ირაკლი ღარიბაშვილი - "კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ძალადობა ჩაიდინა"

 ირაკლი ღარიბაშვილი - "კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ძალადობა ჩაიდინა"

კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლას აპირებდა, სამინისტროს უკლებლივ ყველა დანაყოფი, საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო დაუყოვნებლივ იყვნენ პრეზიდენტისა და მოქალაქეების უზრუნველსაყოფად მობილიზებული. მინისტრის განცხადებით, უმცირესობისთვის ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებას აპირებდნენ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დროს დაზარალებული მოქალაქეები.

"მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში შეძლო უზრუნველეყო შენობაში ორი ალტერნატიული შესასვლელი. გაკეთდა შესაბამისი კორიდორი, რათა ეროვნულ ბიბლიოთეკაში უსაფრთხოდ შესულიყვნენ პრეზიდენტი და მიწვეული სტუმრები. ჩვენი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიუხედავად, პრეზიდენტს ესარგებლა ალტერნატიული შესასვლელით, პასუხად მივიღეთ საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, იგი ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასაც ესაუბრა. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბოკერია საუბრის ფაქტს არ უარყოფს და არ დაამახინჯებს. მისივე თქმით, ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ მივიდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც, ღარიბაშვილის შეფასებით, ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია.

"პოლიციელების რჩევის მიუხედავად, რომ ის შენობაში დაუყოვნებლივ შესულიყო, ის მაინც გარეთ, აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეებთან დარჩა, რამაც, კიდევ უფრო გააღიზიანა დემონსტრანტები. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად. კადრებში კარგად ჩანს, რომ დედაქალაქის მერი და მისი თანმხლები პირები, რომელთა შორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც აგრესიული ყიჟინის თანხლებით, მიზანმიმართულად ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია ისედაც დაძაბული ხალხის უკიდურესი აღელვება და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ფიზიკურად დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ პირადად მივიდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და დემონსტრანტებს დაუყოვნებლივ დაშლისაკენ მოუწოდა, რის შედეგადაც სიტუაცია განიმუხტა. მინისტრის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევასა და პროვოცირებას ადგილი ჰქონდა, გიგი უგულავასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

"პირობას ვიძლევით, რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ, როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა. კატეგორიულად ვაცხადებ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ არ დავუშვებთ და საფუძველშივე აღვკვეთავთ დესტაბილიზაციის ყოველგვარ მცდელობას. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას, საქართველოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის საფუძველი არ არსებობს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა