ირაკლი ღარიბაშვილი - "ოპონენტების ნაწილმა არ ისარგებლა ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით და პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან"

ირაკლი ღარიბაშვილი - "ოპონენტების ნაწილმა არ ისარგებლა ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით და პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ პოლიტპატიმრებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ ისარგებლეს შსს-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით.

"მესმის მათი გაღიზიანების, მესმის მათი პროტესტის მიზეზი, მაგრამ მე მათ მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და ტერიტორიის დატოვებისკენ. ჩემი დავალების თანახმად, მობილიზებული იყო მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააკეთეს კორდონი, რომ პრეზიდენტის გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაცულიყო პრეზიდენტისა და სტუმრების უსაფრთხოება. სამწუხაროდ, მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა არ ისარგებლა ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით, ისინი პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან. ამან გამოიწვია გარკვეული შეხლა-შემოხლა, სამწუხაროდ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სამართალდამცველები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი დავიცვათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა