პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" - რა მოხდა 8 თებერვალს?
ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" - რა მოხდა 8 თებერვალს?

მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნუ­ლი ბი­ლი­ო­თე­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი ცემა-ტყე­პა გა­ი­მარ­თა და იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნა­ცი­ო­ნალ" ქალ-კა­ცებს კვერ­ცხე­ბი­თა და ცო­ცხე­ბით შე­ე­გე­ბა, პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტა, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან მი­ე­მარ­თა. გა­მოს­ვლი­სას მან რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, აქე­დან ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ის იყო, რომ მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნას არ აპი­რებს. შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, ვინ რო­გორ შე­ა­ფა­სა პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა და რო­გორ მი­ი­ღო მისი გზავ­ნი­ლი...…

კოტე გა­ბაშ­ვი­ლი, უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი:

- რა უნდა გი­თხრათ, ყვე­ლამ ვნა­ხეთ რაც მოხ­და სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან და ამე­რი­კის ელჩმაც გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არ არის დე­მოკ­რა­ტია. ძა­ლა­დო­ბა არას­დროს იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ად აღ­ქმუ­ლი, თუმ­ცა ვის­თვის რი­გორ. ვწუხ­ვარ, გუ­შინ­დე­ლი დღის გამო. იმე­დი მაქვს, შორი არ არის იქამ­დე, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მიხ­ვდე­ბა თუ ვინ აირ­ჩია...…ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი ვარ, მარ­თლა პირ­ვე­ლად ვნა­ხე ადა­მი­ა­ნის სახე და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონს მო­ე­რია.. აფე­რუმ. იმ კად­რებს ვუ­ყუ­რებ­დი და ჩვენს მი­სა­მარ­თით წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მახ­სენ­დე­ბო­და, - ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმე­ვე­ნო.

კობა ხა­ბა­ზი, უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი:

- სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას "კას­ტე­ტე­ბი" ეჭი­რა ხელ­ში. ისი­ნი იე­რიშ­ზე წა­მო­ვიდ­ნენ. ვინც მე­ტყვის, რომ ასე არ ყო­ფი­ლა, იტყუ­ე­ბა. ეს ჩემს თავ­ზე მა­შინ ვიწ­ვნიე, რო­დე­საც აჭა­რა­ში ას­ლან აბა­ში­ძე იყო. უბ­რა­ლოდ, მა­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით, ახლა კი, იმ გა­ა­ვე­ბულ­მა ბრბომ უკან არ და­ი­ხია და ქალ­ბა­ტონს და­არ­ტყა, რო­მელ­საც ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი, არა­ფერს ვამ­ბობ, ასე­ვე ნა­ცემ სერ­გო რა­ტი­ან­ზე.

- ბა­ტო­ნო კობა, კად­რებ­ში ჩანს, რომ თქვენც საკ­მა­ოდ "აქ­ტი­უ­რობ­დით"...

- კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, ჩვენ ვი­ყა­ვით ნას­ვა­მი, კას­ტე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რის­პირ და პო­ლი­ცია უძ­ლუ­რი იყო... ჩი­ო­რას გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი არის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სახე და სხვა­თა შო­რის, ამას აკე­თებ­და ას­ლან აბა­ში­ძეც, - ოპო­ზი­ცი­ას ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბულ კრი­მი­ნა­ლებს მი­უქ­სევ­და ხოლ­მე.

- ანუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან კრი­მი­ნა­ლე­ბი იდ­გნენ?

- იქ იდ­გნენ ცი­ხი­ან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ვი­თომ პო­ლიტ­მა­ტიმ­რე­ბი, რო­მელ­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი...… ამი­ტო­მაც აქ­ტი­უ­რობ­დნენ ბე­სე­ლია და მის­ნა­ი­რე­ბი, რომ ჩა­ხა­ლი­ა­ნე­ბი, ენ­ვე­რე­ბი და სხვე­ბი გა­მო­ეშ­ვათ ცი­ხი­დან, რათ სა­ჭი­რო­ე­ბის ჟამს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

რაც შე­ე­ხე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას, მან ისა­უბ­რა შეც­დო­მებ­ზე, გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ გვა­პა­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ამი­ტო­მაც დავ­მარ­ცხდით. თუმ­ცა, ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა იყო პრო­და­სავ­ლუ­რი სა­გა­რეო კურ­სი, რომ­ლის შე­დე­გიც თან­და­თან იკ­ვე­თე­ბო­და და რო­მელ­საც დღეს ასე გამ­წა­რე­ბით ებ­რძვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მან გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებს თა­ვის­თვის ითხო­ვე­ნო, - ანუ გვე­ვაჭ­რე­ბი­ან, რომ ამის მი­ღე­ბის ფა­სად ჩვენ დსთ-ს გზა არ ავირ­ჩი­ო­თო. და ამას ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე ხალ­ხს სა­ა­მურ ცხოვ­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და... ასი დღე გა­ვი­და და ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ, რისი გამ­კე­თებ­ლე­ბი არი­ან, რაც პრე­ზი­დენ­ტის გზავ­ნი­ლებ­შიც კარ­გად გა­მოჩ­ნდა, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, "რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს არ მომ­წონს, თავ­დაც­ვის მი­ნისტრს გა­მუდ­მე­ბით აწუ­წა­ვენ თავ­ზეო;" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი უნდა იყოს ქვეყ­ნის ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო. ალა­სა­ნი­ას რომ ვუ­ყუ­რებ, ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­შე თრთის. ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ჩვე­ნი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მშიშ­რო­ბი­სა და ლაჩ­რო­ბის სიმ­ბო­ლოა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი:

გიგი უგუ­ლა­ვას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ

- შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან თენ­გიზ გუ­ნა­ვას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ჩი­ო­რა თქთა­ქიშ­ვი­ლი და­შავ­და

მოვა ის დრო, როცა ესე­ნი ცი­ხე­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან - ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი

"ჰა, დად­გით შოუ" - გიგი უგუ­ლა­ვა აქ­ცი­ა­ზე შე­ძა­ხი­ლე­ბით მი­ვი­და

რა სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და გიგი უგუ­ლა­ვა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან შეკ­რე­ბი­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" - რა მოხდა 8 თებერვალს?

ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" - რა მოხდა 8 თებერვალს?

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბილიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ცემა-ტყეპა გაიმართა და იქ შეკრებილი საზოგადოება "ნაციონალ" ქალ-კაცებს კვერცხებითა და ცოცხებით შეეგება, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის ავლაბრის რეზიდენციიდან მიემართა. გამოსვლისას მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, აქედან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებს. შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ როგორ შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა და როგორ მიიღო მისი გზავნილი...…

კოტე გაბაშვილი, უმცირესობის წევრი:

- რა უნდა გითხრათ, ყველამ ვნახეთ რაც მოხდა საჯარო ბიბლიოთეკასთან და ამერიკის ელჩმაც განაცხადა, რომ ეს არ არის დემოკრატია. ძალადობა არასდროს იქნება დემოკრატიად აღქმული, თუმცა ვისთვის რიგორ. ვწუხვარ, გუშინდელი დღის გამო. იმედი მაქვს, შორი არ არის იქამდე, როდესაც ქართველი ხალხი მიხვდება თუ ვინ აირჩია...…ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მართლა პირველად ვნახე ადამიანის სახე დაკარგული ქართველი მამაკაცი, რომელიც ქალბატონს მოერია.. აფერუმ. იმ კადრებს ვუყურებდი და ჩვენს მისამართით წაყენებული ბრალდებები მახსენდებოდა, - ქართველობას გვართმევენო.

კობა ხაბაზი, უმცირესობის წევრი:

- საკუთარი თვალით ვნახე ნასვამი ადამიანები, რომელთა უმეტესობას "კასტეტები" ეჭირა ხელში. ისინი იერიშზე წამოვიდნენ. ვინც მეტყვის, რომ ასე არ ყოფილა, იტყუება. ეს ჩემს თავზე მაშინ ვიწვნიე, როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძე იყო. უბრალოდ, მაშინ საავადმყოფოში არ მოვხვედრილიყავით, ახლა კი, იმ გაავებულმა ბრბომ უკან არ დაიხია და ქალბატონს დაარტყა, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი, არაფერს ვამბობ, ასევე ნაცემ სერგო რატიანზე.

- ბატონო კობა, კადრებში ჩანს, რომ თქვენც საკმაოდ "აქტიურობდით"...

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვიყავით ნასვამი, კასტეტით შეიარაღებული და გაბოროტებული ადამიანების პირისპირ და პოლიცია უძლური იყო... ჩიორას გატეხილი ცხვირი არის დღევანდელი ხელისუფლების სახე და სხვათა შორის, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძეც, - ოპოზიციას ციხიდან გამოშვებულ კრიმინალებს მიუქსევდა ხოლმე.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალები იდგნენ?

- იქ იდგნენ ციხიან გამოშვებული ვითომ პოლიტმატიმრები, რომელსაც სინამდვილეში დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი...… ამიტომაც აქტიურობდნენ ბესელია და მისნაირები, რომ ჩახალიანები, ენვერები და სხვები გამოეშვათ ციხიდან, რათ საჭიროების ჟამს გამოეყენებინათ.

რაც შეეხება, პრეზიდენტის გამოსვლას, მან ისაუბრა შეცდომებზე, გახმაურებულ მკვლელობებზე და აღნიშნა, რომ ეს არ გვაპატია საზოგადოებამ და ამიტომაც დავმარცხდით. თუმცა, ჩვენი გუნდის ყველაზე მთავარი მიღწევა იყო პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის შედეგიც თანდათან იკვეთებოდა და რომელსაც დღეს ასე გამწარებით ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. მან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონსტიტუციურ ცვლილებებს თავისთვის ითხოვენო, - ანუ გვევაჭრებიან, რომ ამის მიღების ფასად ჩვენ დსთ-ს გზა არ ავირჩიოთო. და ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს საამურ ცხოვრებას ჰპირდებოდა... ასი დღე გავიდა და ყველამ კარგად ვნახეთ, რისი გამკეთებლები არიან, რაც პრეზიდენტის გზავნილებშიც კარგად გამოჩნდა, პრეზიდენტმა განაცხადა, "როგორც მოქალაქეს არ მომწონს, თავდაცვის მინისტრს გამუდმებით აწუწავენ თავზეო;" თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ქვეყნის ძლიერების სიმბოლო. ალასანიას რომ ვუყურებ, ივანიშვილის წინაშე თრთის. ვწუხვარ, მაგრამ ჩვენი თავდაცვის მინისტრი მშიშრობისა და ლაჩრობის სიმბოლოა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

გიგი უგულავას აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ

- შეხლა-შემოხლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თენგიზ გუნავას გამოჩენის შემდეგ

დაპირისპირების შედეგად ჩიორა თქთაქიშვილი დაშავდა

მოვა ის დრო, როცა ესენი ციხეში დაბრუნდებიან - ჩიორა თაქთაქიშვილი

"ჰა, დადგით შოუ" - გიგი უგულავა აქციაზე შეძახილებით მივიდა

რა სიტყვებით მიმართავდა გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა