Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე - "ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით შეიარაღებული ხალხი იმყოფება"
ზურაბ ჯაფარიძე - "ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით შეიარაღებული ხალხი იმყოფება"

რო­გორც ჩანს, პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა ოთხშა­ბათს გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბით და მას აღარ სურ­და იგი­ვე სუ­რა­თის ხილ­ვა დღეს პარ­ლა­მენ­ტში , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან არის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ით. ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი შეგ­ნე­ბის ძა­ლაა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთ ლი­დერს, სერ­გო რა­ტი­ანს, მისი თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბამ თავი აა­რი­და პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რას და დე­ბა­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც რა­ტი­ა­ნი აცხა­დებს, პრე­ზი­დენ­ტი შე­ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და წარ­სდგე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

"ჩვენ გვეს­მის, რომ დღეს იგეგ­მე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბევ­რი რა­მის­გან ირი­დებს თავს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მაგ­რამ დღეს უნდა ვთქვათ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა სერ­გო რა­ტი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზურაბ ჯაფარიძე - "ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით შეიარაღებული ხალხი იმყოფება"

ზურაბ ჯაფარიძე - "ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით შეიარაღებული ხალხი იმყოფება"

როგორც ჩანს, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო დარჩა ოთხშაბათს გამართული დებატებით და მას აღარ სურდა იგივე სურათის ხილვა დღეს პარლამენტში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

"ბიბლიოთეკასთან არის ხალხი, რომლებიც შეიარაღებული არიან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა პოლიტიკური შეგნების ძალაა დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მოსული", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერს, სერგო რატიანს, მისი თქმით, უმრავლესობამ თავი აარიდა პრეზიდენტთან შეხვედრას და დებატებს. მიუხედავად ამისა, როგორც რატიანი აცხადებს, პრეზიდენტი შეასრულებს თავის მოვალეობას და წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

"ჩვენ გვესმის, რომ დღეს იგეგმება პროვოკაციები, საქართველოს ახალი ხელისუფლება ბევრი რამისგან ირიდებს თავს და პასუხისმგებლობას, მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა