პარტნიორები:

    აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 40 მლრდ-იანი ინვესტიციის შესახებ ისაუბრა

    აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 40 მლრდ-იანი ინვესტიციის შესახებ ისაუბრა

    აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ 40 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ ისაუბრა.

    როგორც გიორგი თავართქილაძემ ბათუმში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინვესტიციების შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შემოთავაზებულ წინადადებებს შორის, მიღებულ იქნას ყველაზე ოპტიმალური, რეგიონის სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს-პროექტები.

    მისივე თქმით, 40 მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიები რეალურად გეგმავენ, თუმცა, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ამ შემოთავაზებათაგან რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აჭარას

    "დრო, როდესაც მიწა ერთ ლარად იყიდებოდა, დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს გასაჩუქებელი ქონება. დღემდე შემოთავაზებული წინადადებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ინვესტორმა კარგად გაიაზრა ჩვენი რეგიონის პოტენციალი. რაც შეეხება, დეტალებს, ეტიკეტიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული შეთანხმებები გაფორმდება", - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

    გიორგი თავართქილაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული თანხა, ინვესტიციის სახით, საქართველოს სხვა რეგიონებზეც გადანაწილდეს.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

    თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

    როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ