კობა ხაბაზს შეხლა-შემოხლის პროცესში განვითარებული მოვლენების ზუსტად გახსენება უჭირს

კობა ხაბაზს შეხლა-შემოხლის პროცესში განვითარებული მოვლენების ზუსტად გახსენება უჭირს

მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ კობა ხაბაზის დაკითხვა მიმდინარეობს. ის დაკითხვაზე 14.00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა 14.30 საათზე შეიყვანეს.

როგორც პოლიციის განყოფილებასთან კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაბარებულია 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იგი მისი დაბარების ფაქტს პარადოქსულს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ არ უკვირს მას შემდეგ, რაც თბილისის მერი ხალხის დასაქმებასთან დაკავშირებით დაკითხეს.

"დაკითხვაზე დაბარებული არიან დეპუტატებიც, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში არ უნდა მოვიდნენ და გამოძიებამ შეკითხვების შემთხვევაში მათ თავად უნდა მიაკითხოს. ჩვენი მხრიდან პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან პროვოკაციას ვერ ჩაიდენს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტთან შესახვედრად მიდის. პროვოკაციას ჩადის ის, ვინც ამ ადამიანებს დაახვედრებს, რათა ბიბლიოთეკაში არ შეეშვათ", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

მისივე განმარტებით, შეხლა-შემოხლის პროცესში განვითარებული მოვლენების ზუსტად გახსენება უჭირს, თუმცა ახსოვს, რომ ერთმა პირმა ზურგიდან ჩაარტყა, რომელსაც "საკადრისი პასუხი" გასცა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, ალტერნატიულ კორიდორებთან დაკავშირებით, კობა ხაბაზი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

"ჩვენ არა თუ გვქონდა ინფორმაცია ალტერნატიულ კორიდორებთან დაკავშირებით, არამედ ისინი არც არსებობდა და ეს არის სიცრუე. ერთი ერთზე განმეორდა აჭარის მოვლენები, როდესაც რამდენიმე წლის წინ იქ დაგვახვედრეს ციხიდან გამოყვანილი ავაზაკები. კიდეც რომ ყოფილი კორიდორები, ამით არ ვისარგებლებდი, როდესაც მივდიოდი პრეზიდენტთან შეხვედრაზე. კორიდორები თავად გაიკეთოს ახლანდელმა ხელისუფლებამ", - აღნიშნა კობა ხაბაზმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ