დეპუტატი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს "ჩეულებრივ მატყუარას" უწოდებს და აცხადებს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელად პოლიციას არც ერთი ალტერნატიული კორიდორი გაკეთებული არ ჰქონდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მზად იყო უკანა შესასვლელით ესარგებლა, მას ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
"ჩვენთან ერთად რამდენიმე ათეული კამერა იყო, როცა კოლმეურნეობის მოედნიდან ეროვნული ბიბლიოთეკისაკენ მივდიოდით. არ დამინახავს იქ კორიდორი. არ დამინახავს არც ერთი პოლიციელი. არავითარ შემოთავაზებას, რომ უკანა შესასვლით შევსულიყავით, ან რაიმე კორიდორით გვესარგებლა, ადგილი აქ ჰქონია. პირიქით, დახმარება რომ დაგვჭირვებოდა, არც ერთი პოლიციელი არ იყო. პრეზიდენტი მზად იყო, გამოეყენებინა უკანა შესასვლელი და ისე შესულიყო. სამწუხაროა, რომ მას გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახლა შინაგან საქმეთ მინისტრი იძულებულია თავი იმართლოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის ამ პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
დღეს განვითარებულ მოვლენებზე ნადირაშვილი მთავარ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ მას სურს დაპირისპირებები, რაც რეგიონებში შეიქმნა, დედაქალაქში გადმოიტანოს.
"დღეს მან გადადგა პირველი ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ", - დასძინა ირმა ნადირაშვილმა.