მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველის თვალით დანახული ინდოეთი და მსახიობების ეგზოტიკური კვირეული
ქართველის თვალით დანახული ინდოეთი და მსახიობების ეგზოტიკური კვირეული

ცოტა ხნის წინ "ცეკ­ვის თე­ატ­რი" გას­ტროლ­ზე ინ­დო­ეთ­ში გახ­ლდათ, სა­დაც კოტე ფურ­ცე­ლა­ძის მიერ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი - "კარ­მე­ნი" მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა დას­მა წარ­მა­ტე­ბით წა­რად­გი­ნა და ფეს­ტი­ვალ­ზე სა­პა­ტიო ჯილ­დოც მი­ი­ღო. მსა­ხი­ო­ბი ქეთი ასა­თი­ა­ნი თა­ვი­სი ინ­დუ­რი ვო­ი­ა­ჟის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს.

- ინ­დო­ე­თის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, მაგ­რამ როცა ქვე­ყა­ნას, მის კულ­ტუ­რას პი­რა­დად ეც­ნო­ბი, სხვა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვი. ნე­ბის­მი­ერ უცხო ქვე­ყა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩენ ისეთ რა­ღა­ცას, რაც იმ ქვეყ­ნის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და შენ­თვის - უცხო. ინ­დუ­რი ფილ­მე­ბი ყვე­ლას გვი­ნა­ხავს. თი­თო­ე­უ­ლი ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას ვფიქ­რობ­დი: ზღა­პარ­ში ცხოვ­რო­ბენ-მეთ­ქი და მარ­თლაც ასეა - თა­ვი­ან­თი, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პო-რიტ­მი, კულ­ტუ­რა, ცნო­ბი­ე­რე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, მი­სია, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია და ა.შ. აქვთ. ისი­ნი ისეთ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში არი­ან, რო­მელ­საც ჩვენ ვერ ვხე­დავთ და ვერც შე­ვიგ­რძნობთ.

- ეს რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, პლას­ტი­კა­ში, მათ ნელ, მის­ტი­კა­ნა­რევ მოძ­რა­ო­ბებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ინ­დო­ე­ლე­ბის თა­ვის ქან­ქა­რი გვა­ო­ცებ­და (იცი­ნის).

- ქა­ლა­ქი რო­გორ მო­გე­წო­ნათ?

- ქე­რა­ლის შტატ­ში, ქა­ლაქ ტრი­სუ­რის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში ვი­ყა­ვით. ქუ­ჩებ­ში ისე­თი სი­ბინ­ძუ­რე იყო, რომ და­ვი­შო­კეთ. იქ სუფ­თა ად­გილს ვერ ნა­ხავთ; ენით აუ­წე­რე­ლი, სა­ში­ნე­ლი სუნი დგას - კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის, ნაგ­ვის და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო და თბი­ლი­სის ზო­გი­ერ­თი უბა­ნი გა­მახ­სე­ნა - ადრე ხომ ჩვენ­თა­ნაც არა­ნაკ­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცია იყო... რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტს, რიქ­შე­ბი გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლია: მო­ტო­ციკ­ლეტს ჰგავს და მგზავ­რი გა­და­ფა­რე­ბულ­ში ზის. იქა­ურ­მა სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბამ გა­მა­ო­ცა: სა­შინ­ლად და­დი­ან და ყო­ველ­წუ­თას ასიგ­ნა­ლე­ბენ. თუ წინ მი­მა­ვალს არ და­უ­სიგ­ნა­ლე და ისე აუქ­ციე გვერ­დი, შე­იძ­ლე­ბა ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გოს და გა­და­ი­რი­ოს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც და­დი­ან, მაგ­რამ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და გა­სა­ო­ცა­რი მან­ქა­ნა არ მი­ნა­ხავს.

- შე­ნო­ბებ­ში თუ იყო სი­სუფ­თა­ვე? რო­გო­რია მათი თე­ატ­რი და ინ­დო­ე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი­მე სცე­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­ატ­რიც აქვთ - ტრა­დი­ცი­უ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი, თა­ვი­სი ფო­ი­ე­თი, ამ­ფი­თე­ატ­რე­ბი­თა და ა.შ. ის სცე­ნა, სა­ი­და­ნაც ქარ­თვე­ლებს მა­ყუ­რებ­ლის­თვის წარ­მოდ­გე­ნა უნდა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, სტან­დარ­ტუ­ლი წნუ­ლე­ბით იყო გა­და­ხუ­რუ­ლი და 2 ათა­სი პლასტმა­სის სკა­მი იდგა. მა­ყუ­რე­ბელ­მა ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა - უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზე იდგა და თვალ­ყურს ისე გვა­დევ­ნებ­და. იცით, ინ­დო­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რე­ბი და გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან. პა­ტა­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ლა­ღე, გახ­სნი­ლო­ბა, უკომ­პლექ­სო­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა ახა­სი­ა­თებთ. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ რო­გორც სხვა გა­ლაქ­ტი­კი­დან ჩა­სუ­ლებს, ისე გვი­ყუ­რებ­დნენ.

- სას­ტუმ­რო რო­გო­რი იყო?

- კარ­გი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ჰყავ­დათ. ოღონდ რა­ი­მე გე­თხო­ვა და თან გა­დაგ­ყვე­ბოდ­ნენ; უფრო მე­ტიც, სას­ტუმ­როს უფ­რო­სი ჩვენს გი­დად იქცა. სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წაგ­ვიყ­ვა­ნა ექ­სკურ­სი­ა­ზე, მდი­ნა­რე და სა­ო­ცა­რი ად­გი­ლე­ბი გვიჩ­ვე­ნა. დაწ­ნუ­ლი ბამ­ბუ­კის სა­ო­ცარ ნავ­ზე ვის­ხე­დით და სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსე­ირ­ნობ­დით. ბო­ლოს, ოკე­ა­ნეს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, რაც ჩემ­თვის გა­სა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო - ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე ოკე­ა­ნე­ში გავ­ცუ­რავ­დი; ოკე­ა­ნე ჩემ­თვის ზვი­გე­ნებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, ქარ­თვე­ლებს ინ­დო­ე­ლე­ბი იმ­დე­ნად შეგ­ვიყ­ვარ­და, რომ ბო­ლოს, ჩვენც თა­ვის ქან­ქა­რით და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი (იცი­ნის), მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად. ისი­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. მათ­თვის რე­ლი­გია ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში "კო­მუ­ნიზ­მიც" შე­იმ­ჩნე­ვა.

- რა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­ას­წა­რით ერთ კვი­რა­ში?

- ზო­ო­პარ­კი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, სპი­ლო­ე­ბიც ვნა­ხეთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც, მდი­ნა­რე­ზე გა­სე­ირ­ნე­ბამ მო­ახ­დი­ნა. თავი ერთ-ერთი უცხო­უ­რი რეკ­ლა­მის გმი­რი მე­გო­ნა - პალ­მე­ბი, ქვი­შა და სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­რო.

- ამ გას­ტრო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა ვინ მო­ახ­დი­ნა? რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ქე­რა­ლის შტა­ტი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ცეკ­ვის თე­ატ­რი" კოტე ფურ­ცე­ლა­ძემ შექ­მნა და მას­ში სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ სხვა­დას­ხვა კონ­ცერტსა და სპექ­ტაკლში, ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქე­რა­ლის შტატ­ში ამოვ­ყა­ვით თავი, ლონ­დონ­ში შედ­გა და ევ­რო­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­კეთ­და. ჩვენ უცხო­ე­ლებს ვუჩ­ვე­ნეთ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა - უცხო და სა­ინ­ტე­რე­სო ჟან­რი. გარ­კვე­უ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბის გარ­და, სპექ­ტაკ­ლი ძი­რი­თა­დად, პლას­ტი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი. პრე­მი­ე­რამ ლონ­დონ­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და შე­საძ­ლოა, კი­დევ მიგ­ვიწ­ვი­ონ... უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე მივ­დი­ვართ, შემ­დეგ

- ლიტ­ვა­ში. მოკ­ლედ, წინ ბევ­რი კარ­გი გეგ­მა გვაქვს.

- ინ­დურ სამ­ზა­რე­უ­ლო­საც შე­ვე­ხოთ. რას მი­ირ­თმევ­დით იქ ყოფ­ნი­სას?

- გურ­მა­ნო­ბით ისე­დაც არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ იქ ყოფ­ნი­სას ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ვი­ნატ­რე და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, მე­უღ­ლეს ვთხო­ვე: ხინ­კა­ლი მა­ჭა­მე-მეთ­ქი (იცი­ნის). ინ­დო­ე­ლებს ბრინ­ჯი და თევ­ზე­უ­ლი უყ­ვართ. მეს­მის, რომ მათი კერ­ძე­ბი გემ­რი­ე­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცხა­რე გახ­ლავთ. აი, ხი­ლის ასორ­ტი კი მარ­თლაც, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. ინ­დო­ეთ­ში ძი­რი­თა­დად, ხი­ლით ვიკ­ვე­ბე­ბო­დი. პუ­რიც კი, რა­ღაც­ნა­ი­რად ტკბი­ლი იყო. ბა­ნან­საც სხვა­ნა­ი­რი გემო ჰქონ­და, ძა­ლი­ან ნოყი­ე­რი და გემ­რი­ე­ლი გახ­ლდათ.

- შო­პინ­გი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად, რამ მი­იქ­ცია თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა?

- ტა­ნი­სა­მო­სის სიჭ­რე­ლემ და ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბამ გა­მა­ო­ცა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, სარი მო­მე­წო­ნა. მთე­ლი ინ­დო­ე­თი ამ სა­მო­სით და­დის. იქ სა­ო­ცა­რი აბ­რე­შუ­მის ქსო­ვი­ლე­ბი ვნა­ხე. სხვა­თა შო­რის, სარი მეც ვი­ყი­დე და ახლა ვფიქ­რობ, სად გა­მო­ვი­ყე­ნო (იღი­მის).

- კი­დევ რა შე­ი­ძი­ნეთ?

- ჩან­თა, ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, თავ­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლი მძი­ვე­ბი და შუბ­ლზე მი­საკ­რა­ვი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნიშ­ნე­ბი შე­ვი­ძი­ნე, რო­მელ­საც ხან ცხვირ­ზე ვიკ­რავ, ხან ყურ­ზე, ხა­ნაც - ბეჭ­დად ვი­კე­თებ და ა.შ. თბი­ლის­ში რომ შუბ­ლზე მიკ­რუ­ლი წერ­ტი­ლით გა­ვი­ა­რო, თავი ვა­ქან­ქა­რო და სა­რიც ჩა­ვიც­ვა, შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხი გა­დავ­რიო (იცი­ნის). მოკ­ლედ, ვცდი­ლობ, ინ­დო­ეთ­ში შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი და სა­მო­სი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას და მო­დას მო­ვარ­გო. სხვა­თა შო­რის, ინ­დო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იქა­უ­რი ქა­ლე­ბი სა­ოც­რად წვრილძვლი­ა­ნე­ბი არი­ან: აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, ვერც ერთი სა­მა­ჯუ­რი ვერ მო­ვირ­გე. არა­და, გამ­ხდრე­ბი სუ­ლაც არ ჩა­ნან.

- ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი რო­გორ იც­ვა­მენ?

- მათ სა­მოსს დოთი ჰქვია და ფაქ­ტობ­რი­ვად, ზე­წა­რია, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ, სარ­ტყე­ლი აქვს. ქე­რა­ლის შტატ­ში ძი­რი­თა­დად თეთ­რი, მო­ოქ­რუ­ლი ძა­ფით მო­ქარ­გუ­ლი დოთი აც­ვი­ათ. მა­მა­კა­ცე­ბი, სა­დაც უნდა მი­დი­ოდ­ნენ, რა­საც უნდა აკე­თებ­დნენ და რო­მე­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უნდა იყ­ვნენ, ასე ჩაც­მუ­ლე­ბი და­დი­ან: ქვე­მოთ დოთი აც­ვი­ათ, ზე­მოთ კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მა­მა­კა­ცის პე­რან­გე­ბი.

- მა­ღა­ზი­ებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­სი თუ იყი­დე­ბა?

- კი, თუმ­ცა - ნაკ­ლე­ბად. ერ­თა­დერ­თი, თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­როს რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვედ ჩაც­მუ­ლი და თმაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. სხვა ინ­დო­ელ გო­გო­ნებს კი ძი­რი­თა­დად, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა თმას, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მუქი შავი თმით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, თავი გა­მუდ­მე­ბით ზე­თით აქვთ გა­პო­ხი­ლი. ინ­დო­ეთ­ში გა­ფუმ­ფუ­ლე­ბულთმი­ა­ნი ქალი არ მი­ნა­ხავს. სხვა­თა შო­რის, იქ ყოფ­ნი­სას ხელი მო­ვი­ხა­ტე. ეს ტატუ ორი კვი­რის შემ­დეგ გაქ­რე­ბა, არა­და, მე­ნა­ნე­ბა, ულა­მა­ზე­სია.

- რო­გორც ვიცი, ინ­დო­ე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში უმე­ტე­სად, ფეხ­შიშ­ვე­ლე­ბი და­დი­ან. ასეა?

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ასეა. თუმ­ცა ე.წ. ჩუს­ტე­ბიც აც­ვი­ათ. მოკ­ლედ, ფე­ხე­ბი შე­ფუ­თუ­ლი არ აქვთ, ტერფს არ "აწუ­ხე­ბენ". მიკ­ვირ­და, - ბავ­შვებს მა­ინც რა­ტომ უშ­ვე­ბენ ფეხ­შიშ­ვლებს, თა­ნაც - ამ ჭუ­ჭყში-მეთ­ქი...

- მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ინ­დუ­რი მა­სა­ჟი...

- გე­თან­ხმე­ბი და მინ­და გი­თხრათ, რომ ინ­დო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა მეც მო­ვინ­დო­მე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ ოთა­ხის კარი რომ შე­ვა­ღე, სა­დაც მა­სა­ჟი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სურ­ნე­ლის­გან თავ­ბრუ და­მეხ­ვა და ლა­მის უკან გა­მოვ­ბრუნ­დი... მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ, რო­გორც კი ინ­დო­ელ­მა ქალ­მა მა­სა­ჟის კე­თე­ბა და­ი­წყო, გა­ვი­თი­შე, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მა­ვი­წყდა და ცოტა ხან­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სარს ვი­ყა­ვი ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი (იცი­ნის). ასეთ რე­ლაქ­სა­ცი­ას არ ვე­ლო­დი. მოკ­ლედ, ინ­დო­ე­თი­დან ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქართველის თვალით დანახული ინდოეთი და მსახიობების ეგზოტიკური კვირეული

ქართველის თვალით დანახული ინდოეთი და მსახიობების ეგზოტიკური კვირეული

ცოტა ხნის წინ "ცეკვის თეატრი" გასტროლზე ინდოეთში გახლდათ, სადაც კოტე ფურცელაძის მიერ დადგმული სპექტაკლი - "კარმენი" მრავალრიცხოვანმა დასმა წარმატებით წარადგინა და ფესტივალზე საპატიო ჯილდოც მიიღო. მსახიობი ქეთი ასათიანი თავისი ინდური ვოიაჟის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

- ინდოეთის შესახებ გარკვეული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ როცა ქვეყანას, მის კულტურას პირადად ეცნობი, სხვა შთაბეჭდილების ქვეშ ექცევი. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში აღმოაჩენ ისეთ რაღაცას, რაც იმ ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი და შენთვის - უცხო. ინდური ფილმები ყველას გვინახავს. თითოეული ფილმის ყურებისას ვფიქრობდი: ზღაპარში ცხოვრობენ-მეთქი და მართლაც ასეა - თავიანთი, სხვებისგან განსხვავებული ტემპო-რიტმი, კულტურა, ცნობიერება, აზროვნება, მისია, ჟესტიკულაცია და ა.შ. აქვთ. ისინი ისეთ განზომილებაში არიან, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც შევიგრძნობთ.

- ეს რაში გამოიხატება?

- მაგალითად, პლასტიკაში, მათ ნელ, მისტიკანარევ მოძრაობებში. განსაკუთრებულად, ინდოელების თავის ქანქარი გვაოცებდა (იცინის).

- ქალაქი როგორ მოგეწონათ?

- ქერალის შტატში, ქალაქ ტრისურის ცენტრალურ უბანში ვიყავით. ქუჩებში ისეთი სიბინძურე იყო, რომ დავიშოკეთ. იქ სუფთა ადგილს ვერ ნახავთ; ენით აუწერელი, საშინელი სუნი დგას - კანალიზაციის, ნაგვის და ა.შ. ამ ყველაფერმა 90-იანი წლების საქართველო და თბილისის ზოგიერთი უბანი გამახსენა - ადრე ხომ ჩვენთანაც არანაკლები სიტუაცია იყო... რაც შეეხება ტრანსპორტს, რიქშები გათანამედროვებულია: მოტოციკლეტს ჰგავს და მგზავრი გადაფარებულში ზის. იქაურმა სატრანსპორტო მოძრაობამ გამაოცა: საშინლად დადიან და ყოველწუთას ასიგნალებენ. თუ წინ მიმავალს არ დაუსიგნალე და ისე აუქციე გვერდი, შეიძლება ორიენტაცია დაკარგოს და გადაირიოს. ჩვეულებრივი ავტომობილებიც დადიან, მაგრამ ძვირად ღირებული და გასაოცარი მანქანა არ მინახავს.

- შენობებში თუ იყო სისუფთავე? როგორია მათი თეატრი და ინდოელი მაყურებელი?

- ქუჩაში რამდენიმე სცენაა გაკეთებული. თუმცა, ჩვეულებრივი თეატრიც აქვთ - ტრადიციული, აკადემიური, თავისი ფოიეთი, ამფითეატრებითა და ა.შ. ის სცენა, საიდანაც ქართველებს მაყურებლისთვის წარმოდგენა უნდა გვეჩვენებინა, სტანდარტული წნულებით იყო გადახურული და 2 ათასი პლასტმასის სკამი იდგა. მაყურებელმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი პატივისცემა დაიმსახურა - უამრავი ადამიანი ფეხზე იდგა და თვალყურს ისე გვადევნებდა. იცით, ინდოელები ძალიან ბავშვურები და გულწრფელები არიან. პატარებისთვის დამახასიათებელი სილაღე, გახსნილობა, უკომპლექსობა, გულწრფელობა ახასიათებთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ როგორც სხვა გალაქტიკიდან ჩასულებს, ისე გვიყურებდნენ.

- სასტუმრო როგორი იყო?

- კარგი და შესანიშნავი მომსახურე პერსონალი ჰყავდათ. ოღონდ რაიმე გეთხოვა და თან გადაგყვებოდნენ; უფრო მეტიც, სასტუმროს უფროსი ჩვენს გიდად იქცა. საკუთარი სურვილით წაგვიყვანა ექსკურსიაზე, მდინარე და საოცარი ადგილები გვიჩვენა. დაწნული ბამბუკის საოცარ ნავზე ვისხედით და სამი საათის განმავლობაში ვსეირნობდით. ბოლოს, ოკეანეს მივუახლოვდით, რაც ჩემთვის გასაოგნებელი იყო - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ოკეანეში გავცურავდი; ოკეანე ჩემთვის ზვიგენებთან ასოცირდებოდა. მოკლედ, ქართველებს ინდოელები იმდენად შეგვიყვარდა, რომ ბოლოს, ჩვენც თავის ქანქარით დავიწყეთ ლაპარაკი (იცინის), მათ მიმართ პატივისცემის ნიშნად. ისინი ტრადიციების მიმდევრები არიან. მათთვის რელიგია ძალზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში "კომუნიზმიც" შეიმჩნევა.

- რა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მოასწარით ერთ კვირაში?

- ზოოპარკი დავათვალიერეთ, სპილოებიც ვნახეთ. თუმცა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც, მდინარეზე გასეირნებამ მოახდინა. თავი ერთ-ერთი უცხოური რეკლამის გმირი მეგონა - პალმები, ქვიშა და საოცარი ატმოსფერო.

- ამ გასტროლის ორგანიზება ვინ მოახდინა? რატომ აირჩიეთ ქერალის შტატი?

- მოგეხსენებათ, "ცეკვის თეატრი" კოტე ფურცელაძემ შექმნა და მასში სხვადასხვა თეატრის მსახიობები ვართ დაკავებული. ჩვენ სხვადასხვა კონცერტსა და სპექტაკლში, ერთად ვმონაწილეობდით. პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ქერალის შტატში ამოვყავით თავი, ლონდონში შედგა და ევროკავშირის ორგანიზებით გაკეთდა. ჩვენ უცხოელებს ვუჩვენეთ ქორეოგრაფიული დრამა - უცხო და საინტერესო ჟანრი. გარკვეული თეატრალური ელემენტების გარდა, სპექტაკლი ძირითადად, პლასტიკაზეა აგებული. პრემიერამ ლონდონში წარმატებით ჩაიარა და შესაძლოა, კიდევ მიგვიწვიონ... უახლოეს პერიოდში ბელორუსიაში, ფესტივალზე მივდივართ, შემდეგ

- ლიტვაში. მოკლედ, წინ ბევრი კარგი გეგმა გვაქვს.

- ინდურ სამზარეულოსაც შევეხოთ. რას მიირთმევდით იქ ყოფნისას?

- გურმანობით ისედაც არ გამოვირჩევი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იქ ყოფნისას ქართული კერძები ვინატრე და თბილისში დაბრუნებულმა, მეუღლეს ვთხოვე: ხინკალი მაჭამე-მეთქი (იცინის). ინდოელებს ბრინჯი და თევზეული უყვართ. მესმის, რომ მათი კერძები გემრიელია, მაგრამ ძალიან ცხარე გახლავთ. აი, ხილის ასორტი კი მართლაც, შესანიშნავი იყო. ინდოეთში ძირითადად, ხილით ვიკვებებოდი. პურიც კი, რაღაცნაირად ტკბილი იყო. ბანანსაც სხვანაირი გემო ჰქონდა, ძალიან ნოყიერი და გემრიელი გახლდათ.

- შოპინგისას ყველაზე მეტად, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?

- ტანისამოსის სიჭრელემ და ფერების შეხამებამ გამაოცა. განსაკუთრებულად, სარი მომეწონა. მთელი ინდოეთი ამ სამოსით დადის. იქ საოცარი აბრეშუმის ქსოვილები ვნახე. სხვათა შორის, სარი მეც ვიყიდე და ახლა ვფიქრობ, სად გამოვიყენო (იღიმის).

- კიდევ რა შეიძინეთ?

- ჩანთა, ქვედაბოლოები, თავზე გასაკეთებელი მძივები და შუბლზე მისაკრავი წერტილოვანი ნიშნები შევიძინე, რომელსაც ხან ცხვირზე ვიკრავ, ხან ყურზე, ხანაც - ბეჭდად ვიკეთებ და ა.შ. თბილისში რომ შუბლზე მიკრული წერტილით გავიარო, თავი ვაქანქარო და სარიც ჩავიცვა, შეიძლება ხალხი გადავრიო (იცინის). მოკლედ, ვცდილობ, ინდოეთში შეძენილი ნივთები და სამოსი ქართულ რეალობას და მოდას მოვარგო. სხვათა შორის, ინდოეთში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ იქაური ქალები საოცრად წვრილძვლიანები არიან: აქსესუარების შერჩევისას, ვერც ერთი სამაჯური ვერ მოვირგე. არადა, გამხდრები სულაც არ ჩანან.

- ინდოელი მამაკაცები როგორ იცვამენ?

- მათ სამოსს დოთი ჰქვია და ფაქტობრივად, ზეწარია, რომელსაც უბრალოდ, სარტყელი აქვს. ქერალის შტატში ძირითადად თეთრი, მოოქრული ძაფით მოქარგული დოთი აცვიათ. მამაკაცები, სადაც უნდა მიდიოდნენ, რასაც უნდა აკეთებდნენ და რომელი ფენის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, ასე ჩაცმულები დადიან: ქვემოთ დოთი აცვიათ, ზემოთ კი ჩვეულებრივი, მამაკაცის პერანგები.

- მაღაზიებში თანამედროვე სამოსი თუ იყიდება?

- კი, თუმცა - ნაკლებად. ერთადერთი, თეატრალური სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი იყო საკმაოდ თანამედროვედ ჩაცმული და თმაც მოწესრიგებული ჰქონდათ. სხვა ინდოელ გოგონებს კი ძირითადად, ნაციონალური სამოსი აცვიათ. რაც შეეხება თმას, გარდა იმისა, რომ ძალიან მუქი შავი თმით გამოირჩევიან, თავი გამუდმებით ზეთით აქვთ გაპოხილი. ინდოეთში გაფუმფულებულთმიანი ქალი არ მინახავს. სხვათა შორის, იქ ყოფნისას ხელი მოვიხატე. ეს ტატუ ორი კვირის შემდეგ გაქრება, არადა, მენანება, ულამაზესია.

- როგორც ვიცი, ინდოელები ქუჩაში უმეტესად, ფეხშიშველები დადიან. ასეა?

- ხშირ შემთხვევაში, ასეა. თუმცა ე.წ. ჩუსტებიც აცვიათ. მოკლედ, ფეხები შეფუთული არ აქვთ, ტერფს არ "აწუხებენ". მიკვირდა, - ბავშვებს მაინც რატომ უშვებენ ფეხშიშვლებს, თანაც - ამ ჭუჭყში-მეთქი...

- მთელ მსოფლიოში პოპულარულია ინდური მასაჟი...

- გეთანხმები და მინდა გითხრათ, რომ ინდოეთში ყოფნისას მასაჟის გაკეთება მეც მოვინდომე. წარმოიდგინეთ, იმ ოთახის კარი რომ შევაღე, სადაც მასაჟი უნდა გამეკეთებინა, სურნელისგან თავბრუ დამეხვა და ლამის უკან გამოვბრუნდი... მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, როგორც კი ინდოელმა ქალმა მასაჟის კეთება დაიწყო, გავითიშე, ამქვეყნად ყველაფერი გადამავიწყდა და ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ სარს ვიყავი ჩახუტებული (იცინის). ასეთ რელაქსაციას არ ველოდი. მოკლედ, ინდოეთიდან ემოციურად დატვირთული და აღფრთოვანებული დავბრუნდი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება