პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?
დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?

სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­გა­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ახლა მისი ქო­ნე­ბა 90 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. 2008-ში უფრო "მსუ­ყე ლუკ­მას" ფლობ­და და მის წი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი სა­ხელ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი გა­ყი­და, მაგ­რამ ტი­ტუ­ლი - ერთ-ერთი მდი­და­რი პო­ლი­ტი­კო­სი უკ­რა­ი­ნა­ში, მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

უკვე წლე­ბია, ტა­რი­ელ ვა­სა­ძეს­თან და ლევ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან ერ­თად ის უკა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ, ქარ­თველ მულ­ტი­მი­ლი­ო­ნერ­თა სა­მე­ულ­ში სა­ხელ­დე­ბა. კი­თხვა, რო­მე­ლიც მის მი­მართ დღემ­დე ის­მის და რო­მელ­ზეც ერ­თგვა­რო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, ასე ჟღერს - ვინ არის და­ვით ჟვა­ნია, პო­ლი­ტი­კო­სი თუ ბიზ­ნეს­მე­ნი? იმა­ზე კი ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმე­ბა, რომ ის ერ­თნა­ი­რად კარ­გად გრძნობს თავს ბიზ­ნეს­შიც და პო­ლი­ტი­კა­შიც. თუმ­ცა, ვერ იტანს, როცა ოლი­გარ­ქს ეძა­ხი­ან.

არის მას­ში რა­ღაც, რაც ბევ­რი სხვა ოლი­გარ­ქის­გან გა­ნას­ხვა­ვებს და მისი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის გახ­სნი­ლო­ბას უს­ვამს ხაზს. და­ვით ჟვა­ნი­ას პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ი­ტი აქვს, სა­დაც მის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ცნო­ბე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა: ბი­ოგ­რა­ფია, ოჯა­ხი, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი და მისი სა­ფირ­მო ანეკ­დო­ტე­ბიც კი. ასე­ვე ჰქვია - "ანეკ­დო­ტე­ბი და­თოს­გან". ამ ტკბილ ლუკ­მას ბო­ლოს­თვის მო­ვი­ტო­ვებ, ახლა კი მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან რამ­დე­ნი­მე შტრიხს გა­გაც­ნობთ. და­ვით ჟვა­ნია, 1967 წლის 20 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მამა, ვაჟა ჟვა­ნია პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი და ფი­ლო­სო­ფო­სი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს. შემ­დეგ ცე­კა­ში მი­უწ­ვე­ვი­ათ სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რე­ბის­თვის სა­ა­გი­ტა­ციო და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის ტექ­სტებს ამ­ზა­დებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თურ­მე პე­და­გოგ­თან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. და­თოს დედა ექი­მი-ჰე­მა­ტო­ლო­გი ჰყავ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

და­ვით ჟვა­ნი­ამ თბი­ლი­სის 61-სკო­ლა და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მის­ტის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა. საბ­ჭო­თა ჯარ­ში იმ­სა­ხუ­რა თურ­მე. 1991 წელს კი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ა­ში - "სა­ვაჭ­რო სახ­ლი", მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. სწრა­ფად მი­ი­წევ­და თურ­მე კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე და ჯერ ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და, შემ­დეგ კი სხვა კომ­პა­ნი­ას, "ბრინ­კფორდ კონს ლი­მი­ტე­დის" პრე­ზი­დენ­ტი.

პო­ლი­ტი­კოს და­ვით ჟვა­ნი­ას კა­რი­ე­რა კი 2002 წლი­დან იწყე­ბა. უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს რა­და­ში ის ბლოკ "ნაშა უკ­რა­ი­ა­ნას" სიით მოხ­ვდა. ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბებ­ში არ წე­რია, მაგ­რამ აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ ის უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. დე­პუ­ტა­ტის რან­გში და­ვით ჟვა­ნი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა. 2005-ში კი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს მთვა­რო­ბა­ში მი­ნის­ტრის პორ­ტფელ­საც გა­მოჰ­კრა ხელი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს თავ­კა­ცობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნაშა უკ­რა­ი­ნას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, 2005-ში მისი რი­გე­ბი და­ტო­ვა. 2012 წელს კი კი­დევ ერთხელ გახ­და რა­დას წევ­რი, ოღონდ ამ­ჯე­რად რო­გორც უპარ­ტიო.

და­ვით ჟვა­ნი­ას ჰყავს მე­უღ­ლე ოქ­სა­ნა და ისი­ნი ერ­თად ოთხ შვილს ზრდი­ან: ანას, დი­ა­ნას, სო­ფი­ას და და­ვითს.

მა­ნამ, სა­ნამ და­ვით ჟვა­ნი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ნა­წილ­ზე გა­და­ვალ, რო­გორც დაგ­პირ­დით, მის რამ­დე­ნი­მე სა­ფირ­მო ანეკ­დოტს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც ასე­ვე მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვარ­სია

დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?

დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?

სხვადასხვა ბიზნესგამოცემების თანახმად, ახლა მისი ქონება 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2008-ში უფრო "მსუყე ლუკმას" ფლობდა და მის წილად შთამბეჭდავი 300 მილიონი დოლარი სახელდებოდა. მას შემდეგ რამდენიმე ბიზნესი გაყიდა, მაგრამ ტიტული - ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკოსი უკრაინაში, მაინც შეინარჩუნა.

უკვე წლებია, ტარიელ ვასაძესთან და ლევ ფარცხალაძესთან ერთად ის უკაინაში მცხოვრებ, ქართველ მულტიმილიონერთა სამეულში სახელდება. კითხვა, რომელიც მის მიმართ დღემდე ისმის და რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ასე ჟღერს - ვინ არის დავით ჟვანია, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? იმაზე კი ყველა ერთხმად თანხმება, რომ ის ერთნაირად კარგად გრძნობს თავს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. თუმცა, ვერ იტანს, როცა ოლიგარქს ეძახიან.

არის მასში რაღაც, რაც ბევრი სხვა ოლიგარქისგან განასხვავებს და მისი, როგორც პოლიტიკოსის გახსნილობას უსვამს ხაზს. დავით ჟვანიას პერსონალური საიტი აქვს, სადაც მის შესახებ თითქმის ყველანაირი ცნობები მოიპოვება: ბიოგრაფია, ოჯახი, საჯარო გამოსვლები და მისი საფირმო ანეკდოტებიც კი. ასევე ჰქვია - "ანეკდოტები დათოსგან". ამ ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის მოვიტოვებ, ახლა კი მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ. დავით ჟვანია, 1967 წლის 20 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა, ვაჟა ჟვანია პროფესიით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. შემდეგ ცეკაში მიუწვევიათ სამუშაოდ, სადაც პარტიული ფუნქციონერებისთვის სააგიტაციო და პროპაგანდისტული გამოსვლების ტექსტებს ამზადებდა. მოგვიანებით კი თურმე პედაგოგთან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდა. დათოს დედა ექიმი-ჰემატოლოგი ჰყავდა და წლების განმავლობაში რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა.

დავით ჟვანიამ თბილისის 61-სკოლა დაამთავრა, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა. საბჭოთა ჯარში იმსახურა თურმე. 1991 წელს კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში - "სავაჭრო სახლი", მენეჯერად დაიწყო მუშაობა. სწრაფად მიიწევდა თურმე კარიერულ კიბეზე და ჯერ ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი გახდა, შემდეგ კი სხვა კომპანიას, "ბრინკფორდ კონს ლიმიტედის" პრეზიდენტი.

პოლიტიკოს დავით ჟვანიას კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაიანას" სიით მოხვდა. ოფიციალურ ცნობებში არ წერია, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დეპუტატის რანგში დავით ჟვანიამ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი ჩაიბარა. 2005-ში კი იულია ტიმოშენკოს მთვარობაში მინისტრის პორტფელსაც გამოჰკრა ხელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თავკაცობდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაშა უკრაინას" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, 2005-ში მისი რიგები დატოვა. 2012 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა რადას წევრი, ოღონდ ამჯერად როგორც უპარტიო.

დავით ჟვანიას ჰყავს მეუღლე ოქსანა და ისინი ერთად ოთხ შვილს ზრდიან: ანას, დიანას, სოფიას და დავითს.

მანამ, სანამ დავით ჟვანიას ბიოგრაფიის არაოფიციალურ ნაწილზე გადავალ, როგორც დაგპირდით, მის რამდენიმე საფირმო ანეკდოტს შემოგთავაზებთ, რომელიც ასევე მის ოფიციალურ ვებგვერდზე ამოვიკითხე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვარსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"