოს საპარლამენტო ფრაქციები ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით;

ადასტურებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას;

გამოხატავენ რა მისწრაფებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას;

მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია;

საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თანხმდებიან ერთიან მიდგომებზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს;

2. სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება;

4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;

5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები;

7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით;

8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად;

9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა;

10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად;

11. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

12. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;

13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში;

14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა