პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს პრეზიდენტსაც
ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს პრეზიდენტსაც

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და მის გუნდთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით და მო­რი­გი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ ცდი­ლობს გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნოს, უარი გვათ­ქმე­ვი­ნოს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გეზ­ზე და ამით თავი და­აღ­წი­ოს ჩემს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ კონ­კრე­ტულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. ამი­ტომ, ვა­ცხა­დებ, რომ:

• მარ­თა­ლია, სრუ­ლი სიც­რუ­ეა ის, რომ მე ოდეს­მე ვინ­მეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დე (მე­ტიც, ამ­გვა­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია სწო­რედ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლექ­სი­კა­ში მო­ი­პო­ვე­ბა, რისი ერთ-ერთი ნი­მუ­შიც იყო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ოპო­ზი­ცი­ის, რო­გორც "კლა­სის გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ" მო­წო­დე­ბა...);

• მარ­თა­ლია, 8 თე­ბერ­ვლის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი უმე­ტეს­წი­ლად მი­სი­ვე გუნ­დის წევ­რე­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი გა­მომ­წვე­ვი ქმე­დე­ბე­ბით იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და არც პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის 3,500 კა­ცი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში;

• მარ­თა­ლია, უმ­ძი­მე­სი მო­სათ­მე­ნია, რო­დე­საც 7 ნო­ემ­ბრის და 26 მა­ი­სის ვან­და­ლუ­რი აქ­ტე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი აქეთ გვი­კი­თხავს მო­რალს 8 თე­ბერ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით;

მაგ­რამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მა­ი­ძუ­ლებს კვლავ და­ვა­დას­ტუ­რო 9 თე­ბერ­ვლის გან­ცხა­დე­ბა­ში ჩემ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა. უც­ვლე­ლია ჩვენს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გიც:

1. პრე­ზი­დენ­ტის­თვის პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ახა­ლი მთავ­რო­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის და­წყე­ბა;

2. ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე;

3. სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის შექ­მნა, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ამ­ზა­დებს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტა­ნი სხვა ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს, მათ შო­რის, წი­ნა­და­დე­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ასახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე;

4. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნა ყვე­ლა სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის და პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის­თვის.

ამას­თა­ნა­ვე, მინ­და ყვე­ლას­თვის ცხა­დი იყოს, რომ არ ვა­პი­რებთ უპერ­სპექ­ტი­ვო და ხან­გრძლივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შეს­ვლას და ამით ვინ­მეს­თვის დრო­ის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მას. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ იმა­საც, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მის გა­უქ­მე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი გუნ­დის თან­ხმო­ბა (ცხა­დია, მათი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ ასე­თი აქვთ) და პარ­ლა­მენ­ტის­თვის კუთ­ვნი­ლი უფ­ლე­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა მათი სი­ტყვე­ბის საქ­მით და­დას­ტუ­რე­ბა, რაც გახ­სნის გზას ყვე­ლა სხვა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის­კენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­მე­დოვ­ნებ, პარ­ლა­მენ­ტიც შეძ­ლებს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში მოს­მე­ნას.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს არც არა­სო­დეს შე­უ­წყვე­ტია დი­ა­ლო­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლი რი­გის სა­კი­თხე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო ფორ­მატ­შია გა­და­სა­წყვე­ტი, იგი მზად არის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აგ­რძე­ლოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეხ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსაც. პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს პრეზიდენტსაც

ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს პრეზიდენტსაც

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგი სიცრუის ტირაჟირებით, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეზზე და ამით თავი დააღწიოს ჩემს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომ, ვაცხადებ, რომ:

• მართალია, სრული სიცრუეა ის, რომ მე ოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოვუწოდე (მეტიც, ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის, როგორც "კლასის განადგურებისკენ" მოწოდება...);

• მართალია, 8 თებერვლის ძალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3,500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში;

• მართალია, უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს 8 თებერვალთან დაკავშირებით;

მაგრამ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაიძულებს კვლავ დავადასტურო 9 თებერვლის განცხადებაში ჩემ მიერ გაკეთებული შეთავაზება. უცვლელია ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგიც:

1. პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება;

2. ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე;

3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადებს კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტს, მათ შორის, წინადადებას კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე;

4. სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის.

ამასთანავე, მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადასტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არც არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვინაიდან პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია გადასაწყვეტი, იგი მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. პროცესის განვითარების კვალობაზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხვედრებში მონაწილეობისთვის".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა