საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებს აქვთ ორი გზა: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა"
"ნაციონალებს აქვთ ორი გზა: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა"

აკა­დე­მი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, თურ­ქო­ლო­გი ელიზ­ბარ ჯა­ვე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბას არ ნიშ­ნავს და ქარ­თველ ხალ­ხს სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს:

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ის, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ბან­დი­ტე­ბი არ ელოდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ 30-40 წლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას... მათ, რო­გორც კი მო­ირ­გეს სკა­მე­ბი, მა­შინ­ვე დახ­ვე­წეს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც დღე­საც ამ­შვე­ნე­ბენ ჩვენს "მშვე­ნი­ერ" ქუ­თა­ი­სურ პარ­ლა­მენტს. დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­კად­ნი­ე­რე­ბუ­ლია იმით, რომ და­სავ­ლე­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა, მხარს უჭერს, რაც არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ამე­რი­კის პო­ზი­ცია იმ­თა­ვით­ვე იყო ცნო­ბი­ლი. ამე­რი­კა გვარ­წმუ­ნებ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო, არა­და, მი­ვი­ღეთ პირ­წა­ვარ­დნი­ლი ტი­რა­ნი. დღეს ამე­რი­კას თა­ვი­სი ამა­გი ენა­ნე­ბა, რად­გან მათ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას დიდი შრო­მა და ფული და­ა­ხარ­ჯეს და ამი­ტო­მაც იცა­ვენ. ამე­რი­კე­ლე­ბი მო­ი­ნე­ლებ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლას, თუ მის ნაც­ვლად სა­ა­კაშ­ვი­ლი II დარ­ჩე­ბო­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ძი­რი­თად ინ­ტე­რე­სებს გა­ა­ტა­რებ­და.

- ვინ ესა­ხე­ბო­დათ ამე­რი­კე­ლებს სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლად?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - არა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ორი პრო­ა­მე­რი­კუ­ლი, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი პარ­ტია - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". მაგ­რამ ორი­ვე პარ­ტია ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ისი­ნი თა­ვი­ან­თი ძა­ლის­ხმე­ვით ვერ მოხ­ვდე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ეს ხალ­ხი ივა­ნიშ­ვილ­მა დას­ვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში...

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლია შიშ­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი დამ­ნა­შა­ვეა და ამი­ტო­მაც იცა­ვენ ერ­თმა­ნეთს გა­აფ­თრე­ბულ­ნი. რე­ა­ლუ­რად კი ამას მხო­ლოდ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის აკე­თე­ბენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა და თა­ვი­სი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს ჩა­ა­დე­ნი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, ამით მათი ერ­თო­ბა გა­ამ­ყა­რა. ნა­ცი­ო­ნა­ლებს ორი გზა აქვთ: ან უნდა დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან ცი­ხე­ში მო­უ­წევთ ჩაჯ­დო­მა. ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს ზნე­ობ­რივ გაკ­ვე­თი­ლებს რომ გვი­კი­თხა­ვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყე­ლამ­დე სის­ხლში იხ­რჩო­ბი­ან და ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი არი­ან. ნაც­მოძ­რა­ო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა, კულ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ქარ­თუ­ლი ენა, რო­მე­ლიც, მუხ­რანს თუ და­ვე­სეს­ხე­ბი, დღეს ორ­ღო­ბის ენა­დაც აღარ ვარ­გა. ჩვე­ნი ფრი­ად "ბრძე­ნი" სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­საბ­ჭოს "აც­ვიფ­რებს" თა­ვი­სი ინ­გლი­სუ­რი­სა და ფრან­გუ­ლის ცოდ­ნით. ეს არის მისი უმაღ­ლე­სი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი. ის კი არ იცის, რომ თა­ვი­სი საყ­ველ­პუ­რო ინ­გლი­სუ­რით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებს. სა­ა­კაშ­ვილ­მა რო­გორც ქარ­თუ­ლი ენა იცის, ისე­ვე იცის ინ­გლი­სუ­რი და ფრან­გუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მის ახ­ლან­დელ წევ­რებს გულს ივა­ნიშ­ვი­ლის ფული უთ­ბობ­დათ და ასე მოხ­და ამ კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ზოგ­მა ფულს გა­მოჰ­კრა ხელი, ზოგ­მაც - სა­ხელს. ზო­გი­ერთს კი, კარ­გად ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი რომ და­იჯგი­მე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში, კარ­გად ვიც­ნობ და ვიცი, რომ არ არი­ან პრინ­ცი­პის­თვის მებ­რძო­ლე­ბი, მათ­გან ღა­ლა­ტიც ხში­რად მი­ნა­ხავს და ბრძო­ლის ვე­ლი­დან გაქ­ცე­ვაც. ყვე­ლა­ზე არ ვამ­ბობ, კო­ა­ლი­ცი­ა­ში წე­სი­ე­რი და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბა უმა­დუ­რია. იმას კი არ ფიქ­რო­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მოხ­ვდნენ, არა­მედ იმას, რო­გორ გაძ­ლი­ერ­დნენ და უახ­ლო­ეს არ­ჩევ­ნებ­ზე თა­ვი­ან­თი ხალ­ხი გა­იყ­ვა­ნონ. გარ­და ამი­სა, ახალ მთავ­რო­ბას შე­ვამ­ჩნიე, რომ ნა­ცე­ბის მსგავ­სად, ხალ­ხსა და თა­ვი­ანთ შო­რის კე­დელს აშე­ნებს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა მათ­გა­ნი ნე­ბის­მი­ერ დროს პა­სუ­ხობ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს, დღეს კი მი­ნის­ტრე­ბი კი არა, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბიც აღარ კად­რუ­ლო­ბენ ყურ­მი­ლის აღე­ბას. ერ­თა­დერ­თი, ვინც მი­პა­სუ­ხა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე იყო.

- ნაც­მოძ­რა­ო­ბის გენმდი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 4 წელს ვერ და­ე­ლო­დე­ბი­ან...

- დღეს ისე თავ­მომ­წო­ნედ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, თით­ქოს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლი იყოს ეს უწიგ­ნუ­რი... მე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ხუთ სი­ტყვა­ში ხუთი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი. აი, ეს კაცი გა­მო­დის და მა­რი­გებს ჭკუ­ას, და თურ­მე 4 წელს ვერ და­ე­ლო­დე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. არა­და, სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან... რა­ტომ არ არის გახ­სნი­ლი გუ­რამ შა­რა­ძის, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის, ჟვა­ნი­ას, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი? ვის ან რას ერი­დე­ბი­ან კბი­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი?! დე­მოკ­რა­ტო­ბა­ნას თა­მა­შო­ბენ? სხვა­თა შო­რის, დიდ პა­ტივს მი­ვა­გებ მარ­გა­ლი­ტი­ვით პა­ტა­რა, სა­მარ­თლი­ან და პრინ­ცი­პულ თეა წუ­ლუ­კი­ანს.

- და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი იქით იბა­რე­ბენ გა­მომ­ძი­ებ­ლებს...

- რა­ტომ ეახლნენ უგუ­ლა­ვას მე­რი­ა­ში, არ იცი­ან, რომ უგუ­ლა­ვა დამ­ნა­შა­ვეა? გარ­წმუ­ნებთ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ავ­სე­ბუ­ლია და ნა­ხავთ, ძა­ლი­ან მალე თვი­თონ და­ე­რე­ვი­ან ცო­ცხე­ბით უგუ­ლა­ვას, მე­რა­ბიშ­ვილს, ადე­იშ­ვილს, ბო­კე­რი­ას, ბა­რა­მი­ძეს... ბა­რა­მი­ძეს ცოდ­ვად აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­ჟლე­ტაც ეყო­ფა. პა­სუ­ხი ამ ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მედ­მა, სა­ა­კაშ­ვილ­მაც უნდა აგოს.

ახ­ლა­ხან შევ­ქმე­ნით სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რე". ის, პირ­ველ რიგ­ში, და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ნა­ცე­ბის მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კი­დან ფი­ნანსდე­ბა. სწო­რედ ამ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბით სურთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბა, რაც მა­სო­ნუ­რი გეგ­მაა. თუმ­ცა საკ­მა­რი­სია, ჟვა­ნი­ას ან შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­იხ­სნას, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებს ამე­რი­კა და მოს­ყი­დუ­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი ვე­ღარ უშ­ვე­ლით.

- რამ­დე­ნი­მე ხნის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, რომ არ­სე­ბობს ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ მი­აქვს ჟვა­ნი­ას ცხე­და­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რს. ვის აქვს ეს ფო­ტო­ე­ბი და ამ­დენ ხანს რა­ტომ არ აქ­ვეყ­ნებს?

- იმი­ტომ, რომ ვინც ამ საქ­მის კურ­სში იყო, ყვე­ლა მოკ­ლეს. მეც ვკი­თხე იმ პი­როვ­ნე­ბას, ახლა რა­ღას ელო­დე­ბი-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, ნა­ცე­ბი ახლა უფრო სა­შიშ­ნი არი­ა­ნო. მაგ­რამ მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ეს ფო­ტო­მა­სა­ლა.

ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხოს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა. მისი სურ­ვი­ლია, რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი და მერე თვი­თონ და­ნიშ­ნოს, ჩა­მო­იყ­ვა­ნოს ვირ­თხე­ბი - ადე­იშ­ვი­ლი და შაშ­კი­ნი და მერე ნა­ხავთ, რაც მოხ­დე­ბა. გა­მო­ვა ხალ­ხი და და­ი­წყე­ბა სის­ხლისღვრა. სწო­რედ ეს აძ­ლევს ხელს სა­ა­კაშ­ვილს, სა­ერ­თა­შო­რი­სო დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი რომ ჰქონ­დეს.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი ამ­ნის­ტი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყოო.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბია ვისი და რისი წი­ნა­აღ­მდე­გია, ეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს! მე და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბია მზია ალა­ლი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ვართ და ვიცი, რომ ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ ერ­თად იჭი­მა­ვენ სა­ხის კანს. მი­შას გამო თით­ქმის ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი გა­და­მე­კი­და. ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, სუ­ლი­ე­რად ვარ კარ­გად!

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ნაციონალებს აქვთ ორი გზა: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა"

"ნაციონალებს აქვთ ორი გზა: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა"

აკადემიკოსი, პროფესორი, თურქოლოგი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება ნაცმოძრაობის დამარცხებას არ ნიშნავს და ქართველ ხალხს სიფხიზლისკენ მოუწოდებს:

- დღეს საქართველოში ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ბანდიტები არ ელოდნენ არჩევნებში დამარცხებას - დარწმუნებული იყვნენ, რომ 30-40 წლით შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას... მათ, როგორც კი მოირგეს სკამები, მაშინვე დახვეწეს არჩევნების გაყალბების ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიის მეცნიერები არიან ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი, რომლებიც დღესაც ამშვენებენ ჩვენს "მშვენიერ" ქუთაისურ პარლამენტს. დღეს სააკაშვილი გაკადნიერებულია იმით, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკა, მხარს უჭერს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ამერიკის პოზიცია იმთავითვე იყო ცნობილი. ამერიკა გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის ამომავალი ვარსკვლავი იყო, არადა, მივიღეთ პირწავარდნილი ტირანი. დღეს ამერიკას თავისი ამაგი ენანება, რადგან მათ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას დიდი შრომა და ფული დაახარჯეს და ამიტომაც იცავენ. ამერიკელები მოინელებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას, თუ მის ნაცვლად სააკაშვილი II დარჩებოდა, რომელიც ამერიკის ძირითად ინტერესებს გაატარებდა.

- ვინ ესახებოდათ ამერიკელებს სააკაშვილის შემცვლელად?

- ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი - არა. თუმცა საქართველოში არსებობს ორი პროამერიკული, კოსმოპოლიტური პარტია - რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები". მაგრამ ორივე პარტია ნაკლებად პოპულარულია საქართველოში და ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი თავიანთი ძალისხმევით ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. ეს ხალხი ივანიშვილმა დასვა საკანონმდებლო ორგანოში...

ნაციონალების ერთიანობა დამყარებულია შიშსა და ძალადობაზე, რადგან ყველა მათგანი დამნაშავეა და ამიტომაც იცავენ ერთმანეთს გააფთრებულნი. რეალურად კი ამას მხოლოდ თავის გადარჩენისთვის აკეთებენ. სააკაშვილმა მოახერხა და თავისი გუნდის ყველა წევრს ჩაადენინა დანაშაული, ამით მათი ერთობა გაამყარა. ნაციონალებს ორი გზა აქვთ: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა. ძალიან მაღიზიანებს ზნეობრივ გაკვეთილებს რომ გვიკითხავენ ის ადამიანები, რომლებიც ყელამდე სისხლში იხრჩობიან და ყველაფრის მკადრებლები არიან. ნაცმოძრაობამ გაანადგურა ქართული ცნობიერება, მეცნიერება, კულტურა, განათლება, გააუპატიურა ქართული ენა, რომელიც, მუხრანს თუ დავესესხები, დღეს ორღობის ენადაც აღარ ვარგა. ჩვენი ფრიად "ბრძენი" სააკაშვილი ევროსაბჭოს "აცვიფრებს" თავისი ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნით. ეს არის მისი უმაღლესი პროვინციალიზმი. ის კი არ იცის, რომ თავისი საყველპურო ინგლისურით ვერავის გააკვირვებს. სააკაშვილმა როგორც ქართული ენა იცის, ისევე იცის ინგლისური და ფრანგული.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მის ახლანდელ წევრებს გულს ივანიშვილის ფული უთბობდათ და ასე მოხდა ამ კოალიციის ჩამოყალიბება. ზოგმა ფულს გამოჰკრა ხელი, ზოგმაც - სახელს. ზოგიერთს კი, კარგად ჩაცმულ-დახურული რომ დაიჯგიმებიან პარლამენტში, კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ არ არიან პრინციპისთვის მებრძოლები, მათგან ღალატიც ხშირად მინახავს და ბრძოლის ველიდან გაქცევაც. ყველაზე არ ვამბობ, კოალიციაში წესიერი და პრინციპული ადამიანებიც არიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ქართული ოცნების" წევრთა უმრავლესობა უმადურია. იმას კი არ ფიქრობენ, რომ პარლამენტში ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ, არამედ იმას, როგორ გაძლიერდნენ და უახლოეს არჩევნებზე თავიანთი ხალხი გაიყვანონ. გარდა ამისა, ახალ მთავრობას შევამჩნიე, რომ ნაცების მსგავსად, ხალხსა და თავიანთ შორის კედელს აშენებს. არჩევნებამდე ყველა მათგანი ნებისმიერ დროს პასუხობდა სატელეფონო ზარს, დღეს კი მინისტრები კი არა, პარლამენტარებიც აღარ კადრულობენ ყურმილის აღებას. ერთადერთი, ვინც მიპასუხა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო.

- ნაცმოძრაობის გენმდივანმა განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დაელოდებიან...

- დღეს ისე თავმომწონედ გველაპარაკება მერაბიშვილი, თითქოს ქართული პოლიტიკის შემქმნელი იყოს ეს უწიგნური... მე გამოვაქვეყნე მერაბიშვილის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც ხუთ სიტყვაში ხუთი შეცდომა აქვს დაშვებული. აი, ეს კაცი გამოდის და მარიგებს ჭკუას, და თურმე 4 წელს ვერ დაელოდება ამ ხელისუფლებას. არადა, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან... რატომ არ არის გახსნილი გურამ შარაძის, აფრასიძეების, ჟვანიას, ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები? ვის ან რას ერიდებიან კბილაშვილი და სხვები?! დემოკრატობანას თამაშობენ? სხვათა შორის, დიდ პატივს მივაგებ მარგალიტივით პატარა, სამართლიან და პრინციპულ თეა წულუკიანს.

- დაკითხვაზე დაბარებული ნაცმოძრაობის წევრები იქით იბარებენ გამომძიებლებს...

- რატომ ეახლნენ უგულავას მერიაში, არ იციან, რომ უგულავა დამნაშავეა? გარწმუნებთ, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ავსებულია და ნახავთ, ძალიან მალე თვითონ დაერევიან ცოცხებით უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბოკერიას, ბარამიძეს... ბარამიძეს ცოდვად აფრასიძეების ოჯახის გაჟლეტაც ეყოფა. პასუხი ამ ყველაფრის შემოქმედმა, სააკაშვილმაც უნდა აგოს.

ახლახან შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა "ლაზარე". ის, პირველ რიგში, დაუპირისპირდება ნაცების მიერ ხელოვნურად შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკიდან ფინანსდება. სწორედ ამ არასამთავრობოებით სურთ ხელისუფლების დასუსტება, რაც მასონური გეგმაა. თუმცა საკმარისია, ჟვანიას ან შარაძის მკვლელობა გაიხსნას, რომ ნაციონალებს ამერიკა და მოსყიდული კონგრესმენები ვეღარ უშველით.

- რამდენიმე ხნის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, რომ არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ მიაქვს ჟვანიას ცხედარი ნაცმოძრაობის რამდენიმე წევრს. ვის აქვს ეს ფოტოები და ამდენ ხანს რატომ არ აქვეყნებს?

- იმიტომ, რომ ვინც ამ საქმის კურსში იყო, ყველა მოკლეს. მეც ვკითხე იმ პიროვნებას, ახლა რაღას ელოდები-მეთქი და მიპასუხა, ნაცები ახლა უფრო საშიშნი არიანო. მაგრამ მალე გამოქვეყნდება ეს ფოტომასალა.

ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილმა ვერ მოახერხოს პარლამენტის დათხოვნა. მისი სურვილია, რამდენჯერმე დაითხოვოს პარლამენტი და მერე თვითონ დანიშნოს, ჩამოიყვანოს ვირთხები - ადეიშვილი და შაშკინი და მერე ნახავთ, რაც მოხდება. გამოვა ხალხი და დაიწყება სისხლისღვრა. სწორედ ეს აძლევს ხელს სააკაშვილს, საერთაშორისო დევნილის სტატუსი რომ ჰქონდეს.

- სააკაშვილმა განაცხადა, ბებიაჩემი ამნისტიის წინააღმდეგი იყოო.

- სააკაშვილის ბებია ვისი და რისი წინააღმდეგია, ეს არავის აინტერესებს! მე და სააკაშვილის ბებია მზია ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და ვიცი, რომ ბებია და შვილიშვილი საზღვარგარეთ ერთად იჭიმავენ სახის კანს. მიშას გამო თითქმის ყველა ნათესავი გადამეკიდა. ასეთი პრინციპული ვარ, სამაგიეროდ, სულიერად ვარ კარგად!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა