საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ დაუჭერენ
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ დაუჭერენ

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი მზად არის, მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის "ეფე­მე­რუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­ლე­ბის" გა­უქ­მე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­როს , მაგ­რამ არა პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნა­ბას.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­საც პრე­ზი­დენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იზი­ა­რებს, პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვის თა­ო­ბა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­ზა­რე­ბაა.

"პრე­ზი­დენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა ძა­ლი­ან ეფე­მე­რუ­ლია და მის გა­მო­ყე­ნე­ბას არ ვა­პი­რებ. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნა­მი­კა და ის, რომ რა­ი­მე სა­ხის მთავ­რო­ბის და­თხო­ვა, მით უფრო ახლა - სამ-ოთხ-ხუთ თვე­ში, პირ­ველ რიგ­ში და­მან­გრე­ვე­ლია იმის­თვის, ვინც ამას გა­ა­კე­თებს, და­მან­გრე­ვე­ლია იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის, ვინც ამის ინი­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს. ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, დავ­თან­ხმე­ბო­დით, რომ პრე­ზი­დენტს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ეს უფ­ლე­ბა არ დარ­ჩე­ნო­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ამ კონ­ტი­ტუ­ცი­ით მო­ვი­და მთავ­რო­ბა­ში, ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ას ეთან­ხმე­ბოდ­ნენ, როცა მო­ვიდ­ნენ და ეს იყო თა­მა­შის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი".

მი­სი­ვე თქმით, "რე­ა­ლუ­რად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ბევ­რად უფრო მძი­მეა, ვიდ­რე - პრე­ზი­დენ­ტის ეფე­მე­რუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა".

"რაც მათ უნ­დათ, ესაა პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან გად­მო­ტა­ნა, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი და ამას არ ეთან­ხმე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბა. ეს არის ჩვენ შო­რის პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი. პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნის მო­ტი­ვა­ცია კარ­გად გა­ახ­მო­ვან­და: - მთავ­რო­ბას უნდა აკონ­ტრო­ლოს პარ­ლა­მენ­ტი. ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია იყო ის, რომ მთავ­რო­ბა იყოს ცალ­კე, პარ­ლა­მენ­ტი - ცალ­კე და პარ­ლა­მენ­ტი იყოს ძლი­ე­რი", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მე­ო­რე რა­საც, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ის და მისი გუნ­დი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბი­ან, არის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­და­პი­რი წე­სით ჩა­ტა­რე­ბის გა­უქ­მე­ბა.

"ამის­თვის უნ­დათ მას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა. ამის­თვის მი­დის ბრძო­ლა, რომ შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ გა­ი­მარ­თოს!" - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ დაუჭერენ

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ დაუჭერენ

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მზად არის, მთავრობის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის "ეფემერული კონსტიტუციური უფლებამოლების" გაუქმებას მხარი დაუჭიროს , მაგრამ არა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნაბას.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც პრეზიდენტი კატეგორიულად არ იზიარებს, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე უმრავლესობის მოსაზარებაა.

"პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის უფლება ძალიან ეფემერულია და მის გამოყენებას არ ვაპირებ. ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური დინამიკა და ის, რომ რაიმე სახის მთავრობის დათხოვა, მით უფრო ახლა - სამ-ოთხ-ხუთ თვეში, პირველ რიგში დამანგრეველია იმისთვის, ვინც ამას გააკეთებს, დამანგრეველია იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამის ინიცირებას მოახდენს. ჩვენ მზად ვიყავით, დავთანხმებოდით, რომ პრეზიდენტს ინსტიტუციურად ეს უფლება არ დარჩენოდა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება "ამ კონტიტუციით მოვიდა მთავრობაში, ამ კონსტიტუციას ეთანხმებოდნენ, როცა მოვიდნენ და ეს იყო თამაშის დადგენილი წესები".

მისივე თქმით, "რეალურად საკონსტიტუციო ცვლილებები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე - პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილებების შეზღუდვა".

"რაც მათ უნდათ, ესაა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები და ამას არ ეთანხმება უმცირესობა. ეს არის ჩვენ შორის პირველი მთავარი განმასხვავებელი. პარლამენტის თბილისში გადმოტანის მოტივაცია კარგად გაახმოვანდა: - მთავრობას უნდა აკონტროლოს პარლამენტი. ქუთაისში პარლამენტის გადატანის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მთავრობა იყოს ცალკე, პარლამენტი - ცალკე და პარლამენტი იყოს ძლიერი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მეორე რასაც, პრეზიდენტის თქმით, ის და მისი გუნდი კატეგორიულად არ ეთანხმებიან, არის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების გაუქმება.

"ამისთვის უნდათ მას კონსტიტუციური უმრავლესობა. ამისთვის მიდის ბრძოლა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში აღარ გაიმართოს!" - აცხადებს სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა