დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 5 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც რადიო "ჰერეთს" საავადმყოფოს უფროსმა, ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, ჩვილი, საავადმყოფოში შეყვანიდან 3 წუთში გარდაიცვალა.
"ეს ისე სწრაფად მოხდა, გასინჯვა და დიაგნოზის დასმაც ვერ მოვასწარით", - აღნიშნა ზურიკაშვილმა.
ახალშობილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ოჯახიდანაა. ისინი სოფელ კასრისწყალში, ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობენ. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - საქმეს შსს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილება იძიებს.