პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?
ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?

"ვერ­სი­ის" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ცი­ხე­ე­ბის კად­რე­ბის" ავ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე, შე­საძ­ლოა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნოს. ამ ეჭვს ისიც აძ­ლი­ე­რებს, რომ არ­ცთუ დიდი ხნის წინ, ბე­დუ­კა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კი­თხვა "და­ას­ტა­ტუ­სა": "რო­გორ ფიქ­რობთ, პო­ლი­ტი­კა უფრო ბინ­ძუ­რია თუ ციხე?"

"ფრენ­დებ­მა" ბე­დუ­კა­ძეს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ 2-ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მის­ცეს: "არ მიჰ­ქა­რო, პო­ლი­ტი­კა ცი­ხე­ზე უა­რე­სი ბინ­ძუ­რი "პონ­ტია", "ოც­ნე­ბის" გენ­დი­რექ­ტო­რად კი შენ არა­ვინ დაგ­ნიშ­ნავს"; "ციხე ჯო­ჯო­ხე­თია, პო­ლი­ტი­კა კი, ბინ­ძუ­რი"...

რე­ა­ლუ­რია თუ არა "ვერ­სი­ის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცია? - ვიდ­რე ამას გა­ვარ­კვევთ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბე­დუ­კა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის არა­პირ­და­პი­რი სურ­ვი­ლი ბრი­უ­სე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოთ­ქვა და ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ყვე­ლა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ამ­ქვეყ­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი არა­ფე­რია. რამ­დე­ნა­დაც არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს და მარ­წმუ­ნე­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა ცი­ხე­ზე ბინ­ძუ­რია, ვცდი­ლობ, შევ­ხვდე პარ­ტი­ის ლი­დე­რებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, თა­ვი­სუ­ფალ, სა­ღად და ეროვ­ნუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს, გა­ვე­სა­უბ­რო მათ და თუ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი მათ­სას და­ემ­თხვა, ნუ­რა­ფერს გა­იკ­ვირ­ვებთ".

რო­მე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს ხვდე­ბა და რა­ტომ სტუმ­რობს ხოლ­მე ბე­დუ­კა­ძე "გლ­და­ნის ცი­ხეს"? - ამის გა­სარ­კვე­ვად "ვერ­სია" "ცი­ხე­ე­ბის კად­რე­ბის" ავ­ტორს და­უ­კავ­შირ­და.

"პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს ნამ­დვი­ლად ვხვდე­ბი, თუმ­ცა არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ ისი­ნი "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ერ­თა­დერ­თი, რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, ისაა, რომ ეს ლი­დე­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ არი­ან და არც იქ­ნე­ბი­ან. მათ, შე­იძ­ლე­ბა, ცი­ხე­ში შევ­ხვდე... იმე­დი მაქვს, 22 თე­ბერ­ვალს ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა და ამის შემ­დეგ ჩემს მო­მა­ვალ გეგ­მებ­ზე სა­უ­ბარს უფრო თა­მა­მად შევ­ძლებ", - გა­ნა­ცხა­და ბე­დუ­კა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნას, ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას ბე­დუ­კა­ძემ ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა:

"სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ ავ­რცე­ლებს მსგავს ჭო­რებს? სა­ერ­თოდ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და იმას გა­ვა­კე­თებ, რა­საც ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი და რაც მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა. პო­ლი­ტი­კა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა... აქვს ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა?!"

"ვერ­სი­ის" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს ცნო­ბით, "გლ­და­ნის ცი­ხე­ში" ბე­დუ­კა­ძის ვი­ზი­ტებს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს - ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის კი­დევ ერთ ავ­ტორ­ზე, პა­ტი­მარ ფა­რუ­ლა­ვა­ზე ზე­წო­ლა.

რა­ტომ ცდი­ლობს ბე­დუ­კა­ძე ფა­რუ­ლა­ვა­ზე ზე­წო­ლას? - წყა­როს ვერ­სი­ით, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ფა­რუ­ლა­ვა­ზე ბე­დუ­კა­ძის სა­შუ­ა­ლე­ბით ზე­წო­ლას იმ მიზ­ნით ან­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა თქვას, "ცი­ხის კად­რებ­ში" "ოც­ნე­ბამ" ირმა ინაშ­ვილს ფული გა­და­უ­ხა­დაო...

"მა­ინ­ტე­რე­სებს დღეს რა სტა­ტუ­სით უნდა შე­ვი­დე გლ­და­ნის ცი­ხე­ში? აბ­სურ­დი და სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა, თით­ქოს ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა­ზე ზე­წო­ლას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. იქ­ნებ, ვინ­მემ გა­მა­გე­ბი­ნოს, ეს რო­გორ უნდა მო­ვა­ხერ­ხო?", - ამ­ბობს ბე­დუ­კა­ძე.

იმის გა­სარ­კვე­ვად, მარ­თლა იწყებს თუ არა "ცი­ხის ვი­დე­ო­ე­ბის" ავ­ტო­რი სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბას, "ვერ­სია" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და:

"ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­გი­დას­ტუ­რებთ, რად­გან კვი­რაა (მა­სა­ლა 11 თე­ბერ­ვალს მომ­ზად­და - რ.შ.) და ვე­რა­ვის ვკი­თხავ".

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?

ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, "ციხეების კადრების" ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ბედუკაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" რიტორიკული შეკითხვა "დაასტატუსა": "როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა უფრო ბინძურია თუ ციხე?"

"ფრენდებმა" ბედუკაძეს, რომელიც სასამართლომ 2-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რამდენიმე რჩევა მისცეს: "არ მიჰქარო, პოლიტიკა ციხეზე უარესი ბინძური "პონტია", "ოცნების" გენდირექტორად კი შენ არავინ დაგნიშნავს"; "ციხე ჯოჯოხეთია, პოლიტიკა კი, ბინძური"...

რეალურია თუ არა "ვერსიის" წყაროს ინფორმაცია? - ვიდრე ამას გავარკვევთ, შეგახსენებთ, რომ ბედუკაძემ პოლიტიკაში ჩართვის არაპირდაპირი სურვილი ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოთქვა და ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა:

"საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ ამქვეყნად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი არაფერია. რამდენადაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს და მარწმუნებენ, რომ პოლიტიკა ციხეზე ბინძურია, ვცდილობ, შევხვდე პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თავისუფალ, საღად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, გავესაუბრო მათ და თუ ჩემი მოსაზრებები მათსას დაემთხვა, ნურაფერს გაიკვირვებთ".

რომელი პარტიის ლიდერებს ხვდება და რატომ სტუმრობს ხოლმე ბედუკაძე "გლდანის ციხეს"? - ამის გასარკვევად "ვერსია" "ციხეების კადრების" ავტორს დაუკავშირდა.

"პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ნამდვილად ვხვდები, თუმცა არასოდეს მითქვამს, რომ ისინი "ოცნების" წარმომადგენლები არიან. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ეს ლიდერები სააკაშვილი და მერაბიშვილი არ არიან და არც იქნებიან. მათ, შეიძლება, ციხეში შევხვდე... იმედი მაქვს, 22 თებერვალს ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება დასრულდება და ამის შემდეგ ჩემს მომავალ გეგმებზე საუბარს უფრო თამამად შევძლებ", - განაცხადა ბედუკაძემ.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას, ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ბედუკაძემ ღიმილით უპასუხა:

"საინტერესოა, ვინ ავრცელებს მსგავს ჭორებს? საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ვარ და იმას გავაკეთებ, რასაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვლი და რაც მთავარია, ქვეყანას წაადგება. პოლიტიკა, სასჯელაღსრულება... აქვს ამას მნიშვნელობა?!"

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, "გლდანის ციხეში" ბედუკაძის ვიზიტებს ერთადერთი მიზანი აქვს - ციხის სკანდალური კადრების კიდევ ერთ ავტორზე, პატიმარ ფარულავაზე ზეწოლა.

რატომ ცდილობს ბედუკაძე ფარულავაზე ზეწოლას? - წყაროს ვერსიით, გარკვეული ძალები ფარულავაზე ბედუკაძის საშუალებით ზეწოლას იმ მიზნით ანხორციელებენ, რომ ამ უკანასკნელმა თქვას, "ციხის კადრებში" "ოცნებამ" ირმა ინაშვილს ფული გადაუხადაო...

"მაინტერესებს დღეს რა სტატუსით უნდა შევიდე გლდანის ციხეში? აბსურდი და სრული სისულელეა, თითქოს ბორის ფარულავაზე ზეწოლას ვახორციელებ. იქნებ, ვინმემ გამაგებინოს, ეს როგორ უნდა მოვახერხო?", - ამბობს ბედუკაძე.

იმის გასარკვევად, მართლა იწყებს თუ არა "ციხის ვიდეოების" ავტორი სოზარ სუბარის უწყებაში მუშაობას, "ვერსია" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კორძაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

"ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, რადგან კვირაა (მასალა 11 თებერვალს მომზადდა - რ.შ.) და ვერავის ვკითხავ".

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ