სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა მანჯგალაძე - "ვფიქრობ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო"
მანანა მანჯგალაძე - "ვფიქრობ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო"

ვფიქ­რობ, და­სა­მა­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევ­ლო, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ შს მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

"ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც შიგ­ნით არის თუ გა­რეთ, ძა­ლი­ან შემ­ტკი­ვა გული და არ მინ­და, რომ ვინ­მეს თუნ­დაც პა­ტა­რა ნა­ფხაჭ­ნი მა­ინც ჰქონ­დეს. ამი­ტომ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, ჩვენ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ იგეგ­მე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პრო­ვო­კა­ცია. მე ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ ბა­ტონ ირაკ­ლის­თან ერ­თად მე­ლა­პა­რა­კა ამის თა­ო­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ ის არის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბის პირ­ვე­ლი პირი, მას­თან მინ­დო­და ამის შე­სა­ხებ მე­სა­უბ­რა. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ვო­კა­ცია იგეგ­მე­ბო­და პო­ლი­ტო­პო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან. არა­ნა­ი­რი პრო­ვო­კა­ცია, მე ვთვლი, რომ და­სა­მა­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სას­ვლე­ლე­ბით. მე შე­მო­ვე­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­მო­სას­ვლე­ლით",- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

მან­ვე, არა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, არა­მედ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.

"რო­დე­საც აკ­რი­ტი­კებ ადა­მი­ა­ნებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, შენს ოპო­ნენ­ტებს და ამ­ბობ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს დევ­ნიდ­ნე­ნო, მა­შინ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ დევ­ნი­ან ახლა?! ისი­ნი ხომ ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, ეს დრო წა­ვი­და, სად არის ეს დრო?! ადა­მი­ა­ნე­ბი სცე­მეს, მე მეს­მის, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბევ­რი ვინ­მე გამ­წა­რე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყოს. ბევ­რს მი­ზე­ზი ჰქონ­დეს, ზოგი ყვე­ლა­ფერს ერთ ადა­მი­ანს აბ­რა­ლებს, თა­ვის გა­უ­მარ­თლე­ბელ ცხოვ­რე­ბა­საც კი. ხომ გვინ­და, რომ ვი­ცხოვ­როთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში. მე აქე­დან არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ. ჩემი შვი­ლი აქ უნდა გა­ი­ზარ­დოს. ძა­ლი­ან მინ­და, ის, რაც მე აქ დღეს ვნა­ხე, აღარ გან­მე­ორ­დეს",- აღ­ნიშ­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მანანა მანჯგალაძე - "ვფიქრობ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო"

მანანა მანჯგალაძე - "ვფიქრობ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო"

ვფიქრობ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო, - ამის შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სურვილი ჰქონდა, რომ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ესაუბრა.

"ყველა ადამიანზე, რომელიც შიგნით არის თუ გარეთ, ძალიან შემტკივა გული და არ მინდა, რომ ვინმეს თუნდაც პატარა ნაფხაჭნი მაინც ჰქონდეს. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, ჩვენ რამდენიმე საათის წინ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმებოდა გარკვეული სახის პროვოკაცია. მე ძალიან მინდოდა, რომ ბატონ ირაკლისთან ერთად მელაპარაკა ამის თაობაზე, იმიტომ, რომ ის არის სამართალდამცველი უწყების პირველი პირი, მასთან მინდოდა ამის შესახებ მესაუბრა. ძალიან უცნაურია, როდესაც ამბობენ, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა პოლიტოპონენტების მხრიდან. არანაირი პროვოკაცია, მე ვთვლი, რომ დასამალი არავისთან არაფერი მაქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა არ უნდა მევლო და დამატებითი შემოსასვლელებით. მე შემოვედი ჩვეულებრივი შემოსასვლელით",- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანვე, არა როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერის, არამედ როგორც ჟურნალისტის შეფასებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

"როდესაც აკრიტიკებ ადამიანებს წინა ხელისუფლებაში, შენს ოპონენტებს და ამბობ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნიდნენო, მაშინ მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს რატომ დევნიან ახლა?! ისინი ხომ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, ეს დრო წავიდა, სად არის ეს დრო?! ადამიანები სცემეს, მე მესმის, შესაძლებელია ბევრი ვინმე გამწარებული და გაბრაზებული იყოს. ბევრს მიზეზი ჰქონდეს, ზოგი ყველაფერს ერთ ადამიანს აბრალებს, თავის გაუმართლებელ ცხოვრებასაც კი. ხომ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი შვილი აქ უნდა გაიზარდოს. ძალიან მინდა, ის, რაც მე აქ დღეს ვნახე, აღარ განმეორდეს",- აღნიშნა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა