უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია შს მინისტრთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა ალტერნატიული შესასვლელი მხოლოდ პრეზიდენტს შესთავაზა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გოგა ბოკერიამ განუცხადა.
"რაც შეეხება ღარიბაშვილს მას მე დავურეკე კარგა ხნით ადრე, რადგან ნათელი იყო, ძალადობის დიდი ატმოსფერო იქმნებოდა. მან აღმითქვა, რომ პოლიცია ყველა ღონეს მიიღებდა, რათა არ დაეშვა ძალადობა. მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვიხილეთ. არანაირი კორდონი არ არსებობდა. ხოლო როცა ძალადობა უკვე პიკში იყო, ამის შემდეგ ცადა მან ჩემთან დაკავშირება, რომ პრეზიდენტი შესულიყო ალტერნატიული შესასვლელით. აქ მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი. პოლიციის ვალდებულება იყო, ნებისმიერი ადამიანს მიცემოდა ბიბლიოთეკაში შესვლის შესაძლებლობა", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკის შენობის შესასვლელთან მოქმედი ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი მოხდა. მან მთავრობა სიძულვილით აღსავსე მოძალადე ჯგუფის შექმნით ასლან აბაშიძეს შეადარა.