პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა

პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა

ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა. შენობიდან გამოსულ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით დაედევნენ.

ამასთან, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, მის მანქანას ხელები დაუშინეს. მიუხედავად ამისა, ჯაფარიძემ, ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება შეძლო.

რაც შეეხება რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იკლო. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა